NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია ოკლაჰომაში

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე შედგაეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში და მთავარი მოულოდნელობა ლიდერის - "ოკლაჰომა სიტის" არენაზე მოხდა. შარშანდელი ფინალისტი კრიზისში მყოფ "ბრუკლინთან" დამარცხდა.

ამ მატჩში “ნეტსმა” შეძლო ის, რასაც ოკლაჰომაში იშვიათად ახერხებენ სტუმარი გუნდები, ანუ უკეთესი რეალიზაცია აჩვენეს, ვიდრე მასპინძლებმა. როგორც ჩანს, “თანდერი” დაცვაში სათამაშოდ საკმარისად ვერ განეწყო, რადგან ჯონსონი და უილიამსი იოლად ძლევდნენ მეტოქის დაცვის ბარიერებს.

ამიტომაც, დურანტისა და უესტბრუკის ტრადიციული შედეგიანობა და სიზუსტე საკმარისი არ აღმოჩნდა “ნეტსის” დასამარცხებლად. ბოლოს, როცა დურანტს ნერვებმა უმტყუნეს და მსაჯებთან კამათისთვის ზედიზედ ორი
ტექნიკური მიიღო (კევინი კარიერაში პირველად გააძევეს მოედნიდან), თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

ამიტომაც, სკოტ ბრუქსმა გადაწყვიტა აღარ დაეტვირთა სასტარტოები და თამაში “ოკლაჰომას” სათადარიგოებმა დაასრულეს.

* * *

ყველაზე დაძაბული მატჩი მაიამიში გაიმართა, სადაც 48 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა “ჰიტსა” და “დალასს” შორის საუკეთესოს გამოსავლენად.

ჩემპიონმა ზედიზედ მეორე ოვერტაიმი ითამაშა – “ორლანდოს” დამარცხების შემდეგ, ფლორიდელებმა ამჯერადაც უკეთ ჩაატარეს დამატებითი დრო.

“მავერიქსის” რიგებში თანდათან შედის ფორმაში დირკ ნოვიცკი, რომელმაც სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სწორედ მან გადაიყვანა შეხვედრა ოვერტაიმში (ლებრონ ჯეიმსს შეეძლო არ დაეშვა დამატებითი დრო, მაგრამ ბოლო სროლა ააცილა).

დამატებით დროში კი ჩემპიონებმა შანსი არ დაუტოვეს “კოვბოებს” - ყველაფერი სასტარტო 10:2 სპურტის შემდეგ გადაწყდა. ისევ დროულად დაეხმარა გუნდს რეი ალენი, რომელმაც “დიდი ტრიოს” 76 ქულას საკუთარი 15 ქულაც დაუმატა. რაც მთავარია, მან მეოთხე მეოთხედის ბოლოსა და ოვერტაიმში ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო.

* * *
გასვლით ტურნეში ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, “ბოსტონს” საკუთარ მოედანზე დაბრუნებამაც ვერ უშველა. ამჯერად, “კელტები” შინ დამარცხდნენ “მემფისთან”, არადა, ამ უკანასკნელის რიგებში მთავარი დამრტყმელი ძალა: გასოლი-რენდოლფი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა - ჯამში მხოლოდ 11 ქულა (თამაშიდან – 4/15) და 15 მოხსნა.

გაცილებით უკეთ ჩაატარა შეხვედრა “მემფისის” უკანა ხაზმა, საიდანაც მოდიოდა ძირითადი საფრთხე. კონლის, ალენისა და გეის ანგარიშზე იყო მესამე მეოთხედში ბრწყინვალე გაქცევა, რომლის დროსაც “სელტიქსი” 18 ქულით ჩამორჩა.

“ბოსტონმა” სცადა ტერის სამქულიანების წყალობით მატჩის ბედის თავისკენ შემოტრიალება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თანაც ეს მონდომება აშკარად დაგვიანებული იყო.

* * *

ზედიზედ 17 მატჩის მოგების შემდეგ, “კლიპერსმა” მიჯრით ორი შეხვედრა წააგო - ამჯერად, “გოლდენ სტეიტთან”.

დელ ნეგროს შეგირდებმა საშინელი რეალიზაცია აჩვენეს - 36 პროცენტი: გრიფინმა 11-დან ორი ჩააგდო, გრინმა - ათიდან ორი, ბლედსოუმ - შვიდიდან არც ერთი.

მხოლოდ პოლი და კროუფორდი შეესაბამებოდნენ ჩვეულ დონეს. მაგრამ ამ ორი მცველის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მეტოქე იყო ძალიან ეფექტური, რაც დღევანდელი “გოლდენ სტეიტისგან” გასაკვირი არ არის.

“მეომრების” რიგებში ისევ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სტივენ კარი, რომელსაც ტრადიციულად კარგად ეხმარებოდნენ ლი, ტომპსონი, ბარნსი და ჯეკი. გარდა ამისა, “კლიპერსის” რიგებში სერიოზულად დაზარლდა ბლეიკ გრიფინი, რომელიც თავით დაეცა მიედანზე, თუმცა მოახერხა მოედანზე დაბრუნება.

ტორონტო-პორტლენდი 102:79
24:17, 31:22, 23:22, 24:18
ტ: როსი (26), დეროზანი (24+3 ჩაჭრა), დევისი (19+7 მოხსნა), ჯონსონი (17+7 მოხსნა), კალდერონი (0+13 პასი).
პ: ლილარდი (18+7 პასი), ოლრდიჯი (14+10 მოხსნა), მეტიუზი (12), ფრილენდი (11), ბატუმი (10).

ორლანდო-ჩიკაგო 94:96
28:29, 18:25, 25:28, 23:14
ო: ნელსონი (32), ვუჩევიჩი (20+12 მოხსნა), აფლალო (19).
ჩ: ბუზერი (31+11 მოხსნა), დენგი (23), გიბსონი (21+11 მოხსნა+4 დაფარება).

კლივლენდი-საკრამენტო 94:97
25:28, 28:24, 18:22, 23:23
კ: ირვინგი (22+6 პასი), უეიტერსი (20), გი (16+10 მოხსნა+6 პასი), მაილზი (12), ტომპსონი (9+13 მოხსნა).
ს: ტომპსონი (19+10 მოხსნა+3 დაფარება), კაზინსი (18+16 მოხსნა+6 პასი), გარსია (14), ბრუქსი (13).

ინდიანა-ვაშინგტონი 89:81
31:18, 16:21, 20:19, 22:23
ი: ჯორჯი (29+14 მოხსნა), ოგასტინი (18+6 პასი), ჰიბერტი (13), მაინმი (9+11 მოხსნა).
ვ: ჯორ. კროუფორდი (20+7 პასი), სერაფინი (16+9 მოხსნა), ნენე (15), ბილი (14).

ბოსტონი-მემფისი 83:93
26:25, 15:25, 18:25, 24:18
ბ: პირსი (17+7 მოხსნა), გარნეტი (12+7 მოხსნა+5 პასი), რონდო (11+10 პასი), გრინი (10).
მ: კონლი (23+9 პასი), გეი (19+5 პასი), ალენი (15), სპეიტსი (10), არტური (10).

მაიამი-დალასი 119:109 (ო)
22:30, 28:22, 31:27, 22:24, 16:6
მ: ჯეიმსი (32+12 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (27+10 მოხსნა+5 პასი), ბოში (17+3 დაფარება), ალენი (15+7 მოხსნა).
დ: მაიო (30+6 პასი), ნოვიცკი (19), კარტერი (15+9 მოხსნა), კამანი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), კოლისონი (11).

მილუოკი-სან ანტონიო 110:117
22:33, 30:36, 29:24, 29:24
მ: ჯენინგსი (31+5 პასი), ჰენსონი (20+9 მოხსნა), დანლივი (19), ელისი (18+8 პასი), ილიასოვა (3+10 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (28+13 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), პარკერი (23+11 პასი), ჯინობილი (16+6 პასი).

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 104:92
21:23, 28:21, 25:22, 30:26
ჰ: ჰარდენი (31+7 პასი), აშიქი (21+8 მოხსნა), პატერსონი (15+10 მოხსნა), პარსონსი (10+10 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (18+7 მოხსნა), ვასკესი (15+14 პასი), ლოპესი (12+8 მოხსნა), სმიტი (12), რობერტსი (11).

ოკლაჰომა-ბრუკლინი 93:110
19:33, 26:28, 27:15, 21:34
ო: დურანტი (27+5 პასი), უესტბრუკი (26+10 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (14+8 მოხსნა+5 დაფარება), მარტინი (11), პერკინსი (3+11 მოხსნა).
ბ: ჯონსონი (33), ლოპესი (25), უილიამსი (19+13 პასი+5 ჩაჭრა), ჰემფრიზი (11+7 მოხსნა), ბლეტჩი (10).

იუტა-მინესოტა 106:84
23:24, 30:21, 26:21, 27:18
ი: ჰეივორდი (17), კანტერი (15+8 მოხსნა), მილსეპი (14+3 ჩაჭრა), ტინსლი (12), ჯეფერსონი (12+4 დაფარება), მარვ. უილიამსი (11).
მ: ლავი (13+10 მოხსნა), შვედი (13), კირილენკო (12+7 მოხსნა), პეკოვიჩი (11+4 დაფარება).

ფინიქსი-ფილადელფია 95:89
31:24, 17:25, 27:17, 20:23
ფინ: სკოლა (21+9 პასი), დრაგიჩი (20+6 პასი+3 დაფარება), ბრაუნი (12), გორტატი (11+14 მოხსნა), ტაკერი (10).
ფილ: ჰოლიდეი (16+10 მოხსნა+10 პასი), ტ. იანგი (14+10 მოხსნა), რაიტი (14), ტერნერი (13), ნ. იანგი (12), ალენი (10+9 მოხსნა).

გ. სტეიტი-კლიპერსი 115:94
33:24, 29:25, 20:15, 33:30
გ-ს: კარი (31+8 პასი), ლი (24+13 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (19), ჰ. ბარნსი (13+9 მოხსნა), ჯეკი (11+5 პასი).
კ: კროუფორდი (24+5 პასი), პოლი (23+6 პასი), ბარნსი (19+7 მოხსნა), გრიფინი (10+3 ჩაჭრა).

ჰილი იანვარში ბრუნდება
კიდევ ერთი სიახლე “კლიპერსთან” დაკავშირებით. ამ გუნდის ფორვარდი გრანტ ჰილი იანვარში აპირებს კარიერის განახლებას, - იტყობინება ამერიკული პრესა.
40 წლის თავდამსხმელი სეზონის დაწყებიდან გადის მარჯვენა მუხლის დაზიანების შემდეგ აღდგენით კურსს. ჯერჯერობით დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ კალათბურთელი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე თვეში ის მზად იქნება მოედანზე გასასვლელად.

იუტამ უილიამსი დაკარგა
“იუტა ჯაზის” მცველი მო უილიამსი უახლოეს ხანში ვერ შეძლებს თავისი გუნდისთვის დახმარების გაწევას. კალათბურთელმა თითზე ოპერაცია გადაიტანა და მინიმუმ ექვს კვირას გამოტოვებს.
უილიამსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 12.9 ქულასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული