ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ პრესაში მუდმივად ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით ჭორები.
ასე მაგალითად, თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, "ტორონტო" მზად არის პაუს სანაცვლოდ დათმოს ანდრეა ბარნიანი, ხოსე კალდერონი და ლინას კლეიზა.
არსებობს კობიზე კიდევ ერთი "მონადირე" - "მინესოტა ტიმბერვულვზი", რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლის დრაფტისას გამოთქვამ
ჭორების თანახმად, "მგლები" საპირისპირო მიმართულებით გაუშვებენ დერიკ უილიამსსა და ნიკოლაი პეკოვიჩს.
"მინესოტას" მონდომება გასაგებია - ის მიიღებს გამოცდილ ფორვარდს, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" არაერთგზის მონაწილეს, რომელიც თან რიკი რუბიოს თანამემამულეა და შეუძლია "ტიმბერვულვზი" პლეი ოფის სტაბილურ მონაწილედ აქციოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"