რაშიდ უოლასი კალათბურთს ვეღარ ითამაშებს?

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა რაშიდ უოლასმა შესაძლოა, ვეღარ ითამაშოს წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში და ხელმეორედ დაასრულოს კარიერა, - იტყობინება ESPN.

38 წლის ვეტერანი 15 დეკემბრის შემდეგ არ გასულა მოედანზე, როცა მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო. გუნდში ვარაუდობენ, რომ კალათბურთელის დაზიანება სერიოზულია და რაშიდის მონაწილეობა ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მიმდინარე სეზონში უოლასი საშუალოდ მატჩში 7.2 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებს. შეგახსენებთ, რომ რაშიდმა ამ სეზონის წინ, ორწლიანი შესვენების შემდეგ განაახლა კარიერა.

* * *

ESPN-ის ინფორმაციით, "კლივლენდ კავალიერზის" ცენტრის, ანდერსონ
ვარეჟაოს
კონტრაქტი მილიონი დოლარის ოდენობის პრემიას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი გახდება "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე.

ვარეჟაოს "ოლ სტარზე" გამოსვლის კარგი შანსი ჰქონდა იქამდე, სანამ 18 დეკემბერს მარჯვენა ფეხის კუნთი არ გაიწყვიტა. იმ მომენტისთვის ბრაზილიელი საშუალოდ მატჩში 14.1 ქულასა და 14.4 მოხსნას აგროვებდა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში დაგროვილი მოხსნებით ის ლიგის ლიდერი იყო.

ამ დღეებში ვარეჟაომ წარმატებით გადაიტანა ოპერაცია და მისი აღდგენითი კურსი მინიმუმ ექვსი კვირით განისაზღვრა.

* * *

"ფილადელფია სიქსერზის" ცენტრმა ენდრიუ ბაინუმმა პირველი ვარჯიში ჩაატარა პრესის წარმომადგენელთა თანდასწრებით. ვარჯიშზე "ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი ტყორცნების შესრულებაზე მუშაობდა, რის შემდეგაც ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

"დღემდე შეზღუდული ვარ მოძრაობის მხრივ, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება, - განაცხადა ბაინუმმა. - დიდი ხანი ველოდი, ისევ როდის მომეცემოდა ჩემი საყვარელი საქმის კეთების საშუალება და ბედნიერი ვარ, რომ ეს მომენტი დადგა. მუხლები თითქმის აღარ მტკივა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დროა, მოედანზე დასაბრუნებლად ვიმუშაო. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ ორიენტირებული ვარ "ყველა ვარსკვლავის მატჩზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონ ჯეიმსმა 20 ათას ქულას და 5 ათას პასს მიაღწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული