ქალთა NBA: საუკეთესო დაიანა ტაურაზია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და ქალთა NBA-ს კლუბის, "ფინიქს მერკურის" წევრი დაიანა ტაურაზი 2012 წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

ტაურაზიმ აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი.

ლონდონის თამაშებზე ტაურაზი საშუალოდ მატჩში 12.4 ქულას აგროვებდა და ამ მაჩვენებლით გუნდის ლიდერი იყო. აშშ-ის ქალთა ნაკრებმა ოლიმპიური ტურნირი წაგების გარეშე დაასრულა.

ოლიმპიადის სამჯერ მოგებით ტაურაზი გაუთანაბრდა თანამემამულე ლიზა ლესლის. ამერიკული ქალთა კალათბურთის ისტორიაში უფრო მეტი ოლიმპიური ოქრო ტერეზა ედვარდსს აქვს - ოთხი (1984, 1988, 1996, 2000).

შეგახსენებთ, რომ
უფრო ადრე ამერიკის კალათბურთის ფედერაციამ მამაკაცებს შორის საუკეთესო მოთამაშედ "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონი ჯორდანის კვალდაკვალ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული