ფორვარდმა 26-ჯერ ისროლა მეტოქის ფარის მიმართულებით და მხოლოდ ექვსი ბურთი ჩააგდო. ამასთან, მის ანგარიშზე მხოლოდ სამი მოხსნა მოდიოდა. არადა, ამ მატჩს კარმელო გასული კვირის საუკეთესო მოთამაშის რანგში შეხვდა.
მოკლედ, რონდოს არყოფნითა და ენტონის ცუდი თამაშით შეხვედრა თანაბარი გამოვიდა. საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე
* * *
"ნიუ იორკისა" და "ბოსტონის" შეხვედრა სკანდალით დასრულდა. გუნდების ლიდერებმა - ენტონიმ და კევინ გარნეტმა მატჩის დროს სიტყვიერად წაიკინკლავეს, რის გამოც მსაჯებისგან ტექნიკური პერსონალურები მიიღეს. მატჩის დასრულების შემდეგ ენტონიმ მოედანი სტუმრებისთვის განკუთვნილი გვირაბის გავლით დატოვა.
"ნიქსის" ფორვარდი "სელტიქსის" გასახდელის კარს მიადგა და მეტოქე კალათბურთელების მიმართ მუქარის ფრაზებს ისროდა.
მოგვიანებით ენტონი გარნეტს "ბოსტონის" ავტობუსთან დაელოდა და სერიოზული კონფლიქტის საფრთხეც არსებობდა, მაგრამ ამას წინ აღუდგნენ პოლიციელები და არენის თანამშრომლები. ასევე, გაშველებაში დიდი როლი ითამაშა "ნიუ იორკის" დამრიგებელმა მაიკ ვუდსონმა.
ნიუ იორკი-ბოსტონი 96:102
21:22, 35:31, 16:23, 24:26
ნ-ი: სმიტი (24), ენტონი (20), ჩენდლერი (13+17 მოხსნა), სტაუდმაიერი (13).
ბ: პირსი (23+6 პასი), გარნეტი (19+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (16), ბრედლი (13), სალინჯერი (10).
ასევე იხილეთ:
"მილუოკის" მწვრთნელი მოხსნეს