"როუზი ჯერ შორს არის სრულფასოვანი ვარჯიშებისგან, - ამბობს ტიბოდო. - მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ სრულად აღიდგინოს ძველი კონდიციები. ამჟამად მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. როცა ლაპარაკია ჯანმრთელობაზე, აჩქარება არ იქნება მართებული".
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს როუზმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და დღემდე მოედანზე არ გასულა.
* * *
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა პრესამ.
2012-13 წლების სეზონის ბოლოს ეს კალათბურთელი შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდება და რამდენიმე გუნდი აპირებს მის ხელში ჩაგდებას. ამიტომაც "ბაქსი" კომპენსაციის გარეშე რომ არ დარჩეს, კლუბის ხელმძღვანელობა ტრეიდზე დააყენებს 23 წლის მოთამაშეს.
მიმდინარე სეზონში ჯენინგსი საშუალოდ 16.9 ქულას, 3.2 მოხსნას, 6.0 შედეგიან გადაცემასა და 2.5 ჩაჭრას აგროვებს.
* * *
17 დეკემბერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა და ერთ-ერთში უნიკალურ შედეგს მიაღწია "პორტლენდის" ფრანგმა ლეგიონერმა ნიკოლა ბატუმმა. "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ ფორვარდმა ე. წ. five-by-five ჩაიწერა თავის ანგარიშზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხუთ ძირითად სტატისტიკურ კატეგორიაში (ქულა, მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება) მინიმუმ ხუთი ერთეული დააგროვა.
ბატუმის ანგარიშზე იყო - 11 ქულა, 10 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება. 1985-86 წლების სეზონის შემდეგ ნიკოლა გახდა მერვე მოთამაშე, ვინც ამგვარ შედეგს მიაღწია. ბოლოს five-by-five 2006 წლის 3 იანვარს, "იუტასა" და "ლეიკერსის" მატჩში დაფიქსირდა - მისი ავტორი გახდა ფორვარდი ანდრეი კირილენკო.
ტორონტო-ჰიუსტონი 103:96
26:28, 23:21, 28:22, 26:25
ტ: ანდერსონი (24), დეროზანი (19+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კალდერონი (18+10 მოხსნა+14 პასი), დევისი (13+6 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (28), მორისი (19+6 მოხსნა), პარსონსი (12+6 მოხსნა), დელფინო (10), აშიქი (7+13 მოხსნა).
ფილადელფია-ლეიკერსი 98:111
24:28, 26:32, 23:27, 25:24
ფ: ნ. იანგი (30), ტერნერი (16+6 პასი), ჰოუზი (16+6 მოხსნა), ტ. იანგი (14+6 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (34+6 პასი), უორლდ პისი (19+16 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰოვარდი (17+11 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მორისი (15), დუჰონი (14), მიქსი (12+4 ჩაჭრა).
საკრამენტო-დენვერი 97:122
23:32, 23:32, 21:33, 30:25
ს: ტომასი (20), კაზინსი (19+11 მოხსნა), ტომპსონი (16+10 მოხსნა), ფრედეტი (10).
დ: მაკგი (19+5 მოხსნა), გალინარი (18), ჯ. ჰემილტონი (15), კუფო სი (12+7 მოხსნა), იგუოდალა (11+8 მოხსნა+8 პასი), ლოუსონი (11+7 პასი).
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 95:94
25:19, 29:24, 21:20, 20:31
პ: ჰიქსონი (24+16 მოხსნა), ოლდრიჯი (20), ლილარდი (16), ბატუმი (11+5 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა+5 დაფარება), ბებიტი (10).
ნ-ო: ანდერსონი (26+6 მოხსნა), ვასკესი (23+8 მოხსნა+11 პასი), დევისი (15+5 მოხსნა).
აღმოსავლეთი
1. ნიუ იორკი 18/5*
2. მაიამი 15/6*
3. ატლანტა 14/7
4. ჩიკაგო 13/9*
5. ბრუკლინი 13/10
6. მილუოკი 12/10
7. ინდიანა 13/11
8. ბოსტონი 12/11
9. ფილადელფია 12/12
10. ორლანდო 10/13
11. შარლოტი 7/16
12. დეტროიტი 7/19
13. ტორონტო 6/19
14. კლივლენდი 5/20
15. ვაშინგტონი 3/18
დასავლეთი
1. ოკლაჰომა 19/4*
2. სან ანტონიო 19/6*
3. კლიპერსი 17/6*
4. მემფისი 15/6
5. გ. სტეიტი 15/8
6. მინესოტა 12/9
7. დენვერი 13/12
8. იუტა 13/12
9. პორტლენდი 11/12
10. ჰიუსტონი 11/12
11. დალასი 11/13
12. ლეიკერსი 11/14
13. ფინიქსი 9/15
14. საკრამენტო 7/16
15. ნიუ ორლეანი 5/18
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"