პირველივე წუთებიდან აშკარად ჩანდა, რომ "ლეიკერსის" სირცხვილი აღარ გაგრძელდებოდა. გუნდს დაუბრუნდა დუაიტ ჰოვარდი, ნეში შესანიშნავად დირიჟორობდა თავისიანების თამაშს და მარტო პირველ მეოთხედში ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა. კიდევ უფრო გუნდურად ითამაშა ბრაიანტმა - ხუთი გადაცემა. მოკლედ, "ლეიკერსს"
მასპინძლებმა მთელი მატჩი სტაბილურად, ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე ჩაატარეს და ინარჩუნებდნენ 15-ქულიან უპირატესობას, მეოთხე მეოთხედში კი სხვაობამ 30 ქულა შეადგინა. კალიფორნიელთა გუშინდელი სტატისტიკა მოგვაგონებს იმ გუნდს, რომლისგანაც ბევრს ელიან - სამქულიანები (13/25), ხარისხიანი დახმარება სათადარიგოთა სკამიდან (37 ქულა), გუნდური შეტევა (32 პასი). ბრაიანტსა და კომპანიას გუნდური სულის ასამაღლებლად ასეთი მატჩი ძალიან სჭირდებოდათ.
ახლა "ლეიკერსი" შინ მიიღებს "მილუოკის", ხუთშაბათს, 17 იანვარს კი კობის სტუმრად ეწვევა ლებრონ ჯეიმსის "მაიამი".
* * *
"ნიუ იორკმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. "ნიქსმა" მოუგო "ნიუ ორლეანს", რომელსაც, თავის მხრივ, ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდა მოგებული. "ჰორნეტსი" შესანიშნავად გამოიყურებოდა პირველ მეოთხედში, მაგრამ მეორე 12-წუთეულში უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლო, რადგან შეუჩერებელი გახდა კარმელო ენტონი, რომელმაც თამაშის ამ მონაკვეთში 18 ქულა დააგროვა. მან არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კომფორტული უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს.
დიდი შესვენების შემდეგ "ნიუ ორლეანი" ისევ კონკურენტუნარიანი გახდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში კოუპლენდის მიერ ორგანიზებულმა 13:2 გაქცევამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.
* * *
"მინესოტა" კვლავ თავისი მთავარი მწვრთნელის, რიკ ადელმანის გარეშე თამაშობს და "მგლებმა" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგეს, თუმცა ამჯერად ძალიან სერიოზული მეტოქე ჰყავდათ "სან ანტონიოს" სახით. "სპურსმა" კარგად დაინახა "მგლების" დაცვაში გაჩენილი ბზარები და სწრაფი გარღვევებით 32 ქულა დააგროვა. პირველი სამი მეოთხედი "მინესოტა", ასე თუ ისე, ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, მაგრამ ორი ტექნიკურის გამო მოედნიდან გრეგ პოპოვიჩის გაძევებამ მოულოდნელად კარგად იმოქმედა "სან ანტონიოზე" და მან 11:0 გაქცევა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "მინესოტას" არ მოუგია შეხვედრა, როცა მატჩში 90-ზე ნაკლებ ქულას აგროვებდა.
* * *
"გოლდენ სტეიტთან" 37 ქულის დაგროვების შემდეგ "პორტლენდის" ახალბედამ დამიენ ლილარდმა ჩააგდო "ოკლაჰომასთან" მატჩი (14-იდან მხოლოდ სამი ბურთი მოათავსა კალათში). ბატუმი და ოლდრიჯი (ორივემ ჯამში 54 ქულა დააგროვა) ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ "თანდერთან" მოსაგებად ამ დუეტის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა.
თუმცა ორეგონელები მაინც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. ბატუმის სამქულიანით ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა, რასაც მეტიუზის ჩაჭრა მოჰყვა, მაგრამ მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, ეს შეტევა არაზუსტი ტყორცნით დასრულდა. პერკინსმა ბურთი მოხსნა, მასზე დაჯარიმდნენ და "ოკლაჰომას" ცენტრმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
"პორტლენდს" რვა წამი რჩებოდა ორქულიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად, მაგრამ ოლდრიჯმა ვერ ჩააგდო და "პორტლენდმაც" შეწყვიტა შვიდმატჩიანი საშინაო მოგებათა სერია.
ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 100:87
22:29, 27:12, 22:25, 29:21
ნ-ი: ენტონი (27+7 მოხსნა), კოუპლენდი (22), სტაუდმაიერი (12), ჩენდლერი (5+14 მოხსნა+3 დაფარება).
ნ-ო: გორდონი (22), დევისი (13+8 მოხსნა), ვასკესი (11+6 პასი), ლოპესი (10), ამინუ (2+11 მოხსნა).
ტორონტო-მილუოკი 96:107
34:16, 15:31, 29:27, 18:33
ტ: დეროზანი (23), ჯონსონი (22+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), კალდერონი (21+8 პასი), დევისი (20+12 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (19+10 პასი), ჰენსონი (19+6 მოხსნა), ელისი (17), დანლივი (15+5 პასი), სანდერსი (11+8 მოხსნა).
ბრუკლინი-ინდიანა 97:86
27:21, 19:28, 23:26, 28:11
ბ: უილიამსი (22+9 პასი), ჯონსონი (20), ლოპესი (15+9 მოხსნა), ჰემფრიზი (10+9 მოხსნა).
ი: უესტი (27+6 მოხსნა), ჯორჯი (15+12 მოხსნა+6 ჩაჭრა), გრინი (15), ჰილი (13).
დენვერი-გ. სტეიტი 116:105
27:25, 25:29, 27:33, 37:18
დ: გალინარი (21+8 მოხსნა+6 პასი), ლოუსონი (20+5 პასი), ჩენდლერი (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრიუერი (13), მილერი (12+6 მოხსნა+8 პასი), იგუოდალა (10+6 პასი+5 ჩაჭრა), ფარიდი (9+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (29+7 პასი), ლი (23+13 მოხსნა+6 პასი), ჰ. ბარნსი (21+6 მოხსნა), ტომპსონი (13+6 მოხსნა), ჯეკი (10+8 პასი).
სან ანტონიო-მინესოტა 106:88
24:21, 31:29, 23:21, 28:17
ს-ა: პარკერი (20+6 პასი), ნოა (15), დანკანი (12+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+7 დაფარება), ჯინობილი (12+5 პასი), სპლიტერი (10).
მ: ბარეა (15+6 პასი), პეკოვიჩი (14), რიდნური (13+6 პასი), კანინგემი (11), სტიმსმა (10), კირილენკო (9+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).
პორტლენდი-ოკლაჰომა 83:87
19:22, 24:20, 16:26, 24:19
პ: ოლდრიჯი (33+11 მოხსნა), ბატუმი (21+7 მოხსნა).
ო: დურანტი (33+6 პასი), უესტბრუკი (18+8 მოხსნა+9 პასი), ლიგინსი (11+9 მოხსნა), პერკინსი (3+12 მოხსნა).
ლეიკერსი-კლივლენდი 113:93
37:20, 20:25, 29:24, 27:24
ლ: ბრაიანტი (23+6 პასი), ჰოვარდი (22+14 მოხსნა), ჯეიმისონი (16), მორისი (14), კლარკი (13+9 მოხსნა+3 დაფარება), ნეში (10+9 პასი).
კ: ირვინგი (15+7 პასი+3 ჩაჭრა), უეიტერსი (15), გი (14+3 ჩაჭრა), ტომპსონი (10+8 მოხსნა).
ფრანგი მგლებში მიდის
ესპანეთის "ვალენსიას" ფორვარდმა მიკაელ ჟელაბალმა, პრაქტიკულად, მიაღწია შეთანხმებას "მინესოტა ტიმბერვულვზთან" კონტრაქტზე, - წერს ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ჟელაბალი "ვალენსიაში" დეკემბერში გადავიდა, მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ფრანგს უფლებას აძლევს, 30 იანვრამდე გადავიდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.
ფრანგი კალათბურთელი 2005 წლის დრაფტზე "სიეტლმა" 48-ე ნომრად აირჩია. ფორვარდმა "სონიქსის" რიგებში ორი სეზონი გაატარა და საშუალოდ 4.5 ქულა და 2.1 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსისთვის" ყველაფერი დამთავრდა