სტეკჰაუსი მაიამიში, ობერტო პორტლენდში

AutoSharing Option
ორი დღეც და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი რეგულარული სეზონი დაიწყება, მანამდე კი გუნდებმა დაასრულეს საჩვენებელ მატჩებში გამოსვლა და თან ბოლო კორექტივებიც შეიტანეს შემადგენლობების დაკომპლექტებაში.

ასე მაგალითად, "მაიამი ჰიტმა" არჩევანი შეაჩერა ცნობილ ვეტერანზე, 36 წლის ჯერი სტეკჰაუსზე, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ჯერისთვის "ჰიტი" მეექვსე კლუბია კარიერაში. მან ფლორიდელთა რიგებში მაიკ მილერი უნდა შეცვალოს, რომელიც იანვრამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

შარშანდელი სეზონი სტეკჰაუსმა "მილუოკიში" დაასრულა და ამ გუნდის რიგებში 42 მატჩში საშუალოდ 8.5 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ჯერიმ ჯერ კიდევ ზაფხულში გამოთქვა
"მაიამიში" გადასვლის სურვილი, სადაც კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების შანსი მიეცა.


* * *
ერთი ახალწვეულის ჰყავს "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსს". ბოლო კვირა აქტიურად საუბრობდნენ ამ გუნდში გამოცდილი არგენტინელის, 35 წლის ფაბრისიო ობერტოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. გარიგება შაბათს შედგა - მხრეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სამხრეთამერიკელმა ცენტრმა გასული სეზონში "ვაშინგტონის" მაისურით 57 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 1.5 ქულითა და 1.8 მოხსნით დაეხმარა დედაქალაქურ კლუბს. მანამდე ობერტო "სან ანტონიო სპურსის" წევრი იყო.


* * *
"იუტა ჯაზის" გულშემატკივრები დაამშვიდა ამ გუნდის ლიდერმა დერონ უილიამსმა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა განაცხადა, რომ "ჯაზის" რიგებში ყველაფერი აკმაყოფილებს და მზად არის მაქსიმუმი გაიღოს კლუბის გაჩემპიონებისთვის.

დერონის კონტრაქტს 2012 წლის ზაფხულში გადის ვადა და მცველს შეეძლო უფრო ამბიციურ კლუბში გადასვლაზე ეზრუნა, მაგრამ უილიამსი დღევანდელი "იუტას" მომზადების დონით კმაყოფილია.

"ახალი სეზონის წინ გაცილებით ძლიერად გამოვიყურებით და სერიოზულ მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ღირს სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრი. შარშან პლეი ოფის მეორე რაუნდიდან გამოვეთიშეთ ბრძოლას, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც კარგად გამოვედით. ახლა მზად ვარ მთლიანად მივუძღვნა საკუთარი თავი "იუტას" და ყველაფერი გავაკეთო მისი წარმატებისთვის", - განაცხადა დერონ უილიამსმა.

სხვათა შორის, "იუტა" წინასასეზონო პერიოდის ჩემპიონი გახდა (იხილეთ ცხრილი). ამ გუნდმა რვა საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. ასევე ასპროცენტრიანი მაჩვენებლით დაასრულეს მოსამზადებელი პერიოდი "ორლანდომ" და "მემფისმა", თუმცა მათ 7-7 თამაშის ჩატარება მოუწიათ და ამიტომაც ჩამორჩნენ "ჯაზმენებს".

ტორონტო-ნიუ იორკი 108:103
27:26, 35:19, 21:24, 25:34
ტ: ბარნიანი (15), ანდერსენი (12+5 მოხსნა), ბარბოზა (12), კლეიზა (12), კალდერონი (11+6 პასი), დეროზანი (11), უიმსი (11).
ნ-ი: სტაუდმაიერი (24), უოლკერი (13), ფელტონი (12+5 პასი), ფილდსი (12), მეისონი (10).

შარლოტი-ატლანტა 99:66
26:24, 31:10, 30:15, 12:17
შ: ჯექსონი (21+8 მოხსნა), უოლასი (12+8 მოხსნა), დიაო (12), ტომასი (12), ბრაუნი (11+8 მოხსნა), ოგუსტინი (10+5 პასი).
ა: ჯამ. კროუფორდი (15), ჰორფორდი (12), ჯორ. კროუფორდი (10).

დეტროიტი-მემფისი 103:106
29:24, 26:31, 24:25, 24:26
დ: დეი (22+6 მოხსნა), სტაკი (18+7 პასი), ვილანუევა (15), ჰემილტონი (14), პრინსი (11+7 მოხსნა).
მ: გასოლი (16), იანგი (16), მაიო (15), არტური (14+6 მოხსნა), ჰენრი (13), ალენი (12+5 მოხსნა).

ჩიკაგო-ინდიანა 102:74
32:17, 27:21, 24:20, 19:16
ჩ: დენგი (29+8 მოხსნა), როუზი (14+6 პასი), გიბსონი (11), ჯონსონი (11), აშიქი (6+10 მოხსნა).
ი: ჰიბერტი (14), კოლისონი (14), პრაისი (11), ჯორჯი (6+10 მოხსნა).

მილუოკი-მინესოტა 118:119 (ო)
29:22, 28:32, 29:26, 21:27, 11:12
მილ: დელფინო (18+8 მოხსნა+8 პასი), მაგეტი (17), ილიასოვა (15+8 მოხსნა), დუგლას-რობერტსი (15+8 მოხსნა), გუდენი (12+5 მოხსნა), ჯენინგსი (12), დულინგი (11+5 პასი), სანდერსი (10+8 მოხსნა).
მინ: რიდნური (17+7 პასი+5 მოხსნა), ელინგტონი (16), პეკოვიჩი (15+5 მოხსნა), მილიჩიჩი (12+10 მოხსნა), ბისლი (10+6 მოხსნა), ბრიუერი (10).

დალასი-ჰიუსტონი 97:96
20:26, 27:27, 29:30, 21:13
დ: ბატლერი (25), ნოვიცკი (20+6 მოხსნა), ტერი (15+5 პასი), მერიონი (12+9 მოხსნა).
ჰ: ბადინგერი (19), ბრუქსი (18), მარტინი (17).

იუტა-საკრამენტო 82:71
25:23, 19:17, 20:18, 18:13
ი: ჯეფერსონი (12+6 მოხსნა), ფესენკო (12+5 მოხსნა), ბელი (12).
ს: უდრიხი (16), ლენდრი (13+6 მოხსნა).

ფინიქსი-დენვერი 106:144
25:29, 36:49, 24:35, 21:31
ფ: დადლი (17+6 მოხსნა), რიჩარდსონი, კლარკი (13), ლოპესი (12+7 მოხსნა), ნეში (11+12 პასი), დრაგიჩი (10).
დ: ლოუსონი (29), უილიამსი (27+8 მოხსნა), ფორბსი (25), აფლალო (24+10 პასი+9 მოხსნა), კარტერი (20+5 პასი), ელი (11).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 105:102 (ო)
20:32, 25:20, 24:27, 29:19, 7:4
ლ: ბრაიანტი (22+7 პასი), ბრაუნი (18), ფიშერი (13), გასოლი (12+8 მოხსნა+5 პასი), არტესტი (11+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ვუიაჩიჩი (11).
გ-ს: ელისი (41), უილიამსი (27+8 პასი), ლი (16+14 მოხსნა), ბიედრინსი (4+10 მოხსნა).

აღმოსავლეთი
 თ მ წ %
1. ორლანდო 7 7 0 100.0
2. ბოსტონი 8 7 1 87.5
3. კლივლენდი 7 6 1 85.7
4. ჩიკაგო 8 4 4 50.0
5. შარლოტი 8 4 4 50.0
6. ტორონტო 8 4 4 50.0
7. ვაშინგტონი 7 3 4 42.9
8. ინდიანა 7 3 4 42.9
9. დეტროიტი 8 3 5 37.5
10. მილუოკი 8 3 5 37.5
11. მაიამი 6 2 4 33.3
12. ნიუ ჯერსი 7 2 5 28.6
13. ფილადელფია 7 2 5 28.6
14. ნიუ იორკი 7 2 5 28.6
15. ატლანტა 7 2 5 28.6

დასავლეთი
 თ მ წ %
1. იუტა 8 8 0 100.0
2. მემფისი 7 7 0 100.0
3. მინესოტა 8 6 2 75.0
4. ლეიკერსი 7 4 3 57.1
5. დენვერი 8 5 3 62.5
6. დალასი 8 4 4 50.0
7. ოკლაჰომა 6 3 3 50.0
8. სან ანტონიო 6 3 3 50.0
9. ჰიუსტონი 8 4 4 50.0
10. პორტლენდი 7 3 4 42.9
11. საკრამენტო 7 3 4 42.9
12. გ. სტეიტი 8 3 5 37.5
13. ფინიქსი 8 2 6 25.0
14. კლიპერსი 8 1 7 12.5
15. ნიუ ორლეანი 8 1 7 12.5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული