კვლავაც სერიოზული დანაკლისია წინა ხაზზე - ბოლო მატჩებს "ლეიკერსი" პაუ გასოლის, დუაიტ ჰოვარდისა და ჯორდან ჰილის გარეშე ატარებდა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მეტად უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, კერძოდ, ფორვარდი წლევანდელ სეზონში ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას.
ამის მიზეზი ფეხის ტრავმა გახლავთ. როგორც ჰილი ამბობს, მან დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც კობი ბრაიანტმა დააბიჯა ფეხზე. ჯორდანი ოპერაციას ვერ გადაურჩა, რის შემდეგაც მისი აღდგენითი კურსი
"მაღლებთან" დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად "ლეიკერსმა" თავისუფალი აგენტების ბაზარს მიაკითხა, საიდანაც 35 წლის მძიმე ფორვარდის, კენიონ მარტინის აყვანას აპირებს. ეს კალათბურთელი შარშან "ლოს ანჯელეს კლიპერსის" რიგებში თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 5.2 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა. სხვათა შორის, მარტინთან კონტრაქტის გაფორმებით "ნიუ იორკ ნიქსიც" არის დაინტერესებული.
ამასობაში "ლეიკერსის" ზედიზედ მეექვსე მარცხს გამოეხმაურა ამ გუნდის ლეგენდარული მოთამაშე მეჯიქ ჯონსონი. მან კომენტარი შეხვედრის შუაში გააკეთა, როცა "ოკლაჰომა" 64:48-ს უგებდა მასპინძლებს.
"ლეიკერსისთვის" სეზონი დასრულებულია. არ იქნება არანაირი პლეი ოფი, არ იქნება არაფერი", - განაცხადა ჯონსონმა.
გაცილებით ოპტიმისტური განწყობა აქვს NBA-ს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს ფილ ჯექსონს. მას მიაჩნია, რომ "ლეიკერსს" კიდევ შეუძლია პლეი ოფში მოხვედრაზე ფიქრი.
"მე ჯერ ისევ მჯერა, რომ "ლეიკერსი" შეძლებს პლეი ოფში გასვლას. მათ საბოლოოდ უნდა მოაგვარონ პრობლემები დაცვაში. სხვა მხრივ, ამ გუნდს აქვს ნიჭიც და ოსტატობაც", - ამბობს ჯექსონი "ლოს ანჯელეს თაიმსთან" კომენტარში.
11 იანვარი
ტორონტო-შარლოტი 99:78
29:16, 24:23, 23:19, 23:20
ტ: ანდერსონი (16), კალდერონი (15+6 პასი), ჯონსონი (13+8 მოხსნა), დევისი (12+8 მოხსნა), ფილდსი (8+11 მოხსნა).
შ: უოკერი (12+8 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (12), გორდონი (12), სეშენსი (11), ტეილორი (10).
ბოსტონი-ჰიუსტონი 103:91
24:21, 29:24, 25:21, 25:25
ბ: პირსი (23), გარნეტი (17+8 მოხსნა+4 დაფარება), სალინჯერი (14+11 მოხსნა), ლი (14), რონდო (12+8 პასი).
ჰ: ჰარდენი (24), პარსონსი (18), ლინი (12+6 პასი+3 ჩაჭრა), აშიქი (7+11 მოხსნა).
ბრუკლინი-ფინიქსი 99:79
21:25, 25:28, 28:13, 25:13
ბ: ჯონსონი (19), ბრუქსი (17), ბლეტჩი (15+8 მოხსნა),უილიამსი (15+6 პასი), ლოპესი (13+8 მოხსნა), ევანსი (7+15 მოხსნა).
ფ: დადლი (18), ბრაუნი (15+3 ჩაჭრა), სკოლა (12), დრაგიჩი (12).
ატლანტა-იუტა 103:95
22:25, 21:22, 25:29, 35:19
ა: ჰარისი (24), სმიტი (15+10 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (14), ჯონსონი (13+7 მოხსნა), ჰორფორდი (12), ფაჩულია (12).
ი: ფოიე (25), ჯეფერსონი (23+10 მოხსნა), მილსეპი (20+13 მოხსნა), ჰეივორდი (12).
ნიუ იორკი-ჩიკაგო 101:108
18:29, 18:28, 24:25, 41:26
ნ-ი: ენტონი (39+8 მოხსნა), სმიტი (13), პრიჯიონი (12+8 პასი+3 ჩაჭრა), უაიტი (11+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (9+18 მოხსნა).
ჩ: დენგი (33), ბუზერი (17), ჰემილტონი (14), ბელინელი (12), გიბსონი (12).
მემფისი-სან ანტონიო 101:98 (ო)
22:25, 29:18, 17:28, 27:24, 6:3
მ: გეი (23), კონლი (21), რენდოლფი (18+10 მოხსნა), არტური (14), გასოლი (10+3 დაფარება), ალენი (10+3 ჩაჭრა).
ს-ა: პარკერი (30), ჯინობილი (14), დანკანი (13+15 მოხსნა+3 დაფარება), სპლიტერი (13).
ნიუ ორლეანი-მინესოტა 104:92
14:29, 26:17, 30:15, 34:31
ნ-ო: ვასკესი (18+13 პასი), გორდონი (16), ანდერსონი (15+7 მოხსნა), სმიტი (14), ამინუ (12+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), მეისონი (10).
მ: რიდნური (20), პეკოვიჩი (18), კირილენკო (17), კანინგემი (12+9 მოხსნა), შვედი (11+7 პასი).
მილუოკი-დეტროიტი 87:103
20:25, 29:16, 11:33, 27:29
მ: ჯენინგსი (15), უდრიხი (15), ელისი (13).
დ: მონრო (26+11 მოხსნა), ნაითი (20), მაქსიელი (10+7 მოხსნა), სინგლერი (10), დრამონდი (8+11 მოხსნა).
დენვერი-კლივლენდი 98:91
23:30, 22:26, 27:20, 26:15
დ: გალინარი (23+7 მოხსნა), კუფოსი (21), ფარიდი (17+11 მოხსნა), იგუოდალა (13+11 მოხსნა), ლოუსონი (13+8 პასი).
კ: ირვინგი (28+7 პასი+5 ჩაჭრა), უეიტერსი (18), ტომპსონი (16+7 მოხსნა), მაილზი (11+7 მოხსნა).
ლეიკერსი-ოკლაჰომა 101:116
25:25, 23:39, 25:29, 28:23
ლ: ბრაიანტი (28), ჯეიმისონი (19+10 მოხსნა), უორლდ პისი (12), კლარკი (10+10 მოხსნა+3 დაფარება).
ო: დურანტი (42+8 მოხსნა), უესტბრუკი (27+7 მოხსნა+10 პასი), მარტინი (15).
გ. სტეიტი-პორტლენდი 103:97
28:19, 22:16, 28:28, 25:34
გ-ს: ლი (24+10 მოხსნა), კარი (22+12 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (16), ლენდრი (15+7 მოხსნა), ჰ. ბარნსი (13+7 მოხსნა).
პ: ლილარდი (37), ბატუმი (16+9 მოხსნა), მეტიუზი (10+9 მოხსნა), ბებიტი (10), ჰიქსონი (7+12 მოხსნა).
12 იანვარი
კლიპერსი-ორლანდო 101:104
31:26, 26:23, 26:26, 18:29
კ: გრიფინი (30+8 მოხსნა+7 პასი), კროუფორდი (13), პოლი (10+16 პასი+4 ჩაჭრა), ჯორდანი (10), ბარნსი (10), გრინი (10).
ო: აფლალო (30+7 მოხსნა+7 პასი), რედიკი (21), ვუჩევიჩი (18+15 მოხსნა), ნელსონი (11+9 პასი).
ვაშინგტონი-ატლანტა 93:83
27:17, 24:33, 22:16, 20:17
ვ: ბილი (16+3 ჩაჭრა), პრაისი (16), უებსტერი (15), უოლი (14), ოკაფორი (10+10 მოხსნა), ნენე (8+10 მოხსნა).
ა: ტიგი (19), ჰორფორდი (16+12 მოხსნა), სმიტი (11+8 მოხსნა).
ინდიანა-შარლოტი 96:88
23:24, 20:21, 26:20, 27:23
ი: ჰილი (19), ოგასტინი (18), სტივენსონი (17+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), უესტი (14+12 მოხსნა+10 პასი).
შ: გორდონი (21), უოკერი (16+3 ჩაჭრა+3 დაფარება), უორიკი (13+7 მოხსნა), ჰენდერსონი (12).
ფილადელფია-ჰიუსტონი 107:100
29:25, 29:25, 27:26, 22:24
ფ: ჰოლიდეი (30+9 პასი+4 ჩაჭრა), ტ. იანგი (18+12 მოხსნა), რიჩარდსონი (16), ტერნერი (12+7 მოხსნა+6 პასი), ჰოიესი (10+8 მოხსნა+3 დაფარება).
ჰ: ჰარდენი (29+9 მოხსნა+6 პასი), პარსონსი (23+9 მოხსნა), აშიქი (16+10 მოხსნა), დელფინო (16).
დეტროიტი-იუტა 87:90
26:13, 24:26, 11:25, 26:26
დ: ნაითი (16), ბინუმი (13+3 ჩაჭრა), მონრო (12+11 მოხსნა).
ი: ჯეფერსონი (20+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), მილსეპი (17+7 მოხსნა), ფოიე (17+5 არიეპტ), ბერქსი (12).
ჩიკაგო-ფინიქსი 81:97
21:20, 21:29, 21:28, 18:20
ჩ: ბუზერი (15+10 მოხსნა), დენგი (13), ბატლერი (13), ჰემილტონი (12), ნოა (10+13 მოხსნა).
ფ: სკოლა (22+7 მოხსნა), ბიზლი (20), ტელფეირი (13), ბრაუნი (11), გორტატი (8+10 მოხსნა).
დალასი-მემფისი 104:83
25:18, 29:21, 34:23, 16:21
დ: მერიონი (20), ნოვიცკი (17), კამანი (14+7 მოხსნა), მაიო (11), ბრენდი (10+9 მოხსნა), კოლისონი (10+6 პასი+4 ჩაჭრა).
ტ: გეი (12), არტური (11+9 მოხსნა), სელბი (10).
საკრამენტო-მაიამი 99:128
17:28, 27:38, 28:37, 27:25
ს: ტომასი (34), კაზინსი (11+8 მოხსნა), ჯონსონი (11), რობინსონი (10+10 მოხსნა).
მ: ჩელმერსი (34), ჯეიმსი (20+7 პასი+5 ჩაჭრა), ბოში (16), მილერი (12), უეიდი (11+7 პასი), ალენი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ინდიანა" - ლიდერთა რისხვა