ლებრონი ჯორდანის კვალდაკვალ

AutoSharing Option
ამ დღეებში თავისი ლაურეატი გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციამ. მან დაასახელა ქვეყნის წლის საუკეთესო კალათბურთელი.

2012 წელს აშშ-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს “მაიამი ჰიტის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. გასულ წელს, ფორვარდი ჯერ რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა, შემდეგ კი ანალოგიური პრიზი მოიპოვა NBA-ის ფინალურ სერიაში. ის აგრეთვე “მაიამის” ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა და აგვისტოში ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სხვათა შორის, ლებრონმა გაიმეორა მაიკლ ჯორდანის შედეგი - 1992 წელს, ყველა დროის კალათბურთელმა მოიგო ორივე MVP, ჩემპიონის ტიტული და ოლიმპიადა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ჯეიმსი საშუალოდ
მატჩში 13.3 ქულას, 5.6 მოხსნასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დეკემბერი პოლისა და ლებრონისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული