წინა დღეს, "ლეიკერსთან" წაგების შემდეგ, "ნიუ იორკმა" სტუმრად "ფინიქსის" დამარცხებით გამოიკეთა განწყობა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვუდსონის შეგირდებს მოგება საკმაოდ გაუჭირდათ.
სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან "ნიქსს" აკლდნენ კარმელო ენტონი და რაიმონდ ფელტონი. შედეგად, თანაგუნდელებს წინ მიუძღოდა კიდისა და სმიტის დუეტი.
ამ კალათბურთელებმა ერთად 50 ქულა დააგროვეს. ჯეისონმა, რომელიც თავის დროზე" "სანზში" თამაშობდა, ხუთი სამქულიანი გამოიყენა და რვა შედეგიანი პასიც მიითვალა.
თავის მხრივ, ჯეი არმა
თავიდან მცველმა სირენამდე ათი წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში, ტელფეირის შეცდომის შემდეგ კი ერთი წამი ეყო ეფექტური და რაც მთავარია, ზუსტი ტყორცნის შესასრულებლად.
* * *
"შარლოტისა" და "მაიამის" მატჩში საინტერესო დუელი შემოგვთავაზეს კემბა უოკერმა და ლებრონ ჯეიმსმა - მათი დაპირისპირება ფრედ: 27:27 დასრულდა.
თამაში კი, რა თქმა უნდა, "მაიამიმ" მოიგო, რადგან ის მოქმედი ჩემპიონია, "შარლოტი" კი რეგულარულის 27-ე გუნდი გახლავთ. სხვათა შორის, ეს იყო "ბობკეტსის" ზედიზედ მე-16 წაგება.
წინა დღეს "ოკლაჰომას" დამარცხებას ბევრი ენერგია არ წაურთმევია "ჰიტისთვის". პირველ რიგში, ეს ლებრონზე ითქმის, რომელმაც საწყის ხუთ წუთში ოთხჯერ ჩატენა ბურთი და 11 ქულა მიითვალა.
"ბობკეტსის ლიდერი კემბა უოკერი შედეგიანობით დაეწია შარშანდელ MVP-ს, მაგრამ "მაიამის" ასევე ჰყავს დუეინ უეიდი, რომელმაც 29 ქულა დააგროვა.
* * *
"ნეტსს" არ შველის არც ქალაქის, არც სახელწოდების, არც ლოგოსა და არც არენის შეცვლა - ეს გუნდი ვერაფრით ახერხებს "მილუოკის" დამარცხებას.
"ირმების" მოგებათა სერია "ბრუკლინის" წინააღმდეგ უკვე 13 მატჩს ითვლის. "ნეტსის" ბოლო მოგება 2009 წლის 3 მარტით თარიღდება.
საერთოდაც, ეს გუნდი ბოლო დროს ახერხებს, უფრო ხშირად იმედგაცრუება მოუტანოს თავის გულშემატკივრებს.
დეკემბერში ჩატარებული 13 მატჩიდან "ბრუკლინმა" მოიგო მხოლოდ სამი. ამას დაემატა გუნდის ლიდერის, დერონ უილიამსის ტრავმა - გამთამაშებელს მაჯა აქვს დაზიანებული.
რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრას, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა სამქულიანები - "მილუოკიმ" 17-დან 10 შორეული ტყორცნა გამოიყენა, "ბრუკლინმა" - 21-დან ოთხი.
* * *
"ფილადელფია" ორკვირიან გასვლით ტურნეში არც ისე კარგი განწყობით წავიდა - ბოლო ექვს მატჩში ხუთი წააგო.
გარდა ამისა, "სიქსერზმა" დეკემბერში ყველა გასვლითი მატჩი დათმო. ახლა კი მას ელოდება სტუმრად რვა მატჩი. არადა, გუნდი უკვე გავარდა პლეი ოფის ზონიდან. ამ რთულ სიტუაციაში ფილადელფიელებს მშველელად დორელ რაიტი და სპენსერ ჰოიესი მოევლინნენ.
"მემფისთან" მატჩში ორივემ განაახლა სეზონში პირადი სნაიპერული რეკორდი (28 და 20 ქულა შესაბამისად). "ფილადელფიამ" პირველი ნახევარი 8:0 გაქცევით დაასრულა და წინ გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი აჩქარება მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გააკეთა - "+15" სირენამდე რვა წუთით ადრე.
ეს შესაძლებელი გახდა დაცვაში კარგი თამაშით (12 დაფარება - საკლუბო რეკორდი სეზონში) და თამაშიდან სროლების 50-პროცენტიანი სიზუსტით.
P. S. 27 დეკემბერს კიდევ ერთი მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ "ინდიანასა" და "ჩიკაგოს" შეხვედრა ინდიანაპოლისში ქარბუქის გამო გადაიდო. მატჩის ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
ვაშინგტონი-კლივლენდი 84:87
26:22, 17:23, 25:23, 16:19
ვ: ოკაფორი (17+10 მოხსნა), ჯორ. კროუფორდი (17), ნენე (16+7 მოხსნა), უებსტერი (12+10 მოხსნა).
კ: ირვინგი (26+6 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (15+12 მოხსნა), გი (10+8 მოხსნა), გიბსონი (10).
შარლოტი-მაიამი 92:105
18:27, 20:28, 33:23, 21:27
შ: უოკერი (27+6 მოხსნა+6 პასი), სეშენსი (19+5 პასი), უორიკი (18+9 მოხსნა), ჰენდერსონი (14+7 მოხსნა), ბიიომბო (7+10 მოხსნა).
მ: უეიდი (29+9 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (27+12 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ჩელმერსი (17), ბოში (14).
ორლანდო-ნიუ ორლეანი 94:97
24:26, 29:23, 23:29, 18:19
ო: ნელსონი (28+5 მოხსნა+10 პასი), ვუჩევიჩი (19+9 მოხსნა), აფლალო (14), რედიკი (12+5 მოხსნა+6 პასი), მური (10+6 მოხსნა+3 დაფარება).
ნ-ო: ლოპესი (29), ვასკესი (27+6 მოხსნა+8 პასი), ანდერსონი (15+5 მოხსნა), დევისი (12+11 მოხსნა).
ატლანტა-დეტროიტი 126:119 (2ო)
28:13, 22:32, 31:17, 20:39, 7:7, 18:11
ა: სმიტი (31+10 მოხსნა+6 პასი), ჰორფორდი (22+10 მოხსნა), უილიამსი (18+8 მოხსნა+7 პასი), ტიგი (17+11 პასი), მოროუ (16).
დ: ბინუმი (31), დრამონდი (16+12 მოხსნა), სტაკი (16+5 მოხსნა+11 პასი), პრინსი (14+7 მოხსნა), ვილანუევა (14+7 მოხსნა), მონრო (10), დეი (8+11 მოხსნა).
მილუოკი-ბრუკლინი 108:93
22:24, 33:18, 23:25, 30:26
მ: ჯენინგსი (25+6 პასი), ელისი (20+7 პასი+6 მოხსნა+6 ჩაჭრა), ილიასოვა (17+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), დანლივი (17), სანდერსი (12+12 მოხსნა).
ბ: ლოპესი (21+10 მოხსნა+3 დაფარება), ბლეტჩი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჯონსონი (13), ბოგანსი (11+5 მოხსნა), უოლასი (8+12 მოხსნა+8 პასი).
ფინიქსი-ნიუ იორკი 97:99
29:27, 15:27, 32:22, 21:23
ფ: დადლი (36+5 მოხსნა), გორტატი (13+9 მოხსნა), ტელფეირი (11+3 ჩაჭრა), ბრაუნი (11), ბიზლი (10+7 მოხსნა).
ნ-ი: სმიტი (27+6 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), კიდი (23+6 მოხსნა+8 პასი), ჩენდლერი (14+12 მოხსნა), კოუპლენდი (14).
მემფისი-ფილადელფია 89:99
29:26, 18:23, 23:26, 19:24
მ: რენდოლფი (23+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), გასოლი (18+8 მოხსნა+8 პასი), პონდექსტერი (13+5 მოხსნა), კონლი (10+5 პასი).
ფ: რაიტი (28+6 მოხსნა), ჰოიესი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა+5 დაფარება), ჰოლიდეი (13+9 პასი), ტ. იანგი (13+3 ჩაჭრა+4 დაფარება), ნ. იანგი (12).
აღმოსავლეთი
1. მაიამი 20/6*
2. ნიუ იორკი 21/8*
3. ატლანტა 17/9
4. ინდიანა 16/12*
5. ჩიკაგო 15/12
6. მილუოკი 15/12
7. ბოსტონი 14/13
8. ბრუკლინი 13/13
9. ფილადელფია 14/15
10. ორლანდო 12/16
11. ტორონტო 9/20
12. დეტროიტი 9/22
13. შარლოტი 7/21
14. კლივლენდი 7/23
15. ვაშინგტონი 3/23
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"