თუმცა მათი კაპიტნობა მხოლოდ შაბათის პროგრამაზე გავრცელდება, როცა ჩატარდება ტრადიციული კონკურსები. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის უქმეებს" წელს ქალაქი ჰიუსტონი უმასპინძლებს.
2013 წელს, "ოლ სტარის" უქმეები ახალი ფორმატით გაიმართება. თითოეული კონფერენციის მიერ ოთხ კონკურსში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
მოგებული კონფერენცია მიიღებს 350 ათას დოლარს, წაგებული - 150 ათასს. ეს თანხა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, რომლებსაც გუნდების
* * *
ასევე გაირკვა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" დასავლეთი კონფერენციის ნაკრების მწვრთნელი. ეს გახლავთ "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი.
ოთხშაბათს, "შარლოტის" დამარცხების შემდეგ, "სპურსს" 48 მატჩში 37 მოგება დაუგროვდა და 3 თებერვლისთვის დაიბევა პირველი ადგილი დასავლეთ კონფერენციაში. "სპურსის" დაწევა მხოლოდ "ოკლაჰომას" შეუძლია, მაგრამ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვერ ჩაუდგება სათავეში დასავლეთს, რადგან შარშან უკვე ეკავა ეს პოსტი.
აქამდე, პოპოვიჩი ორჯერ ხელმძღვანელობდა დასავლეთის ნაკრებს - 2005 და 2011 წლებში.
ოკლაჰომა-მემფისი 106:89
32:22, 26:12, 21:33, 27:22
ო: დურანტი (27+7 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (21+9 მოხსნა+6 პასი), მარტინი (16), კოლისონი (12+7 მოხსნა).
მ: ბეილესი (23+6 პასი), კონლი (17+3 ჩაჭრა), გასოლი (16+7 მოხსნა), რენდოლფი (9+19
მოხსნა+3 ჩაჭრა).
გ. სტეიტი-დალასი 100:97
28:23, 27:30, 25:26, 20:18
გ-ს: ტომპსონი (27), ლი (15+20 მოხსნა+9 პასი), ჯეკი (13+9 პასი), ჰ. ბარნსი (12+5 პასი), ლენდრი (10+6 მოხსნა).
დ: მაიო (25+5 მოხსნა+6 პასი), კარტერი (22), მერიონი (18+17 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტის ვარსკვლავური რეკორდი: ზედიზედ 15 "ოლ სტარი"