თუმცა მატჩი საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო - კალიფორნიელებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დებიუტში "ჰიუსტონი" ოდნავ მოშვებული ჩანდა, თუმცა შემდეგ ერთი მეოთხედი იკმარა სიტუაციის გამოსასწორებლად. ამას მოჰყვა მესამე მეოთხედში გაქცევა, რომელმაც განსაზღვრა ამ მატჩში ფავორიტი.
თავისი სამი მაღალის გარეშე "ლეიკერსმა" წააგო ფარქვეშ ბრძოლა (44:60). კალიფორნიელთა რიგებში არ აღმოჩნდა მოთამაშე, რომელიც შეძლებდა ჰარდენის, დელფინოსა და ლინის შეჩერებას. ძირითადად, სწორედ ამ ტრიომ უზრუნველყო "როკეტსის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება.
* * *
"ჰიუსტონისა" და "ლეიკერსის" მატჩში კალიფორნიული კლუბის ძირითადმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც კარიერაში 10-ათასიან ზღვარს გადააბიჯა.
ამ მომენტისთვის, კანადელ მცველს 10005 შედეგიანი პასი აქვს. ძალიან მალე ნეში უნდა დაეწიოს "ლეიკერსის" ლეგენდას მეჯიქ ჯონსონს, რომელმაც კარიერაში 10141 გადაცემა მიითვალა.
თუ ნეშის დღევანდელ ტემპს გავითვალისწინებთ, მას დაახლოებით 16 მატჩი დასჭირდება მეჯიქის გასასწრებად.
ყველა დროის სიაში, ნეშის წინ მხოლოდ ოთხი მოთამაშეა. შედეგიანი პასების სიაში ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ჯონ სტოქტონი 15 806
2. ჯეისონ კიდი 11 969
3. მარკ ჯექსონი 10 334
4. მეჯიქ ჯონსონი 10 141
5. სტივ ნეში 10 005
ჰიუსტონი-ლეიკერსი 125:112
28:34, 31:28, 38:26, 28:24
ჰ: ჰარდენი (31+6 მოხსნა+9 პასი), პარსონსი (20+5 მოხსნა), ლინი (19+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), დელფინო (19+6 მოხსნა), დაგლასი (11+5 მოხსნა).
ლ: უორლდ პისი (24+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბრაიანტი (20+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ნეში (16+5 მოხსნა+10 პასი), მორისი (12), მიქსი (12), საკრე (10+4 დაფარება).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"