დიდი ფილი ცოლს ირთავს

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დღის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი NBA-ის ყველა დროის ტიტულოვან მწვრთნელს ფილ ჯექსონს უკავშირდება.

ლეგენდარული სპეციალისტი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მფლობელის ჯერი ბასის ქალიშვილს.

ამ ურთიერთობას ვერაფერი დააკლო ჯექსონის "ლეიკერსიდან" წასვლამ, აგრეთვე ამასწინდელმა უსიამოვნო ისტორიამ, როცა ფილს თითქოს შესთავაზეს მთავარი მწვრთნელის პოსტი, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და "ლეიკერსი" მაიკ დ'ენტონის ჩააბარეს.

და აი, ორი დღის წინ, ფილ ჯექსონმა, როგორც იქნა, ხელი შესთავაზა ჯინი ბასს, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა ყველას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული