ნიუ იორკის მერმა "სან ანტონიოს" კალათბურთელს ტრავმა მიაყენა

AutoSharing Option
ქალაქ ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა აღიარა, რომ ხელი ჰკრა "სპურსის" ფორვარდ სტივენ ჯექსონს იმ ეპიზოდში, როცა კალათბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯექსონმა ფეხი გასულ კვირას, "ნიუ იორკთან" მატჩის პირველ მეოთხედში, სამქულიანის შესრულების დროს იტკინა. მაშინ წერდნენ, რომ მოთამაშე მოედნის მიღმა გადავარდა და ცუდად დაეცა ოფიციანტ ქალს, რომელიც იმ მომენტში ბლუმბერგს ემსახურებოდა.

"ის არ ეცემოდა. როცა მომიახლოვდა, მე მას ხელი ვკარი", - განაცხადა ბლუმბერგმა.

"სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტი უყურადღებოდ არ დარჩება ლიგის
ხელმძღვანელობას.

"ცხადია, რომ მსგავსი სიტუაცია არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს. ლოგიკური იქნებოდა, გულშემატკივრები თამაშის მსვლელობისას ლუდს რომ არ უკვეთავდნენ. პაუზებისას კი შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მოესურვებათ", - აღნიშნა პოპოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" დაღლილი იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული