"ოლ სტარს" კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი ლიდერობენ

AutoSharing Option
"მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი ლიდერობენ ხმის მიცემის პროცედურაში, რომელმაც უნდა გამოავლინოს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო ხუთეულები.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "ოლ სტარი" ჰიუსტონში გაიმართება.

ცნობისთვის, წელს გულშემატკივრები ხმას არ აძლევენ ცენტრის პოზიციას. წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი
მცველები: დუეინ უეიდი ("მაიამი") - 430 925; რაჟონ რონდო ("ბოსტონი") - 382 613; დერონ უილიამსი ("ბრუკლინი") - 211 426; კაირი ირვინგი ("კლივლენდი") - 155 989; რეი ალენი ("მაიამი") - 130 016.
ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") - 641 348;
კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") - 573 112; კევინ გარნეტი ("ბოსტონი") - 218 246; კრის ბოში ("მაიამი") - 210 724; ტაისონ ჩენდლერი ("ნიუ იორკი") - 151 744.

დასავლეთი
მცველები: კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") - 639 419; კრის პოლი ("კლიპერსი") - 353 603; ჯერემი ლინი ("ჰიუსტონი") - 298 319; ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") - 196 108; რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") - 143 437.
ფორვარდები: კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") - 605 965; დუაიტ ჰოვარდი ("ლეიკერსი") - 434 168; ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი") - 307 855; ტიმ დანკანი ("სან ანტონიო") - 189 577; პაუ გასოლი ("ლეიკერსი") - 139 868.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული