"მილუოკის" მწვრთნელი მოხსნეს

AutoSharing Option
მორიგი გუნდი, რომელსაც მიმდინარე რეგულარულის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელის განთავისუფლება მოუწია, "მილუოკი ბაქსი" გახლავთ. კლუბის ხელმძღვანელობა მოელაპარაკა სკოტ სკაილზს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე, - იტყობინება ESPN.

ბოლო პერიოდში, "მილუოკის" სატურნირო მდგომარეობა გართულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდმა ბოლო ოთხი შეხვედრა ზედიზედ წააგო. ამით "ირმებს" 32 მატჩის შემდეგ 16 მოგება და ამდენივე წაგება აქვთ.

სკაილზმა "მილუოკი" 2008 წელს ჩაიბარა. 48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 162 მატჩი მოიგო და 182-ჯერ დამარცხდა.

"მილუოკის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი იქნება ჯიმ ბოილენი.

კვირის მოთამაშეები
"ნიუ იორკ
ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარდენი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ენტონი თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კარმელომ გასულ კვირას შედეგიანობის ფანტასტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა - საშუალოდ მატჩში 36.0 ქულას აგროვებდა. ენტონიმ ორჯერ - "პორტლენდისა" და "ორლანდოს" წინააღმდეგ მინიმუმ 40 ქულა მიითვალა.

ჰარდენის კარგი თამაშის წყალობით, “ჰიუსტონმა” გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. მცველის მონაგარი 29.3 ქულა (მეორე კონფერენციაში), 3.25 ჩაჭრა (მეორე კონფერენციაში) და 5.5 შედეგიანი პასი იყო. ამ მომენტისთვის ჰარდენის 25-ქულიანი (ან მეტი) მატჩების სერია 12-მდე ავიდა.

ენტონის კვირა
1 იანვარი. ნიუ იორკი-პორტლენდი 100:105. 45 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი.
3 იანვარი. ნიუ იორკი-სან ანტონიო 100:83. 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი.
5 იანვარი. ნიუ იორკი-ორლანდო 114:106. 40 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი.
ჰარდენის კვირა
2 იანვარი. ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 104:92. 31 ქულა, 7 პასი.
4 იანვარი. მილუოკი-ჰიუსტონი 101:115. 29 ქულა, 7 პასი, 4 ჩაჭრა.
5 იანვარი. კლივლენდი-ჰიუსტონი 104:112. 29 ქულა, 7 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ბრუკ ლოპესი ("ბრუკლინი"), ბენ გორდონი ("შარლოტი"), დანილო გალინარი ("დენვერი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), ჯეი არ სმიტი ("ნიუ იორკი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო").

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 32 23 9 71.9
2. ნიუ იორკი* 34 23 11 67.6
3. ატლანტა 32 20 12 62.5
4. ჩიკაგო* 32 19 13 59.4
5. ინდიანა 34 20 14 58.8
6. ბრუკლინი 34 19 15 55.9
7. მილუოკი 32 16 16 50.0
8. ბოსტონი 34 17 17 50.0
9. ფილადელფია 35 15 20 42.9
10. დეტროიტი 36 13 23 36.1
11. ტორონტო 34 12 22 35.3
12. ორლანდო 34 12 22 35.3
13. შარლოტი 33 9 24 27.3
14. კლივლენდი 36 8 28 22.2
15. ვაშინგტონი 33 5 28 15.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. კლიპერსი* 35 27 8 77.1
2. ოკლაჰომა* 34 26 8 76.5
3. სან ანტონიო* 37 27 10 73.0
4. მემფისი 32 22 10 68.8
5. გ. სტეიტი 33 22 11 66.7
6. ჰიუსტონი 34 20 14 58.8
10. პორტლენდი 34 19 15 55.9
7. დენვერი 36 20 16 55.6
9. იუტა 36 18 18 50.0
8. მინესოტა 30 15 15 50.0
11. ლეიკერსი 33 15 18 45.5
12. დალასი 35 13 22 37.1
14. საკრამენტო 35 13 22 37.1
13. ფინიქსი 35 12 23 34.3
15. ნიუ ორლეანი 34 9 25 26.5
* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კობი ბრაიანტი (ლეი) 30.5
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 29.0
კევინ დურანტი (ოკლ) 28.2
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 26.5
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 21.7
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 20.6
დუეინ უეიდი (მაი) 20.4
სტივენ კარი (გ-სტ) 20.1

მოხსნა
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 14.4
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 12.4
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.4
ომერ აშიქი (ჰიუ) 11.4
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 11.0
დევიდ ლი (გ-სტ) 10.9
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 10.8
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 10.5
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 10.4
დემარკუს კაზინსი (საკ) 10.2

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.3
კრის პოლი (კლიპ) 9.3
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 9.1
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 8.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.6
დერონ უილიამსი (ბრუკ) 7.8
ხოსე კალდერონი (ტორ) 7.7
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.2
ჯამირ ნელსონი (ორლ) 7.0
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 6.9

ჩაჭრა
კრის პოლი (კლიპ) 2.6
მაიკ კონლი (მემ) 2.4
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 2.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.1
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 2.0
ჯერემი ლინი (ჰიუ) 1.9
ტონი ალენი (მემ) 1.8
ჯეისონ კიდი (ნ-იორკ) 1.8
კემბა უოკერი (შარ) 1.8

დაფარება
ლარი სანდერსი (მილ) 3.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.9
როი ჰიბერტი (ინდ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 2.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.6
ბრუკ ლოპესი (ბრუკ) 2.3
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.3
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.1
ჯავალ მაკგი (დენ) 2.0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული