NBA–ს კალათბურთელი რამდენიმე წუთი უგრძნობლად იწვა მოედანზე

AutoSharing Option
"ბოსტონი სელტიქსის" ფორვარდი ჯარედ სალინჯერი თავის კლუბს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება.

ახალბედა, რომელიც "კელტებმა" 2012 წლის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩიეს, ზურგზე ოპერაციას გაიკეთებს, - იტყობინება ESPN.

ვარაუდობენ, რომ 20 წლის კალათბურთელი მთლიანად აღიდგენს ჯანმრთელობას სექტემბერში - საწვრთნელი შეკრების დაწყების წინ. შეგახსენებთ, რომ დრაფტამდე ერთი თვით ადრე, სალინჯერს ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინეს, რის გამოც მესამე ათეულში აირჩიეს, არადა, დრაფტის პირველ ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ. მიმდინარე სეზონში სალინჯერი საშუალოდ მატჩში 6.0 ქულასა და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სალინჯერი მეორე მოთამაშეა,
ვინც "ბოსტონს" სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. მანამდე, მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო თამაშს გამოეთიშა გუნდის ძირითადი გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

* * *
წლევანდელი სეზონის კიდევ ერთ ახალბედას შეექმნა პრობლემები. "შარლოტისა" და "ჰიუსტონის" მატჩში თავის მძიმე ტრავმა მიიღო "ბობკეტსის" ფორვარდმა მაიკლ კიდ-გილკრისტმა. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მას კეფაში მოხვდა თანაგუნდელის ჯეფრი ტეილორის მუხლი.

კიდ-გილკრისტი რამდენიმე წუთი უგრძნობლად იწვა მოედანზე. შემდეგ საკაცეზე დააწვინეს და ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. კალათბურთელისთვის საბედნიეროდ, რენტგენმა კისრისა და თავის არანაირი ტრავმა არ დააფიქსირა.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატის მატჩი "ბრუკლინის" წინააღმდეგ. ფრანგმა კალათბურთელმა ჯერ არ იცის, როდის დაბრუნდება მოედანზე.

ნოას დაუდგინეს ტერფის ტრავმა, რომლის აღდგენითი პროცესი, შესაძლოა, ხანგრძლივი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ ნოას სამი წლის წინ ჰქონდა მარჯვენა ფეხთან დაკავშირებული ანალოგიური პრობლემები.

მიმდინარე სეზონში ფრანგი ცენტრი საშუალოდ მატჩში 12.1 ქულასა და 11.3 მოხსნას აგროვებს.

1 თებერვალი
ტორონტო-კლიპერსი 98:73
22:17, 24:13, 26:15, 26:28
ტ: გეი (20), ჯონსონი (19+16 მოხსნა), დეროზანი (19+7 პასი), ლუკასი (17), გრეი (7+12 მოხსნა).
კ: გრიფინი (17+9 მოხსნა), კროუფორდი (14+5 პასი), ბატლერი (12+8 მოხსნა), ბლედსოუ (10).

ინდიანა-მაიამი 102:89
25:23, 28:22, 27:20, 22:24
ი: უესტი (30+7 მოხსნა+5 პასი), ჯორჯი (15+6 პასი), სტივენსონი (15), ჰილი (12), ჰენსბრო (11).
მ: ჯეიმსი (28), უეიდი (17+5 პასი), ბოში (13), ბატიე (11).

ბოსტონი-ორლანდო 97:84
25:18, 21:17, 26:24, 25:25
ბ: გრინი (17+3 დაფარება), პირსი (14+11 მოხსნა+7 პასი), გარნეტი (14+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლი (14+5 პასი), ტერი (12+5 პასი), ბარბოზა (12).
ო: რედიკი (15+5 პასი), ვუჩევიჩი (14+14 მოხსნა), ნიკოლსონი (14+10 მოხსნა), მური (14), ო'ქუინი (11).

ბრუკლინი-ჩიკაგო 93:89
24:14, 17:28, 22:25, 30:22
ბ: ლოპესი (20), ჯონსონი (13), ბრუქსი (13), უილიამსი (11+6 პასი), ბლეტჩი (11), უოლასი (6+13 მოხსნა).
ჩ: დენგი (18), ბელინელი (18), გიბსონი (16+9 მოხსნა), რობინსონი (12+11 პასი), ბატლერი (12).

ნიუ იორკი-მილუოკი 96:86
25:28, 22:25, 27:20, 22:13
ნ-ი: ენტონი (25+8 მოხსნა+6 პასი), სტაუდმაიერი (17+7 მოხსნა), სმიტი (17), ფელტონი (14+8 პასი), ჩენდლერი (9+20 მოხსნა).
მ: ილიასოვა (19+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ელისი (16), ჯენინგსი (14+6 პასი), დანლივი (12), სანდერსი (2+10 მოხსნა).

ფილადელფია-საკრამენტო 89:80
27:23, 27:16, 18:29, 17:12
ფ: ტ. იანგი (23+15 მოხსნა), ჰოლიდეი (21+7 პასი), ნ. იანგი (20), ჰოიესი (10).
ს: ტ. ევანსი (29), ტომასი (24+5 პასი), კაზინსი (12+12 მოხსნა+3 დაფარება).

დეტროიტი-კლივლენდი 117:99
24:16, 30:31, 31:21, 32:31
დ: ნაითი (20+10 პასი), სინგლერი (20+8 მოხსნა+3 დაფარება), მონრო (18+16 მოხსნა), სტაკი (14), ბაინუმი (11+8 პასი), ვილანუევა (10).
კ: ტომპსონი (19+9 მოხსნა), სპეიტსი (17+8 მოხსნა), ირვინგი (14+5 პასი), ელინგტონი (13), მაილზი (12).

მემფისი-ვაშინგტონი 85:76
23:30, 16:10, 22:16, 24:20
მ: კონლი (18+6 პასი+4 ჩაჭრა), პრინსი (14), გასოლი (13+15 მოხსნა+5 პასი), ალენი (11+8 მოხსნა), ბეილესი (11), რენდოლფი (7+11 მოხსნა).
ვ: ნენე (14+6 პასი), უოლი (9+7 მოხსნა+6 პასი), ოკაფორი (8+10 მოხსნა).

დენვერი-ნიუ ორლეანი 113:98
26:26, 25:22, 34:30, 28:20
დ: იგუოდალა (24+3 ჩაჭრა), ლოუსონი (21+13 პასი), გალინარი (18+7 მოხსნა+5 პასი), ბრიუერი (17+3 ჩაჭრა), ფარიდი (13+9 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (21), დევისი (13+10 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (13+9 პასი), ლოპესი (13).

იუტა-პორტლენდი 86:77
26:19, 25:17, 22:25, 13:16
ი: ჯეფერსონი (21+10 მოხსნა), მილსეპი (15), ფოიე (14+7 მოხსნა), კეროლი (13), ფეივორსი (7+12 მოხსნა).
პ: ლილარდი (26+5 პასი), ოლდრიჯი (16+10 მოხსნა), ჰიქსონი (11).

ფინიქსი-დალასი 99:109
31:29, 23:25, 21:20, 24:35
ფ: ბრაუნი (20), დრაგიჩი (19+8 მოხსნა+9 პასი), სკოლა (18+8 მოხსნა), დადლი (17), გორტატი (16+7 მოხსნა).
დ: მაიო (20+3 ჩაჭრა), კოლისონი (19+6 პასი), კარტერი (17), მერიონი (14+11 მოხსნა+4 დაფარება), კრაუდერი (13), რაიტი (11), ბრენდი (4+10 მოხსნა+4 დაფარება).

მინესოტა-ლეიკერსი 100:111
24:37, 29:31, 23:17, 24:26
მ: შვედი (18+6 პასი), უილიამსი (15+9 მოხსნა), პეკოვიჩი (14+9 მოხსნა), ბარეა (14), კირილენკო (12).
ლ: გასოლი (22+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯეიმისონი (18+7 მოხსნა), ბრაიანტი (17+12 მოხსნა+8 პასი), ნეში (17+7 მოხსნა+7 პასი), კლარკი (13+10 მოხსნა), ბლეიკი (10).

2 თებერვალი
ჰიუსტონი-შარლოტი 109:95
32:27, 30:24, 17:26, 30:18
ჰ: პარსონსი (24+10 მოხსნა), პატერსონი (24), ჰარდენი (21+11 მოხსნა+11 პასი), აშიქი (19+15 მოხსნა).
შ: უოკერი (24+4 ჩაჭრა), სეშენსი (20+6 პასი), ჰენდერსონი (15), ტეილორი (15), გორდონი (11).

მინესოტა-ნიუ ორლეანი 115:86
33:14, 25:17, 23:24, 34:31
მ: კანინგემი (18), პეკოვიჩი (14+7 მოხსნა), შვედი (12+8 პასი), კირილენკო (12), ჟელაბალი (11).
ნ-ო: დევისი (18), ლოპესი (16).

მილუოკი-ორლანდო 107:98
31:22, 21:26, 27:19, 28:31
მ: ელისი (21+11 პასი), ჯენინგსი (20+5 პასი), სანდერსი (17+13 მოხსნა+6 დაფარება), ილიასოვა (16+8 მოხსნა), დანლივი (11).
ო: ვუჩევიჩი (20+12 მოხსნა+6 პასი), ჰარკლესი (19+14 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (15+8 პასი).

სან ანტონიო-ვაშინგტონი 96:86
27:17, 24:9, 17:30, 28:30
ს-ა: პარკერი (19+12 პასი), გრინი (15), სპლიტერი (12+7 მოხსნა), ლეონარდი (10+11 მოხსნა).
ვ: უოლი (21+9 პასი), უებსტერი (14), ნენე (11+6 პასი), სინგლტონი (11+3 ჩაჭრა), არიზა (10+3 ჩაჭრა).

პორტლენდი-იუტა 105:99
24:23, 19:23, 29:21, 33:32
პ: ლილარდი (23+8 პასი), ჰიქსონი (21+11 მოხსნა), ოლდრიჯი (18+11 მოხსნა), სმიტი (13), ბატუმი (12+10 მოხსნა+9 პასი).
ი: ფოიე (23), მილსეპი (18+8 მოხსნა+5 პასი), მარვ. უილიამსი (15), ჯეფერსონი (12+5 პასი), კეროლი (11).

გ. სტეიტი-ფინიქსი 113:93
26:29, 22:23, 33:22, 32:19
გ-ს: კარი (29+8 პასი), ჰ. ბარნსი (21+8 მოხსნა), ტომპსონი (17+7 მოხსნა+7 პასი), ლი (16+12 მოხსნა+7 პასი), ბოგუტი (11+7 მოხსნა+3 დაფარება).
ფ: ბიზლი (24), დადლი (16), დრაგიჩი (13+7 პასი), ტაკერი (12+7 მოხსნა), სკოლა (9+14 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ატლანტა-ჩიკაგო 76:93
17:24, 27:19, 16:26, 16:24
ა: სმიტი (19+13 მოხსნა+5 პასი), ტიგი (16), ჰორფორდი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), კორვერი (10).
ჩ: დენგი (25+14 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), რობინსონი (20+8 პასი+3 ჩაჭრა), გიბსონი (19+19 მოხსნა+3 დაფარება), ბატლერი (16+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ იორკი-საკრამენტო 120:81
25:22, 31:11, 41:19, 23:29
ნ-ი: სმიტი (25), სტაუდმაიერი (21), ნოვაკი (15), ჩენდლერი (11+20 მოხსნა), ტომასი (11).
ს: კაზინსი (25+9 მოხსნა), ფრედეტი (14), რობინსონი (11).

კლივლენდი-ოკლაჰომა 115:110
23:25, 29:32, 24:21, 39:32
კ: ირვინგი (35), სპეიტსი (21+10 მოხსნა), მაილზი (16), უეიტერსი (12+6 პასი), ტომპსონი (11+12 მოხსნა).
ო: დურანტი (32+11 მოხსნა), უესტბრუკი (28+5 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (18+12 მოხსნა+4 დაფარება), მარტინი (15).

იანვრის ლაურეატები
"მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "სან ანტონიო სპურსის" მცველი ტონი პარკერი გასული თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ. აღმოსავლეთში საუკეთესო ჯეიმსი "ჰიტს" 14-დან რვა მატჩის მოგებაში დაეხმარა და იანვარში საშუალოდ 27 ქულა, 8.1 მოხსნა და 7.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

პარკერთან ერთად "სპურსმა" 15-დან 12 შეხვედრა მოიგო, რაშიც ფრანგი გამთამაშებლის წვლილი 21.9 ქულასა და 7.9 შედეგიან გადაცემას შეადგენდა.

* * *
იანვარში აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო დებიუტანტები გახდნენ "ვაშინგტონის" შემტევი მცველი ბრედლი ბილი და "პორტლენდის" მცველი დემიან ლილარდი. ბილის მონაგარი საშუალოდ 15.1 ქულას უდრიდა, ლილარდი კი, რომელიც დასავლეთიდან მესამედ აირჩიეს თვის მოთამაშედ, 17.7 ქულითა და 6.8 პასით დაეხმარა თავის გუნდს.

* * *
რაც შეეხება იანვრის საუკეთესო მწვრთნელებს, აღმოსავლეთში გამოარჩიეს "ჩიკაგო ბულზის" დამრიგებელი ტომ ტიბოდო, დასავლეთში - "დენვერის" თავკაცი ჯორჯ კარლი. გასულ თვეში "ჩიკაგომ" 16-დან 12 მატჩის მოგება მოახერხა, "დენვერსაც" ამდენი გამარჯვება ჰქონდა, ოღონდ 15 შეხვედრიდან.

60 წელი მკვლელობისთვის
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი გამთამაშებლის ნიკ ვან ექსელის ვაჟი 60-წლიანი პატიმრობით დაისაჯა ბავშვობის მეგობრის მკვლელობის გამო. 22 წლის ნიკი ვან ექსელს გუშინ გამოუტანეს განაჩენი. სასამართლოზე მოწმის სტატუსით გამოვიდა 41 წლის ყოფილი კალათბურთელი და ბოდიში მოუხადა დაზარალებულის ოჯახს.

ამჟამად, ნიკ ვან ექსელი "ატლანტა ჰოქსის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

პროფკავშირიდან დირექტორს აგდებდენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მინიმუმ ათი კლუბი მზად არის ხმა მისცეს მოთამაშეთა პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან ბილი ჰანტერის გადაყენებას, - წერს გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი".

როგორც იცით, ჰანტერი ეჭვმიტანილია პროფკავშირის შემოსავლების არამიზნობრივ ხარჯვაში, გარდა ამისა, ორგანიზაციაში მისი ბევრი ნათესავი მუშაობდა. სხვათა შორის, ამ დღეებში ჰანტერი უვადო შვებულებაში გაუშვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტნები და მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული