დენის როდმანი: კარმენ ელექტრას 24 საათი სექსი სწყუროდა!

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა მოთამაშე დენის როდმანმა მას შემდეგ, რაც გაიგო მისი ყოფილი ცოლის, ცნობილი მსახიობისა და მოდელის, კარმენ ელექტრას გათხოვების შესახებ, ამ ლამაზმანთან დაკავშირებული თავისი ინტიმური ცხოვრების დეტალები გამოამზეურა.

"ორი ათასზე მეტ ქალთან ვიწექი. დროთა განმავლობაში მათზე მოგონებები ხუნდება და ერთმანეთს ემსგავსება. ოღონდაც ეს არ ეხება კარმენს. ის შემიძლია ზეათეულში შევიყვანო.

მას მომაჯადოებელი სხეული აქვს და თან, ძალიან ვნებიანია საწოლში. როდესაც ერთად ვიყავით, ერთმანეთისადმი ლტოლვა გამუდმებით გვქონდა.

მეც და მასაც გამუდმებით, დღე-ღამეში 24 საათი სექსი გვწყუროდა"
.

ნბა-ს ხუთგზის ჩემპიონმა კარმენ
ელექტრასთან დაკავშირებით პიკანტური ისტორიაც გაიხსენა:

Sportall.Ge"მისი სხეული, უბრალოდ, ფანტასტიკურია. ადამიანებს უნახავთ მისი სურათი და იციან ეს, მაგრამ როდესაც ის საძინებელში შენს გვერდითაა - ეს სულ სხვაა.

გინდათ გიამბოთ კარმენთან დაკავშირებით ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი? კერძო თვითმფრინავით კანადაში მივფრინავდით. თავი ვერ შევიკავეთ და სიყვარულით დავკავდით, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით ჩემი აგენტი მეჯდა.

ერთხელ "ბენტლის" უკანა სავარძელზეც ვიჟიმავეთ. თანაც, მთელი აქტის განმავლობაში კარმენი მძღოლს ელაქლაქებოდა.

ჩემი აზრით, მას "ცუდი ბიჭები" მოსწონს. არასდროს ვყოფილვარ მისი ერთგული და მგონი, იცის კიდეც
მან ამის შესახებ.

ბევრი ქალი მყავდა, მაგრამ კარმენი გამორჩეული იქნება მათ შორის".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული