გამოკითხვას ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი ლიდერობენ

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხმის მიცემის მორიგი საშუალედო შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სასტარტო ხუთეულები.

კვლავინდებურად აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში ლიდერობენ ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") და კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი").
წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი
ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი") - 970 314; კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი") - 891 759; კევინ გარნეტი ("ბოსტონი") - 328 716; კრის ბოში ("მაიამი") - 308 194; ტაისონ ჩენდლერი ("ნიუ იორკი") - 260 000.

მცველები: დუეინ უეიდი ("მაიამი")
- 645 875; რაჟონ რონდონ ("ბოსტონი") - 574 272; დერონ უილიამსი ("ბრუკლინი") - 309 778; კაირი ირვინგი ("კლივლენდი") - 258 193; რეი ალენი ("მაიამი") - 195 142.

დასავლეთი
ფორვარდები: კევინ დურანტი ("ოკლაჰომა") - 924 898; დუაიტ ჰოვარდი ("ლეიკერსი) - 616 150; ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი") - 489 795; ტიმ დანკანი ("სან ანტონიო") - 299 434; პაუ გასოლი ("ლეიკერსი") - 197 377.

მცველები: კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი") - 977 444; კრის პოლი ("კლიპერსი") - 542 564; ჯერემი ლინი ("ჰიუსტონი") - 496 133; ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი") - 283 691; რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") - 232 074.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული