"ერთხელ ერთი ერთზე ვითამაშეთ და ძალიან გამიჭირდა. მე წავაგე. დავმარცხი 50 წლის მამაკაცთან. რა თქმა უნდა, ის ჩემი ბოსია... მაგრამ ის საუკეთესო მოთამაშეა, ვინც მე
კითხვაზე – შეგნებულად ხომ არ დაუთმო მატჩი ჯორდანს – კიდ-გილკრისტმა ასე უპასუხა: "არა. მთელი ძალით ვთამაშობდი. თქვენ ფიქრობთ, დავმარცხდი იმის გამო, რომ ის ჩემი ბოსია? სასაცილოა".
საინტერესოა, რომ კიდ-გილკრისტი მხოლოდ 19 წლისაა. გამოდის, რომ როცა მაიკლ ჯორდანი კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, კიდ-გილკრისტი პატარა ბავშვი იყო და ცოცხლად ლეგენდის არც ერთი მატჩი არ ახსოვს.
დოქტორ ბასი გარდაიცვალა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მფლობელი ჯერი ბასი, რომელიც ამასწინ კიბოს დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კალიფორნიული კლუბის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ბობ შტაინერმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა თირკმლის უკმარისობა. სიკვდილამდე ჯერი ბასი საავადმყოფოში მოინახულეს "ლეიკერსის" დღევანდელმა მოთამაშეებმა და ლეგენდებმა, მათ შორის კობი ბრაიანტმა, მეჯიქ ჯონსონმა, შაკილ ო’ნილმა და ქარიმ აბდულ-ჯაბარმა.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ქიმიაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ბასი უძრავი ქონების ვაჭრობით გამდიდრდა. "ლეიკერსი" მან 1979 წელს შეიძინა. ბასმა თავიდანვე აირჩია სპორტის, ბიზნესისა და შოუს შერწყმის მიმართულება. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის კარგი ტონი "ლეიკერსის" მატჩებზე დასწრება.
დოქტორ ბასის (ასე ეძახდნენ მას კალათბურთელები) ხელმძღვანელობით "ლეიკერსმა" NBA-ის ცხრა ტიტული მოიგო. ორჯერ გახდა ჩემპიონი WNBA-ის გუნდი "ლოს ანჯელეს სპარკსი", რომელიც ბასის იმპერიაში შედიოდა. 20010 წელს, ბასი NBA-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ბოლო პერიოდში, ავადმყოფობის გამო, ბასმა კლუბის საქმეები თავის შვილებს გადააბარა. სპორტული საკითხებით დაკავებულია მისი ვაჟი ჯიმი, კომერციული საქმეები კი ქალიშვილ ჯინის აქვს ჩაბარებული.
სმიტი პირსში იცვლება?
დღეს, ამერიკულ პრესაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ "ატლანტა ჰოქსი" მონდომებით ცდილობს რომელიმე კლუბში გაცვალოს თავისი ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი. გარიგება 21 თებერვლამდე უნდა შედგეს, როცა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დედლაინი დადგება.
როგორც Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი ამტკიცებს, "ატლანტა" "ბოსტონ სელტიქსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამ ორ გუნდს შორის გაცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს "კელტების" ვეტერანი ლიდერი პოლ პირსი. ამასთან, იმასაც ამბობენ, რომ "სელტიქსი" არ დათმობს პირსს, მაგრამ შესაძლებელია გაცვლაში მესამე გუნდის ჩართვა.
შეგახსენებთ, რომ სმიტის გადაბირებით ასოციაციის კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, "მილუოკი", "სან ანტონიო", "ფილადელფია" და "ბრუკლინი".
დერონი გამოჯანმრთელდა
"ბრუკლინ ნეტსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დერონ უილიამსმა ტრავმა მოირჩინა და მზად არის რეგულარული ჩემპიონატის უახლოეს მატჩში სათამაშოდ. ამ შეხვედრაში "ნეტსის" მეტოქე "მილუოკი" იქნება.
გამთამაშებელმა "ბრუკლინის" ორი შეხვედრა გამოტოვა ფეხის ტრავმის გამო. დერონი ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა დაზიანებას, "ყველა ვარსკვლავის უქმეების" პერიოდში კი მაიამიში ისვენებდა. გუშინ, კალათბურთელმა გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა.
ოლიმპიადა და NBA ისევ მეგობრობენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა, რომ ის არ აუკრძალავს NBA-ის მოთამაშეებს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას, მაგრამ სურვილს გამოთქვამს შემცირდეს ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის ხანგრძლივობა.
"ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დღევანდელი სიტუაცია არ შეიცვლება, - ამბობს სტერნი. - ჩვენ ვუთხარით FIBA-სა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ კარგი იქნებოდა საკალათბურთო ტურნირის ვადებში შემცირება. ის ყველაზე გრძელი შეჯიბრია თამაშებზე. გამოდის, რომ აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადაზე პირველი დღიდან ბოლომდე რჩება. რაც შეეხება, შემადგენლობებს, ამ მხრივ არანაირ ცვლილებაზე ლაპარაკი არ არის".
როუზი უკვე სრულფასოვანია
"ჩიკაგო ბულზის" მცველმა დერიკ როუზმა მიმდინარე სეზონში პირველად ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში – შარშანწინდელი სეზონის MVP გუშინ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა, - იტყობინება ESPN.
"ბულზის" ლიდერმა, რომელსაც გასული წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ვარჯიშის ბოლოს "ხუთი ხუთზე" თამაშშიც მიიღო მონაწილეობა. "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელის ტომ ტიბოდოს თქმით, როუზმა ჩვეულებრივი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და ახლა, ექიმები დაადგენენ, როგორ რეაგირებს მისი მუხლი ტრადიციულ დატვირთვებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. "ყველა ვარსკვლავის მატჩი": შეჩერებული ლებრონი და საუკეთესო პოლი