NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დეკემბერი პოლისა და ლებრონისაა

AutoSharing Option
გასული თვის საუკეთესო კალათბურთელები გახდნენ: აღმოსავლეთ კონფერენციაში “მაიამი ჰიტის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, დასავლეთში - “ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი.

აღსანიშნავია, რომ ლებრონი ზედიზედ მეორედ გახდა თვის მოთამაშე.

ჯეიმსი მეორე იყო საკუთარ კონფერენციაში ქულებისა (27.5) და ჩაჭრების (2.0) რაოდენობით, მეხუთე შედეგიანი პასებითა (7.5) და მე-12 მოხსნების (8.1) მიხედვით.

კრის პოლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდი ბრწყინვალე სერიაში - დეკემბერში კალიფორნიულმა კლუბმა 16-დან 16 მატჩი მოიგო. ამ მატჩებში პოლის საშუალო მაჩვენებლები იყო - 15.8 ქულა, 9.3 პასი (ლიდერი კონფერენციაში), 3.0 მოხსნა
და 2.63 ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა - "სან ანტონიომ" და "ლეიკერსმა" შეძლეს ერთი კალენდარული თვის წაუგებლად გავლა.

* * *
ასევე ტრადიციულად დასახელდნენ თვის საუკეთესო დებიუტანტები და მწვრთნელები.

აღმოსავლეთში საუკეთესო ახალბედა გახდა ვაშინგტონელი ბრედლი ბილი, რომელმაც საშუალოდ მატჩში 13.4 ქულა დააგროვა, რაც აღმოსავლეთის დებიუტანტებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ის ასევე ლიდერი გახლდათ კონფერენციაში პასების რაოდენობით.

დასავლეთში გამოარჩიეს “პორტლენდის” ახალბედა დამიენ ლილარდი. ის საერთოდ ლიგის ყველა დებიუტანტს შორის იყო ლიდერი ქულებისა (18.4) და პასების (6.3) რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ლილარდი ნოემბერშიც დაასახელეს თვის საუკეთესო დებიუტანტად.

რაც შეეხებათ დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელებს, აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა “ატლანტას” დამრიგებელი ლარი დრიუ (მისმა გუნდმა 15-დან 10 მატჩის მოგება შეძლო), დასავლეთში “კლიპერსის” მთავარი მწვრთნელი ვინი დელ ნეგრო, რომელმაც თავის გუნდს 16-დან 16 მატჩი მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული