NBA: შეწყვეტილი სერიები, ჩერნოგორიული რეკორდები, ხუთქულიანი მეოთხედი...

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" მთელი დეკემბერი წაგების გარეშე გაიარა - 16 მოგება და არც ერთი მარცხი!

ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, როცა გუნდი კალენდარულ თვეს ასპროცენტიანი მაჩვენებლით ასრულებს. პირველად ასეთი კლუბი გახდა 1971-72 წლების სეზონის "ლეიკერსი", მეორე - "სან ანტონიო" 1995-96 წლების რეგულარულ სეზონში.

სხვათა შორის, მაშინ "სპურსის" რიგებში თამაშობდა "კლიპერსის" ამჟამინდელი დამრიგებელი ვინი დელ ნეგრო.

30 დეკემბერს, "იუტაზე" გამარჯვება ჯამში მე-17 იყო "კლიპერსისთვის", რაც საკლუბო რეკორდი გახლავთ, თუმცა, კალიფორნიელებმა უფრო შორს წასვლა ვერ შეძლეს, რადგან გუშინ, "დენვერთან" გასვლით მატჩში
შეწყდა მათი ბრწყინვალე სერია.

საბოლოოდ, "კლიპერსი" მეცხრე ადგილს იყოფს იმ გუნდების სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ზედიზედ მოგებული მატჩი აქვთ რეგულარულ ჩემპიონატში. ეს სია ასე გამოიყურება:

33 ლეიკერსი 1971-72
22 ჰიუსტონი 2007-08
20 მილუოკი 1970-71
19 ლეიკერსი 1999-00
19 ბოსტონი 2008-09
18 ნიუ იორკი 1969-70
18 ბოსტონი 1981-82
18 ჩიკაგო 1995-96
17 კლიპერსი 2012-13
17 ვაშინგტონი 1946-47
17 ბოსტონი 1959-60
17 სან ანტონიო 1995-96
17 ფინიქსი 2006-07
17 დალასი 2006-07

* * *
თუ "კლიპერსმა" მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ 17 მატჩის მოგება მოახერხა, "შარლოტმა" პირიქით, ზედიზედ 18 მარცხი იწვნია. "ბობკეტსი" თვეზე მეტია ვერ ახერხებდა გამარჯვებას და სერია გუშინ, მოულოდნელად "ჩიკაგოსთან" გასვლით მატჩში შეწყვიტა (91:81).

* * *

გუშინ შეწყდა "დალას მავერიქსის" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია. ამ გუნდმა ბოლოს მიჯრით ექვსი შეხვედრა 2010-11 წლების სეზონში დათმო. სწორედ იმ სეზონში, რომელშიც გუნდმა NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

* * *
"ორლანდო მეჯიქის" 22 წლის ჩერნოგორიელმა ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა (ფოტოზე) ლეგენდარული შაკილ ო'ნილის რეკორდი მოხსნა. "მაიამისთან" შეხვედრაში მან 29 მოხსნა მიითვალა, რაც "ორლანდოს" საკლუბო რეკორდი გახლავთ ერთ მატჩში დაგროვილი მოხსნების რაოდენობით.

წინა რეკორდი სწორედ შაკს ეკუთვნოდა, რომელმაც 1993-94 წლების სეზონში 28-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, რასაც 25 ქულა და 15 დაფარება დაუმატა და კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა.

* * *

უცნაური მესამე მეოთხედის მოწმენი გავხდით "სან ანტონიოსა" და "ბრუკლინის" შეხვედრაში. "სპურსის" კალათბურთელებმა ამ 12-წუთეულში 30:5 გაანადგურეს მეტოქე. ამით "სან ანტონიომ" საკლუბო რეკორდი დაამყარა ერთ მეოთხედში გაშვებული ქულების რაოდენობით, "ბრუკლინმა" კი მესამე ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა ლიგის ისტორიაში ერთ მეოთხედში დაგროვილი ქულების მიხედვით. ამ მხრივ, პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს "დალასი", რომელმაც 1997 წელს "ლეიკერსს" 12 წუთში მხოლოდ 2 ქულა (!) ჩაუგდო.

* * *

კინაღამ სამმატჩიანი წაგებათა სერიით დაასრულა 2012 წელი NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამი ჰიტმა".

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, "ჰიტს" ფლორიდულ დერბიში ოვერტაიმი დასჭირდა "ორლანდოს" დასამარცხებლად. დამატებით დროში გაიბრწყინა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 13 გუნდური ქულიდან ათი თავის ანგარიშზე მიითვალა.

ლიგის სამგზის MVP-ს ბრწყინვალე სერია აქვს - სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მან ზედიზედ 29 მატჩში მინიმუმ 20 ქულა დააგროვა. ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს უფრო გრძელი სერია - 1981-82 წლების სეზონში ჯორჯ გერვინმა ზედიზედ 45 მატჩში მიითვალა 20 ან მეტი ქულა.

* * *
"ბოსტონ სელტიქსის" კრიზისი თვალნათლივ გამოჩნდა კალიფორნიულ ტურნეში - "კელტებმა" "კლიპერსთან", "გოლდენ სტეიტთან" და "საკრამენტოსთან" სამი შეხვედრა დამამცირებელი სხვაობით - 79 ქულით წააგეს!
"საკრამენტოსთან" მატჩში 20 ქულა დააგროვა "ბოსტონის" ფორვარდმა პოლ პირსმა.

ამან მას საშუალება მისცა ყველა დროის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში 23-ე ადგილზე გადასულიყო. პირსმა უკან ჩამოიტოვა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ექვსგზის მონაწილე, NBA-ის დიდების დარბაზის წევრი ედრიან დენტლი.

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდანი 32 292
4. უილტ ჩემბერლენი 31 419
5. კობი ბრაიანტი 30 423
6. შაკილ ო'ნილი 28 596
7. მოზეს მელოუნი 27 409
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946
10. ოსკარ რობერტსონი 26 710
11. დომინიკ უილკინსი 26 668
12. ჯონ ჰავლიჩეკი 26 395
13. ალექს ინგლიში 25 613
14. რეჯი მილერი 25 279
15. ჯერი უესტი 25 192
16. პატრიკ იუინგი 24 815
17. კევინ გარნეტი 24 712
18. ალენ აივერსონი 24 368
19. დირკ ნოვიცკი 24 175
20. ჩარლ ბარკლი 23 757
21. რობეტ პერიში 23 334
22. რეი ალენი 23 261
23. პოლ პირსი 23 189

30 დეკემბერი
დეტროიტი-მილუოკი 96:94
30:23, 25:22, 23:26, 18:23
დ: პრინსი (20), მონრო (14+10 მოხსნა), ნაითი (11), ვილანუევა (11), მაქსიელი (10+10 მოხსნა).
მ: ელისი (30+9 პასი), ილიასოვა (24+5 მოხსნა).

დალასი-სან ანტონიო 86:111
22:27, 23:30, 25:25, 16:29
დ: კოლისონი (18+8 პასი), ბრენდი (14+10 მოხსნა), კამანი (13+9 მოხსნა), კარტერი (13).
ს-ა: პარკერი (21+9 პასი), ჯინობილი (20+5 პასი), დანკანი (18+10 მოხსნა+3 დაფარება), სპლიტერი (13+6 მოხსნა), დიაო (10).

საკრამენტო-ბოსტონი 118:96
24:18, 30:31, 30:24, 34:23
ს: ტომასი (27+5 პასი), სალმონსი (23), ტომპსონი (20), კაზინსი (12+10 მოხსნა+10 პასი), ჯონსონი (10+3 დაფარება), ფრედეტი (10+5 პასი).
ბ: პირსი (20), ტერი (20), გარნეტი (16+12 მოხსნა+6 პასი), გრინი (16), სალინჯერი (10), რონდო (2+10 პასი).

კლიპერსი-იუტა 107:96
29:24, 25:21, 25:31, 28:20
კ: ბატლერი (29), პოლი (19+9 პასი+5 ჩაჭრა), კროუფორდი (19), ჯორდანი (14+3 დაფარება).
ი: ჯეფერსონი (30+8 მოხსნა+4 დაფარება), გ. ჰეივორდი (16), ფეივორსი (11+7 მოხსნა), ფოიე (10), ტინსლი (8+11 პასი).

31 დეკემბერი
ინდიანა-მემფისი 88:83
19:19, 19:22, 22:26, 28:16
ი: ჯორჯი (21+5 პასი), ოგასტინი (17+6 პასი), უესტი (13+9 მოხსნა), სტივენსონი (10+7 მოხსნა).
მ: რენდოლფი (21+15 მოხსნა), გასოლი (13), ალენი (11), გეი (11+4 ჩაჭრა).

ჩიკაგო-შარლოტი 81:91
18:28, 24:19, 23:18, 16:26
ჩ: დენგი (20+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბუზერი (19+14 მოხსნა), ჰემილტონი (11).
შ: უოკერი (18+8 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), ჰენდერსონი (16), სეშენსი (15), გორდონი (15), ედრიენი (9+10 მოხსნა+3 დაფარება), ბიიომბო (5+11 მოხსნა).

ორლანდო-მაიამი 110:112 (ო)
22:31, 32:17, 23:22, 22:29, 11:13
ო: აფლალო (28), რედიკი (23+5 პასი), ვუჩევიჩი (20+29 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკრობერტსი (12), ნიკოლსონი (10).
მ: ჯეიმსი (36+8 მოხსნა+11 პასი), ბოში (22), უეიდი (21), ალენი (17+4 ჩაჭრა).

ჰიუსტონი-ატლანტა 123:104
26:27, 38:19, 26:29, 33:29
ჰ: ჰარდენი (28+5 პასი), დელფინო (22+8 პასი), ლინი (16+8 პასი+4 ჩაჭრა), მორისი (15), აშიქი (11+17 მოხსნა), დაგლასი (10).
ა: უილიამსი (21), ჰორფორდი (18+13 მოხსნა), სმიტი (17+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯენკინსი (15), ტიგი (10+9 პასი).

სან ანტონიო-ბრუკლინი 104:73
31:22, 24:25, 30:5, 19:21
ს-ა: პარკერი (30+6 პასი), დანკანი (15), დე კოლო (11), ბონერი (10), ლეონარდი (10), სპლიტერი (10).
ბ: ბრუქსი (16), ჯონსონი (12), ლოპესი (11).

ოკლაჰომა-ფინიქსი 114:96
32:28, 22:25, 30:25, 30:18
ო: დურანტი (30), უესტბრუკი (24+7 მოხსნა+9 პასი), იბაკა (16+7 მოხსნა), სეფოლოშა (14), კოლისონი (10+9 მოხსნა).
ფ: სკოლა (24), დრაგიჩი (16+8 პასი), გორტატი (12+10 მოხსნა), ო'ნილი (12).

1 იანვარი
ვაშინგტონი-დალასი 94:103
29:23, 23:25, 19:35, 23:20
ვ: ბილი (22), ოკაფორი (14+11 მოხსნა), უებსტერი (14), სერაფინი (10).
დ: კარტერი (23), კოლისონი (15+8 პასი), მაიო (15+5 პასი), კამანი (12+7 მოხსნა), მერიონი (11+14 მოხსნა), ნოვიცკი (11).

ნიუ იორკი-პორტლენდი 100:105
23:30, 24:28, 24:20, 29:27
ნ-ი: ენტონი (45+7 მოხსნა), სმიტი (28+11 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (10+7 მოხსნა).
პ: ბატუმი (26+6 პასი), ლილარდი (21+6 პასი), ოლდრიჯი (19+14 მოხსნა), ჰიქსონი (18+9 მოხსნა).

დეტროიტი-საკრამენტო 103:97
27:28, 31:20, 22:19, 23:30
დ: ნაითი (20), მონრო (18+11 მოხსნა), ბაინუმი (15), დეი (13), პრინსი (10), დრამონდი (7+11 მოხსნა).
ს: კაზინსი (21+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (16), ფრედეტი (14), ტომასი (12), სალმონსი (10+6 პასი).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 86:95
26:22, 24:22, 14:28, 22:23
ნ-ო: ანდერსონი (23), ვასკესი (17+9 მოხსნა+10 პასი), გორდონი (11), ლოპესი (10), დევისი (9+13 მოხსნა+4 დაფარება).
ა: სმიტი (23+13 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა+4 დაფარება), ჰორფორდი (20), კორვერი (14), ფაჩულია (12+10 მოხსნა).

დენვერი-კლიპერსი 92:78
21:19, 27:24, 27:16, 17:19
დ: გალინარი (17), ფარიდი (14+11 მოხსნა), მილერი (12+12 პასი), იგუოდალა (12+7 მოხსნა+8 პასი), მაკგი (11+7 მოხსნა), ბრიუერი (10+4 ჩაჭრა).
კ: გრიფინი (12+9 მოხსნა), ბლედსოუ (12), ჯორდანი (11+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), პოლი (10+6 პასი).

ლეიკერსი-ფილადელფია 99:103
25:28, 25:26, 23:27, 26:22
ლ: ბრიანტი (36), უორლდ პისი (13+9 მოხსნა), ნეში (12+10 პასი), გასოლი (11+9 მოხსნა), ჰილი (10+8 მოხსნა), ჰოვარდი (7+14 მოხსნა+5 დაფარება).
ფ: ჰოლიდეი (26+10 პასი), ტერნერი (22+13 მოხსნა+5 პასი), ჰოიესი (13+6 პასი+4 დაფარება), ტ. იანგი (12), რაიტი (10+7 მოხსნა), ალენი (10).

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლიპერსის" ზედიზედ მე-15
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული