მეჯიქ ჯონსონი: ასეთი "ლეიკერსი" არასოდეს მინახავს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" პრობლემებზე, მაიკ დ'ენტონის უსარგებლო სქემებზე, ფილ ჯექსონთან არშემდგარ მოლაპარაკებებზე ლაპარაკობს კლუბის ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი...

- როგორ ფიქრობთ, "ლეიკერსს" აქვს ამ სეზონში დრო იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს?
- ჯერ ბოლომდე იმედგაცრუებული არ ვარ ამ შემადგენლობით და, რა თქმა უნდა, გუნდს კიდევ ბევრი დრო აქვს.

დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვიყავით 1990 წელს - სეზონი ჩვენი სცენარით არ დაიწყო, მაგრამ ფინალამდე მივაღწიეთ.

ახლა, მოთამაშეებმა უბრალოდ თვალებში უნდა ჩახედონ ერთმანეთს და თქვან: "რადაც
არ უნდა დაგვიჯდეს, არ უნდა გავატაროთ ოპონენტი დაცვაში. არ უნდა მივცეთ მეტოქეს იოლად ქულების დაგროვების საშუალება.

- უნდა ესაუბროს თუ არა კობი ბრაიანტი მაიკ დ'ენტონის, თუ საქმეები ასევე გაგრძელება?
- რა თქმა უნდა. თუ სიტუაცია არ დალაგდება, მათ ორივეს მოუწევს მომხდარზე უფრო ხშირად ერთად მსჯელობა.

- შეიძლება თუ არა კუპჩაკის ნდობა სეზონის მსვლელობის შემადგენლობის სავარაუდო გაძლიერების მხრივ?
- დიახ, უნდა გვჯეროდეს მიტჩის ნიჭის მენეჯერის საქმეში. თუ საჭირო გახდა, ის უბრალოდ უნდა მივიდეს კლუბის მფლობელთან და უთხრას მას, რომ თამაშის გაუმჯობესებისთვის საჭიროა შესაბამისი ტრეიდი.

- ფიქრობთ, რომ დ'ენტონის სისტემას შეუძლია "ლეიკერსისთვის" შედეგის მოტანა?
- მე მაინც მგონია, რომ მას გამოუვა. ასე თუნდაც იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს "ლეიკერსი" და სხვანაირად ფიქრი არ შემიძლია. მაგრამ მე იმასაც ვგრძნობ, რომ თუ დღევანდელი შემადგენლობის გათვალისწინებით საჭირო კორექტივებს არ შეიტანს თავის სქემებში, პრობლემები გარდაუვალი იქნება.

- საკმარისად მოინდომა "ლეიკერსმა" იმისთვის, რომ მთავარ მწვრთნელად ფილ ჯექსონი დაებრუნებინა?
- თუ კლუბის ადმინისტრაცია თავიდანვე არ აპირებდა მისი კანდიდატურის სერიოზულად განხილვას, მაშინ რა საჭირო იყო ფილისთვის დაბრუნების შეთავაზება? თავიდან ყველა, მათ შორის მეც ავფორიაქდით ამ ახალი ამბის გამო, მაგრამ შემდეგ, საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არ მისულა.

მომეჩვენა, რომ მისი პირობები ბოლომდე არ მოისმინეს და მოულოდნელად, მთავარ მწვრთნელად დ'ენტონი დაასახელეს. საბოლოოდ, მივიღეთ მწვრთნელი, რომელსაც სურს დარბოდეს არამორბენალი გუნდი.

- თქვენი აზრით, რა განწყობა სუფევს ამჟამად "ლეიკერსში"?
- ვერ ვხედავ ბედნიერ ადამიანებს გუნდში და აქ საქმე მხოლოდ დამარცხებებში არ არის. ამ შემადგენლობაში უბრალოდ არ არის გუნდური სული, არ არსებობს მოგების სურვილი.

სად არის თამაშის, თანაგუნდელების, გულმატკივრების სიყვარული?

მათ უნდა მიიღონ სიამოვნება იმისგან, რომ დიადი გუნდის ნაწილს წარმოადგენენ.

- შეგიძლიათ ეს შემადგენლობა შოუ-თაიმის დროის გუნდს შეადაროთ?
- სეზონის წინ მათ განაცხადეს, რომ სურთ ლოს ანჯელესში შოუ-თაიმის ეპოქა დააბრუნონ. მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე თავდასხმაში, პირველ რიგში, დაცვაში უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ჩვენს დროში ვიცოდით, რომ თუ ვერ შევძლებდით მეტოქის შეჩერებას, სწრაფ კონტრშეტევაზე ვერ გადავიდოდით. ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო საკუთარ ნახევარზე მძიმე მუშაობა, შეტევა კი ყოველთვის მეორე პლანზე რჩებოდა.

- რა შეგიძლიათ თქვათ კობი ბრაიანტის თამაშზე?
- ვფიქრობ, დღეს კობი უარესად თამაშობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდმა ვერ დაიწყო მოგებები. ამ შემთხვევაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

ბრაიანტს ყოველთვის მოგება უნდა, ის ერთ-ერთი იმათგანია, ვინც წაგების გამო დეპრესიაში ვარდება. ის თითქოს ცდილობს, მაგრამ შედეგი არ მოდის.

ვერ ვხვდები, რატომ დაკარგა მან თავდაჯერება. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი შემადგენლობით მოგებათა 50 პროცენტიც სანატრელი გაუხდებოდა. ეს არ არის "ლეიკერსის" დონე და მას ეს ბრწყინვალედ ესმის.

- თქვენი აზრით, გამოსადეგია თუ არა ამ გუნდისთვის დ'ენტონის სათამაშო მოდელი?
- მისი სისტემა არანაირ ვარიანტში არ ერგება ამ შემადგენლობას და თუ ამას მაიკი ვერ მიხვდება, მაშინ ჩვენი შედეგები გაუარესდება. შეხედეთ "ლეიკერსის" შემადგენლობას - ამ გუნდში უბრალოდ არ არიან მორბენალი მოთამაშეები. ნეშის დაბრუნებით საქმეები გამოსწორდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის შემდეგ დაცვაში უკეთ ვითამაშებთ. პირველ რიგში, გონება დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული.

- რას ფიქრობენ სხვა გუნდები "ლეიკერსის" პრობლემებზე?
- მე მგონი, ჩვენი სირთულეების გამო, ყველა კონკურენტი ბედნიერია. და არა მარტო კონკურენტები - მთელი ლიგა. ახლა, ყველას შეუძლია ჩვენი დამარცხება. უნდა გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა, მაგრამ ჯერ არა მარტო მისი მოგვარება, არამედ გაცნობიერებაც კი არ შეგვიძლია.

- დღეს თქვენ იმედგაცრუებული ხართ "ლეიკერსის" თამაშით?
- რა თქმა უნდა. როცა გუნდში ასეთი ნიჭიერი მოთამაშეები გყავს, ნებისმიერი სისტემა უნდა აამუშავო. გამოდის, რომ ეს სქემები არც ისე კარგია - მას ვერ მოარგებ ამ კალათბურთლებს. ამასთან დაკავშირებით, სწრაფად არის რაღაც გასაკეთებელი.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ლეიკერსი"?
- ძალიან მიყვარს ეს გუნდი და ყოველ წაგებას საკუთარ უბედურებად აღვიქვამ. ახლა, იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ჩემი საყვარელი გუნდი ვერ ამოდის იმ ორმოდან, რომელიც თავად გათხარა.

მაშინებს ის, რომ მოთამაშეების გამომეტყველებით დასკვნას ვერ გამოიტან. "ლეიკერსი" არასოდეს ყოფილა მსგავს სიტუაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული