NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასოლი ბოსტონში, გეი ლეიკერსში, პირსი მემფისში?

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი 21 თებერვალს იხურება და დედლაინის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები მოსალოდნელ გაცვლებთან დაკავშირებით.

მეგატრეიდი დააანონსა ESPN-ის მიმომხილველმა მარკ შტეინმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, "მემფისის" ხელმძღვანელობა განიხილავს ფორვარდ რუდი გეის გაცვლას "ლეიკერსში", სულ კი ამ გარიგებაში სამი კლუბი იქნება ჩართული. იტყობინებიან, რომ კალფორნიული კლუბის ფორვარდი პაუ გასოლი "ბოსტონში" გადავა, "სელტიქსიდან" "მემფისში" წავა პოლ პირსი, ხოლო "ლეიკერსი" გეის მიიღებს.

"ბოსტონის" კაპიტანს შემდეგი სეზონისთვის აქვს კონტრაქტი 15.3 მილიონ დოლარზე, საიდანაც მხოლოდ ხუთი მილიონია გარანტირებული, რამაც შეიძლება დააინტერესოს "მემფისი".

* * *

დედლაინისთვის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს "ტორონტი". ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კანადურ კლუბს განზრახული აქვს უკანა ხაზის ორი წამყვანი მოთამაშიდან ერთ-ერთის გაცვლა.

"მაგრამ, ეს არ იქნება ხოსე კალდერონი", - წერია განცხადებაში. სავარაუდოდ, "ტორონტო" გამოეთხოვება კაილი ლოურის, - აღნიშნავს იგივე წყარო. ამ კალათბურთელის კონტრაქტი 2013-14 წლების ბოლომდეა ძალაში.

წლევანდელ რეგულარულში ლოური საშუალოდ მატჩში 13.8 ქულასა და 5.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს. კალდერონის ანალოგიური მაჩვენებლები 11.1 ქულასა და 7.5 პასს უდრის.

* * *

"დენვერ ნაგეტსის" ფორვარდს ანდრე იგუოდალას თავის ამჟამინდელ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

წლევანდელი სეზონის შემდეგ, იგუოდალა აპირებს გამოიყენოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და უარი თქვას მიმდინარე ხელშეკრულების ბოლო წელზე. 2013-14 წლების სეზონში ფორვარდს შეუძლია გამოიმუშავოს 16.2 მილიონი დოლარი.

წლევანდელ სეზონში იგუოდალამ 44 მატჩი ჩაატარა, რომლის დროსაც, საშუალოდ, 13.3 ქულა, 5.5 მოხსნა, 4.5 შედეგიანი პასი და 1.5 ჩაჭრა დააგროვა.

* * *

"ატლანტა ჰოქსის" ფორვარდს ჯოშ სმიტს მიაჩნია, რომ ის თავისი თამაშით უფრო სარფიან კონტრაქტს იმსახურებს.

"ვგრძნობ, რომ ტოპ-მოთამაშე ვარ. გუნდისთვის ბევრი სარგებლობა მომაქვს თუნდაც იმით, რომ პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში, რადგან უნივერსალი ვარ.
მიმაჩნია, რომ ჩემი სამუშაოსთვის კლუბმა მაქსიმალური ხელფასი უნდა გადამიხადოს. ეს სამართლიანი იქნება.

აქ არ შეიძლება რაიმე ყოყმანს ჰქონდეს ადგილი ხელმძღვანელობის მხრიდან. მე - ჯოშ სმიტი ვარ და არა ვინმე სხვა. მე არ ვარ მაიკლ ჯორდანი, არც ლებრონ ჯეიმსი და არც ბრუკ ლოპესი. მე ვარ - ჯოშ სმიტი"
, - ამბობს "ატლანტას" ვარსკვლავი.

წლევანდელ სეზონში სმიტის საშუალო სტატისტიკა 16.7 ქულასა და 8.5 მოხსნას უდრის.

* * *

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ბოლოდროინდელი მორიგი ჩავარდნის შემდეგ, ისევ აგორდა ჭორები კალიფორნიულ კლუბში მწვრთნელის შეცვლის შესახებ.

მაგრამ ორი დღის წინ, მაიკ დ'ენტონიმ შეხვედრა გამართა კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბასთან და გენერალურ მენეჯერთან მიტჩ კუპჩაკთან და ამ დუეტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მწვრთნელს. გუნდის ბოსებმა დ'ენტონის უთხრეს, რომ მას შეუძლია გააგრძელოს შემადგენლობის მხრივ ექსპერიმენტები.

"ეს პოზიტიური შეხვედრა იყო", - განაცხადა დ'ენტონიმ.

61 წლის სპეციალისტმა გასული წლის ნოემბერში შეცვალა მაიკ ბრაუნი და იქედან მოყოლებული, "ლეიკერსმა" 13 მატჩი მოიგო და 20-ჯერ დამარცხდა.

25 იანვარი
კლივლენდი-მილუოკი 113:108
18:21, 32:38, 31:31, 32:18
კ: ირვინგი (35), ტომპსონი (18+3 დაფარება), უეიტერსი (16), ლივინგსტონი (12), სპეიტსი (10).
მ: ილიასოვა (30+7 მოხსნა), ელისი (21+9 პასი), ჯენინგსი (14+12 პასი), სანდერსი (14+11 მოხსნა).

ჩიკაგო-გ. სტეიტი 103:87
31:13, 32:37, 21:16, 19:21
ჩ: ჰაინრიხი (25), რობინსონი (22), ბატლერი (16+12 მოხსნა), ბუზერი (15+13 მოხსნა), ნოა (14+16 მოხსნა+3 დაფარება).
გ-ს: ლი (23), კარი (21), ტომპსონი (13+8 მოხსნა), ჯეკი (11).

მემფისი-ბრუკლინი 101:77
32:22, 35:22, 18:23, 16:10
მ: გასოლი (20+9 მოხსნა), კონლი (14), რენდოლფი (12+9 მოხსნა), ბეილისი (11+8 პასი+7 მოხსნა), როტენი (11), გეი (11), ჯონსონი (10).
ბ: ლოპესი (18+3 დაფარება), უილიამსი (12+6 პასი), ევანსი (11+10 მოხსნა), ჯონსონი (11).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 82:100
18:27, 22:21, 25:32, 17:20
ნ-ო: გორდონი (20), ანდერსონი (19), ამინუ (11), დევისი (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ჰ: ჰარდენი (30+8 პასი), პატერსონი (18+13 მოხსნა), დელფინო (14), ლინი (13+8 პასი+6 ჩაჭრა), პარსონსი (10+3 დაფარება).

დალასი-სან ანტონიო 107:113
20:27, 23:26, 25:35, 39:25
დ: ბობუა (19), კარტერი (17), ნოვიცკი (15), მაიო (14+7 პასი), კოლისონი (13), ბრენდი (8+13 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (23+10 პასი), ბლეირი (22), ნილი (18+6 პასი), სპლიტერი (13+12 მოხსნა), გრინი (11+3 ჩაჭრა), ლეონარდი (10+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), დიაო (10).

საკრამენტო-ოკლაჰომა 95:105
30:27, 21:31, 16:28, 28:19
ს: ტ. ევანსი (16), კაზინსი (14+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (14), ტორნტონი (13+4 ჩაჭრა), აუთლო (10).
ო: დურანტი (24+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარტინი (24), უესტბრუკი (18+14 პასი), იბაკა (14+8 მოხსნა), სეფოლოშა (10).

ლეიკერსი-იუტა 102:84
26:19, 21:18, 25:26, 30:21
ლ: ჰოვარდი (17+13 მოხსნა), უორლდ პისი (17), გასოლი (15+7 მოხსნა), ნეში (15), ბრაიანტი (14+9 მოხსნა+14 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ფეივორსი (14), ჰეივორდი (13), ჯეფერსონი (12+7 მოხსნა), მილსეპი (10+4 ჩაჭრა), ფოიე (10).

ვაშინგტონი-მინესოტა 114:101
29:25, 31:21, 31:27, 23:28
ვ: ჯორ. კროუფორდი (19), ბილი (16+4 დაფარება), ნენე (14+7 მოხსნა), უოლი (14), უებსტერი (13), სერაფინი (10).
მ: უილიამსი (18+11 მოხსნა), კირილენკო (17), ჟელაბალი (15+7 მოხსნა), რიდნური (14), ბარეა (13).

ატლანტა-ბოსტონი 123:111 (2ო)
10:29, 28:28, 31:16, 29:25, 9:9, 16:4
ა: კორვერი (27+3 ჩაჭრა), ჰორფორდი (24+13 მოხსნა), ტიგი (23+7 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (17+14 მოხსნა+7 პასი), ჰარისი (14), ჯონსონი (11).
ბ: გარნეტი (24+10 მოხსნა), გრინი (17), რონდო (16+10 მოხსნა+11 პასი), ლი (16+7 მოხსნა), ბრედლი (14), პირსი (12), ტერი (12).

მაიამი-დეტროიტი 110:88
30:31, 30:20, 24:17, 26:20
მ: უეიდი (29+7 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (23+7 მოხსნა+7 პასი), ბოში (14+7 მოხსნა), ლაენი (11).
დ: მონრო (31+12 მოხსნა), ბაინუმი (13), ნაითი (9).

26 იანვარი
ტორონტო-კლივლენდი 98:99
25:19, 25:27, 25:20, 23:33
ტ: ჯონსონი (18+12 მოხსნა), ანდერსონი (17), დევისი (16+9 მოხსნა), დეროზანი (15), კალდერონი (10).
კ: ირვინგი (32), სპეიტსი (17), ტომპსონი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ელინგტონი (12), ზელერი (4+12 მოხსნა).

ფილადელფია-ნიუ იორკი 97:80
24:19, 29:22, 31:17, 13:22
ფ: ჰოლიდეი (35+6 პასი), ტერნერი (20), ნ. იანგი (20), ტ. იანგი (10).
ნ-ი: ენტონი (25+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (20), ჩენდლერი (6+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-ჩიკაგო 86:73
23:24, 27:20, 23:11, 13:18
ვ: ნენე (16), ოკაფორი (15+16 მოხსნა), უოლი (15+7 პასი).
ჩ: რობინსონი (19), ნოა (9+17 მოხსნა+10 პასი).

შარლოტი-მინესოტა 102:101
22:34, 25:24, 26:19, 29:24
შ: უოკერი (25+8 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), სეშენსი (23), გორდონი (18), ჰენდერსონი (15), ბიიომბო (10+13 მოხსნა).
მ: რიდნური (22+7 მოხსნა+7 პასი), ბარეა (19), რუბიო (14+8 პასი+5 ჩაჭრა), სტიმსმა (11+7 მოხსნა), კირილენკო (10), კანინგემი (10).

ჰიუსტონი-ბრუკლინი 119:106
28:29, 34:20, 27:31, 30:26
ჰ: ჰარდენი (29+7 პასი), აშიქი (20+16 მოხსნა), პარსონსი (16+11 პასი), ლინი (14+9 პასი), დელფინო (13), მორისი (5+10 მოხსნა).
ბ: უილიამსი (27+11 პასი), ლოპესი (21+7 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსონი (13+6 პასი), უოლასი (11).

მილუოკი-გ. სტეიტი 109:102
23:26, 28:29, 35:19, 23:28
მ: ჯენინგსი (20+7 პასი), ელისი (20), ილიასოვა (18+12 მოხსნა), სანდერსი (16+11 მოხსნა+3 დაფარება), დანლივი (11), უდრიხი (10).
გ-ს: კარი (26+7 პასი), ტომპსონი (19), ლენდრი (13+14 მოხსნა), ჯეკი (13+10 პასი), ლი (12+15 მოხსნა).

სან ანტონიო-ფინიქსი 108:99
26:26, 33:30, 22:26, 27:17
ს-ა: პარკერი (31+7 პასი), ჯინობილი (20+3 ჩაჭრა), სპლიტერი (13+8 მოხსნა), დიაო (11), ჯექსონი (10).
ფ: ბიზლი (25), დადლი (23), ტაკერი (11+10 მოხსნა), გორტატი (9+12 მოხსნა), დრაგიჩი (9+10 პასი).

დენვერი-საკრამენტო 121:93
39:25, 32:24, 30:20, 20:24
დ: ლოუსონი (26+6 პასი+4 ჩაჭრა), იგუოდალა (20+7 პასი), გალინარი (14), მაკგი (12), ფარიდი (11+9 მოხსნა), კუფოსი (10).
ს: ბრუქსი (16), ტ. ევანსი (15), რობინსონი (10+10 მოხსნა), ტომასი (10).

იუტა-ინდიანა 114:110 (ო)
27:24, 18:24, 31:20, 22:30, 16:12
ი: ჯეფერსონი (25), მილსეპი (21+5 ჩაჭრა), ჰეივორდი (15+6 პასი+3 ჩაჭრა), ფოიე (14), ფეივორსი (11).
ი: უესტი (24+7 მოხსნა+3 დაფარება), ჯორჯი (23), ჰილი (22+9 მოხსნა+8 პასი), ჰიბერტი (14+12 მოხსნა), ოგასტინი (11).

პორტლენდი-კლიპერსი 101:100
25:22, 26:23, 31:31, 19:24
პ: ბატუმი (20+10 მოხსნა+12 პასი), ლილარდი (20), მეტიუზი (18+3 ჩაჭრა), ჰიქსონი (15+7 მოხსნა), ოლდრიჯი (12).
კ: გრიფინი (24+8 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), კროუფორდი (19), ბლედსოუ (11+9 მოხსნა), ბარნსი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სელტიქსის მეხუთე კრახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული