NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონის" დაუჯერებელი რევანში

AutoSharing Option
რაჟონ რონდოს გარეშე ზედიზედ შვიდი მატჩის მოგების შემდეგ "ბოსტონს" მოსალოდნელი ჩავარდნა დაეწყო. ახლა ამ გუნდს ბოლო ოთხ მატჩში სამი წაგება აქვს. "ლეიკერსი" კი პირველ მატჩს თამაშობდა თავისი მფლობელის, ჯერი ბასის გარდაცვალების შემდეგ.

იმ თამაშით, რომელიც დოკ რივერსის შეგირდებმა აჩვენეს, მათ მოგების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში სტუმრებმა მხოლოდ 44 ქულა დააგროვეს. განსაკუთრებით "გამოიჩინა" თავი პოლ პირსმა, რომელმაც დიდი შესვენებისთვის 23 ქულა დააგროვა, მეორე ნახევარში კი მხოლოდ... სამი.

საფინალო სირენამდე რვა წუთით ადრე მატჩის ბედი გარკვეული იყო,
რადგან სხვაობა 22 ქულას შეადგენდა. "ბოსტონმა" დიდი ყურადღება დაუთმო კობი ბრაიანტის ნეიტრალიზაციას, მაგრამ იმ დღეს "ლეიკერსის" სხვა მოთამაშეები ბრწყინავდნენ. 13-იდან 10 ბურთი ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა დუაიტ ჰოვარდმა, 16 მოხსნა მიითვალა კლარკმა, ნეშმა კი ფენომენალური სიზუსტე აჩვენა – შვიდიდან ექვსი ზუსტი ტყორცნა.

* * *
"ოკლაჰომამ" კინაღამ მესამე მატჩი მოუგო ამ სეზონში "ჰიუსტონს". შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით შვიდი წუთი რჩებოდა, როცა ტაბო სეფელოშამ (მცველმა, რომელიც ძირითადად დაცვაში თამაშზეა კონცენტრირებული, 28 ქულა დააგროვა და 10-იდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო) შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და მისი გუნდის უპირატესობა 14 ქულამდე გაიზარდა.

ამ მომენტში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ მასპინძლები შეძლებდნენ ასეთი ჩამორჩენის გაბათილებას, მაგრამ "რაკეტებმა" დარჩენილი დრო 29:12 მოიგეს და გამარჯვება გამოსტაცეს ფავორიტს.

ეს სასწაული მოახდინა "ოკლაჰომას" ყოფილმა მოთამაშემ ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 19-იდან 14 ტყორცნა ჩააგდო (რვიდან შვიდი სამქულიანი) და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა – 46 ქულა, რასაც 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დაემატა.

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჯერემი ლინსაც, რომლის ორი სამქულიანი მატჩის ბოლოს გადამწყვეტი აღმოჩნდა (სულ გამთამაშებლის ანგარიშზე 28 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მოდის). მასპინძლებს კარგად გამოუვიდათ კევინ დურანტის წინააღმდეგ დაცვაში თამაში. მართალია, ფორვარდმა მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი), მაგრამ თამაშიდან 13-ჯერ ისროლა და 9 ბურთი ააცილა მიზანს.

* * *
თავი შეირცხვინა "ნიუ იორკ ნიქსმა", რომელმა 34 ქულა წააგო "ინდიანასთან". სტუმრების სასტარტო ხუთეულმა მატჩი სარგებლიანობის "-103" მაჩვენებლით დაასრულა, მთლიანად გუნდმა კი 28-იდან მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდო, პირწმინდად დათმო ფარქვეშ ბრძოლა (39-54) და მეტოქის 21 შეცდომიდან მხოლოდ 19 ქულა მოიპოვა. სხვა კომენტარს ეს მატჩი არ საჭიროებს.

* * *
წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ "ტორონტომ" მოუმატა თამაშს და პლეი ოფში მოხვედრის შანსი მიიღო. ეს რუდი გეის დამსახურებაა, რომელიც კარგად მოერგო ახალ გუნდს. გეის ტორონტოში ეწვივნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები "მემფისიდან".
გეის ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში არ გამოუვიდა -15-იდან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 5 შეცდომა დაუშვა.

მიუხედავად ამისა, "ტორონტოს" ჰქონდა წარმატებული სერიის განვრცობის შანსი. მაგალითად, სირენამდე სამი წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს რენდოლფმა და კონლიმ სტუმრების 8:1 გაქცევა უზრუნველყვეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რენდოლფის თამაში. მართალია, მან 17-იდან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში, მაგრამ 17 ქულითა და 18 მოხსნით მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.

სტივმა მეჯიქს გაუსწრო
"ბოსტონ სელტიქსთან" შეხვედრაში "ლეიკერსის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა, რითაც ლიგის ყველა დროის ასისტენტებს შორის ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო. ახლა "ლეიკერსის" გამთამაშებელი მეოთხე ადგილზეა ასოციაციის ისტორიაში შედეგიანი გადაცემების რაოდენობით.

კანადელს მესამე ადგილამდე ორასზე ნაკლები პასი აშორებს. ამისთვის მას დაახლოებით 20-30 თამაში დასჭირდება.

ტოპ-ათეული
1. ჯონ სტოქტონი 15 806
2. ჯეისონ კიდი 12 004
3. მარკ ჯექსონი 10 334
4. სტივ ნეში 10 144
5. მეჯიქ ჯონსონი 10 141
6. ოსკარ რობერტსონი 9 887
7. აიზია ტომასი 9 061
8. გერი პეიტონი 8 966
9. როდ სტრიკლენდი 7 987
10. ანდრე მილერი 7 788

ძმები ერთად იქნებიან
ორი გაცვლა განხორციელდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. "საკრამენტო კინგზის" ფორვარდი ტომას რობინსონი, რომელიც 2012 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს, "ჰიუსტონში" გადავიდა სათამაშოდ. მის გარდა, "რაკეტებმა" მიიღეს "მეფეების" შემტევი მცველი ფრანსისკო გარსია და მსუბუქი ფორვარდი ტაილერ ჰონეკუტი.

თავის მხრივ, "ჰიუსტონიდან" "საკრამენტოში" გადავიდნენ ფორვარდი პატრიკ პატერსონი, ცენტრი კოლ ოლდრიჩი და მცველი ტონი დაგლასი.

* * *
"ჰიუსტონი" კიდევ ერთ ტრეიდში იყო ჩართული. მისი ფორვარდი მარკუს მორისი "ფინიქსში" გაცვალეს 2013 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანზე. ასე რომ, მორისი, რომელიც NBA-ში მეორე სეზონს ატარებს, "ფინიქსში" თავის ტყუპ ძმას - მარკიფ მორისს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ მარკუსი 2011 წლის დრაფტზე მე-13 ნომრად აირჩიეს, მარკიფი - მე-14 ნომრად.

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

ტორონტო-მემფისი 82:88
14:19, 18:24, 25:23, 25:22
ტ: ანდერსონი (19), ჯონსონი (16+5 მოხსნა), გეი (13+9 მოხსნა), ლოური (12+7 მოხსნა).
მ: რენდოლფი (17+18 მოხსნა), კონლი (17+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრინსი (11).

შარლოტი-დეტროიტი 99:105
25:28, 31:27, 20:22, 23:28
შ: უოკერი (24), სეშენსი (18+6 მოხსნა+8 პასი), მალენსი (15+6 მოხსნა), ჰენდერსონი (13+7 მოხსნა+5 პასი), კიდ-გილკრისტი (11+6 მოხსნა+3 დაფარება).
დ: ნაიტი (21+5 პასი), მონრო (19+7 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), კალდერონი (17), სტაკი (12+7 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 105:100
20:20, 23:21, 25:28, 37:31
კ: ირვინგი (35+5 მოხსნა+7 პასი), უეიტერსი (16), მაილზი (11), გი (10), ზელერი (10), ტომპსონი (9+13 მოხსნა).
ნ-ო: რობერტსი (17), ლოპესი (15), ვასკესი (13+8 პასი), სმიტი (12+6 მოხსნა), დევისი (12), რიჩარსი (11), ამინუ (4+10 მოხსნა).

ინდიანა-ნიუ იორკი 125:91
30:18, 44:26, 28:22, 23:25
ი: ჯორჯი (27+8 მოხსნა), უესტი (18+9 მოხსნა), სტივენსონი (14+5 მოხსნა), ჰილი (10+5 პასი), ჰენსბრო (10+5 მოხსნა).
ნ-ი: ჩენდლერი (19+11 მოხსნა), ენტონი (15+6 მოხსნა), კოუპლენდი (13), ფელტონი (12), ნოვაკი (11+6 მოხსნა).

ატლანტა-მაიამი 90:103
17:24, 32:21, 24:18, 17:40
ა: ჰორფორდი (27+9 მოხსნა), კორვერი (12+7 მოხსნა), სმიტი (10+9 მოხსნა+9 პასი), ჯონსონი (10).
მ: ჯეიმსი (24+6 მოხსნა+11 პასი+4 ჩაჭრა), უეიდი (20+3 ჩაჭრა), ბატიე (17), ალენი (15), ჩელმერსი (14).

მილუოკი-ბრუკლინი 94:97
29:21, 25:21, 22:26, 18:29
მ: ჯენინგსი (31+11 პასი), ელისი (14+5 პასი), ილიასოვა (12+12 მოხსნა), სანდერსი (12+13 მოხსნა+5 დაფარება), დანლივი (10+6 მოხსნა).
ბ: უილიამსი (23+8 პასი), უოტსონი (17+6 პასი+3 ჩაჭრა), ბლეტჩი (12+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 122:119
36:29, 21:33, 30:30, 35:27
ჰ: ჰარდენი (46+8 მოხსნა+6 პასი), ლინი (29+6 მოხსნა+8 პასი), პარსონსი (17+6 მოხსნა+5 ??????), აშიქი (9+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (28+10 მოხსნა+8 პასი), სეფოლოშა (28+5 მოხსნა), დურანტი (16+12 მოხსნა+11 პასი), იბაკა (16+7 მოხსნა+5 დაფარება), მარტინი (15).

მინესოტა-ფილადელფია 94:87
35:25, 21:16, 20:26, 18:20
მ: პეკოვიჩი (27+18 მოხსნა), უილიამსი (17+8 მოხსნა), კირილენკო (15+5 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), რუბიო (11+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა).
ფ: ტერნერი (17+6 მოხსნა), ჰოლიდეი (16+5 პასი+5 ჩაჭრა), უილკინსი (13), რაიტი (10).

დალასი-ორლანდო 111:96
42:30, 17:23, 24:29, 28:14
დ: მერიონი (17+8 მოხსნა), ბრენდი (17+5 მოხსნა), კარტერი (14+8 პასი), მაიო (13), ნოვიცკი (12+9 მოხსნა), ჯეიმსი (12).
ო: აფლალო (21+7 პასი+5 მოხსნა), ჰარკლესი (20+8 მოხსნა), ვუჩევიჩი (16+13 მოხსნა), ნიკოლსონი (10+7 მოხსნა), რედიკი (10).

ლეიკერსი-ბოსტონი 113:99
(36:27, 28:28, 26:21, 23:23
დ: ჰოვარდი (24+12 მოხსნა), ბრაიანტი (16+7 პასი), ჯეიმისონი (15+5 მოხსნა), კლარკი (14+16 მოხსნა), ნეში (14+7 პასი), უორლდ პისი (12), ბლეიკი (10+5 პასი).
ბ: პირსი (26+5 პასი), ლი (20), გრინი (15+7 მოხსნა), გარნეტი (12), ტერი (10).

გ. სტეიტი-ფინიქსი 108:98
33:26, 24:23, 28:27, 23:22
გ-ს: ტომპსონი (28+8 მოხსნა), ჯეკი (21), კარი (20+11 პასი), ლი (19+11 მოხსნა+5 პასი), ლენდრი (10+6 მოხსნა), ბოგუტი (7+11 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება).
ფ: დრაგიჩი (20+10 პასი+5 ჩაჭრა), ო'ნილი (17+12 მოხსნა), დადლი (15+5 პასი), სკოლა (14+10 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 51 37 14 72.5
2. ნიუ იორკი* 51 32 19 62.7
3. ინდიანა* 54 33 21 61.1
4. ბრუკლინი 55 33 22 60.0
5. ჩიკაგო 53 31 22 58.5
6. ატლანტა 52 29 23 55.8
7. ბოსტონი 54 28 26 51.9
8. მილუოკი 53 26 27 49.1
9. ფილადელფია 52 22 30 42.3
10. ტორონტო 55 22 33 40.0
11. დეტროიტი 56 22 34 39.3
12. კლივლენდი 54 17 37 31.5
13. ვაშინგტონი 52 15 37 28.8
14. ორლანდო 54 15 39 27.8
15. შარლოტი 54 13 41 24.1

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 55 43 12 78.2
2. ოკლაჰომა* 54 39 15 72.2
3. კლიპერსი* 56 39 17 69.6
4. მემფისი 53 35 18 66.0
5. დენვერი 55 34 21 61.8
6. გ. სტეიტი 54 31 23 57.4
7. იუტა 55 31 24 56.4
8. ჰიუსტონი 56 30 26 53.6
9. ლეიკერსი 55 26 29 47.3
10. პორტლენდი 54 25 29 46.3
11. დალასი 53 24 29 45.3
12. მინესოტა 51 20 31 39.2
13. ნიუ ორლეანი 55 19 36 34.5
14. საკრამენტო 55 19 36 34.5
15. ფინიქსი 55 18 37 32.7
* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 29.0
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 28.3
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 27.2
კობი ბრაიანტი (ლეი) 26.6
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.5
კაირი ირვინგი (კლივ) 23.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 22.7
სტივენ კარი (გ-სტ) 21.1
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 21.0
ტონი პარკერი (ს-ანტ) 21.0

მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 11.8
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.6
ომერ აშიქი (ჰიუ) 11.5
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 11.5
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.5
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 11.1
დევიდ ლი (გ-სტ) 10.8
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 10.4
დემარკუს კაზინსი (საკ) 9.9

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.1
კრის პოლი (კლიპ) 9.6
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 9.4
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 8.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.1
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.7
დერონ უილიამსი (ბრუკ) 7.6
ჯამირ ნელსონი (ორლ) 7.4
ხოსე კალდერონი (დეტ) 7.2

ჩაჭრა
კრის პოლი (კლიპ) 2.6
მაიკ კონლი (მემ) 2.4
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 1.9
მონტა ელისი (მილ) 1.9
ჯერემი ლინი (ჰიუ) 1.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9
კემბა უოკერი (შარ) 1.9
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 1.9
პოლ ჯორჯი (ინდ) 1.8

დაფარება
ლარი სანდერსი (მილ) 3.3
სერჟ იბაკა (ოკლ) 3.0
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.8
როი ჰიბერტი (ინდ) 2.6
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 2.3
ბრუკ ლოპესი (ბრუკ) 2.2
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.1
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.0
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 1.9
ჯავალ მაკგი (დენ) 1.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჯონსონი ბოლო წამების გმირია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული