იჩხუბეს თუ არა კობი ბრაიანტმა და დუაიტ ჰოვარდმა ერთმანეთში

AutoSharing Option
ამ დღეებში ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფილადელფიასთან" მატჩში წაგების შემდეგ ერთმანეთში ხელჩართული ჩხუბი გამართეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერებმა - კობი ბრაიანტმა და დუაიტ ჰოვარდმა.

იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, კობიმ და დუაიტმა გადაიღეს ირონიული ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს მუშტებს უღერებენ, ხოლო მათ შორის დგას "ლეიკერსის" დამრიგებელი მაიკ დ'ენტონი. ეს სურათი ორივე კალათბურთელის "ტვიტერზე" დაიდო.

ამასობაში "ლეიკერსს" სერიოზული პრობლემა შეექმნა. კალიფორნიული გუნდის ძირითადი წინა ხაზი - ცენტრები: დუაიტ ჰოვარდი, პაუ გასოლი და ჯორდან ჰილი გუნდთან
ერთად გასვლით ტურნეში არ გაემგზავრა.

ჰოვარდს მარჯვენა მხარი აქვს დაზიანებული, გასოლმა ტვინის შერყევა მიიღო მეტოქისგან იდაყვის ჩარტყმის შემდეგ, ჰილს კი მარჯვენა ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

ვარაუდობენ, რომ "ლეიკერსის" სასტარტო ხუთეულში ძირითადი ცენტრის ადგილს ახალბედა რობერტ საკრე ან მეტა უორლდ პისი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ლეიკერსს" ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA: არშემდგარი ჩხუბი "მედისონ სკვერ გარდენში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული