სიეტლელებმა "საკრამენტო კინგზი" 500 მილიონ დოლარად იყიდეს

AutoSharing Option
სიეტლელი გულშემატკივრების ჯგუფმა, "მაიკროსოფტის" მმართველის, სტივ ბალმერისა და კრის ჰანსენის მეთაურობით, მოილაპარაკეს NBA-ს კლუბ "საკრამენტოს" შეძენაზე. გარიგების თანხა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ სიეტლში დაწყებულია ახალი არენის მშენებლობა, რომელიც შეიკედლებს NBA-ს ყოფილი კლუბის - "სუპერსონიქსის" მემკვიდრეს. არენა ექსპლუატაციაში 2015-16 წლების სეზონისთვის შევა.

ვარაუდობენ, რომ "კინგზი" სიეტლში უკვე 2013-14 წლების სეზონში გადავა და საშინაო მატჩებს ძველ Key Arena-ზე ჩაატარებს, სადაც თამაშობდა "სიეტლ სუპერსონიქსი" 1967-2008 წლებში.

სხვათა შორის, "კინგზი" საკრამენტოში კანზას-სიტიდან 1985 წელს გადავიდა.

"საკრამენტოს"
ყოფილი მფლობელები - ძმები მალუფები შეინარჩუნებენ უმნიშვნელო წილს კლუბში და არ შეეძლებათ კლუბის მართვაში მონაწილეობის მიღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "საკრამენტო" საკრამენტოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული