მატჩის გმირი გახდა სტუმრების მცველი სტივენ კარი, რომელმაც თავისი გუნდის საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი მიითვალა - 54 ქულა, რაც კალათბურთელის კარიერის პირადი რეკორდი გახლავთ. გარდა ამისა, ეს არის მიმდინარე სეზონში შედეგიანობის რეკორდი. მანამდე ლიდერი "ოკლაჰომას" ფორვარდი კევინ დურანტი იყო, რომელმაც 52 ქულა ჩააგდო "დალასის" წინააღმდეგ.
თუმცა კარის ახალმა მიღწევამ "მეომრებს" გამარჯვება ვერ მოუტანა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა და მასპინძლების
"ნიუ იორკის" გამარჯვების დღეს ამ გუნდის ბანაკიდან ერთი უსიამოვნო ამბავიც გავრცელდა - გუნდის 38 წლის ფორვარდი რაშიდ უოლასი მინიმუმ რვა თვეს გამოტოვებს ტრავმის გამო. ვეტერანს ტერფის მოტეხილობა დაუდგინეს და მას ოპერაცია ელოდება. ასე რომ, ეს რეგულარული კალათბურთელისთვის დასრულებულია.
დღის განადგურება დაფიქსირდა "ოკლაჰომასა" და "ნიუ ორლეანის" მატჩში, რომელიც 45-ქულიანი სხვაობით დასრულდა. "ჰორნეტსი", ასე თუ ისე, იბრძოდა პირველ ორ მეოთხედში, მაგრამ ამ გუნდისთვის კოშმარული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც "თანდერმა" 19 ქულით წააგო. ამ მატჩში უნდა აღვნიშნოთ რასელ უესტბრუკის 29 ქულა და კევინ დურანტის სამმაგი დუბლი - 18 ქულა, 10 პასი და 11 მოხსნა.
დღის სენსაცია კი "სან ანტონიოს" საშინაო მარცხი გახდა "ფინიქსის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა რევანში აუღო "სპურსს" ორი დღის წინანდელი მარცხისთვის. თამაშის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, რომელშიც უცნაური ანგარიში დაფიქსირდა - 5:1 სტუმრების სასარგებლოდ ("სპურსში" ერთადერთი ქულა ჯარიმით ტონი პარკერმა აიღო). მათ რიგებში საუკეთესო იყო ჯერმეინ ო'ნილი ორმაგი დუბლით (22 ქულა+13 მოხსნა).
ორლანდო-საკრამენტო 101:125
22:36, 22:31, 24:31, 33:27
ო: ჰარისი (23), აფლალო (15+7 მოხსნა+6 პასი), უდრიხი (14+8 პასი), ჰარკლესი (12), მური (11+5 პასი).
ს: სალმონსი (21+5 პასი), ტორნტონი (20+8 მოხსნა), ტ. ევანსი (17+7 პასი+4 ჩაჭრა), პატერსონი (13+7 მოხსნა), კაზინსი (13), ფრედეტი (13), ჯონსონი (10+3 ჩაჭრა).
კლივლენდი-ტორონტო 103:92
20:25, 37:23, 23:23, 23:21
კ: უეიტერსი (23+6 პასი), ლივინგსტონი (15+6 პასი), ტომპსონი (14+8 მოხსნა), ელინგტონი (13+3 ჩაჭრა), სპეიტსი (11+9 მოხსნა), მაილზი (10).
ტ: დეროზანი (34), გეი (24+8 მოხსნა+6 პასი), ლოური (11+8 პასი), ჯონსონი (10+9 მოხსნა+4 დაფარება).
ნიუ იორკი-გ. სტეიტი 109:105
27:18, 31:37, 26:26, 25:24
ნ-ი: ენტონი (35+8 პასი), სმიტი (26), ჩენდლერი (16+28 მოხსნა), სტაუდმაიერი (14), ფელტონი (10+4 ჩაჭრა).
გ-ს: კარი (54+7 პასი+3 ჩაჭრა), ლენდრი (15), ჯეკი (14).
ვაშინგტონი-დეტროიტი 95:96
24:28, 31:23, 13:31, 27:14
ვ: არიზა (22+3 ჩაჭრა), ბილი (16+3 ჩაჭრა), ოკაფორი (15), სერაფინი (12).
დ: ნაითი (32), მონრო (26+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ინგლიში (10), კალდერონი (6+18 პასი).
მემფისი-დალასი 90:84
19:38, 23:17, 24:5, 24:24
მ: რენდოლფი (22+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), გასოლი (21+12 მოხსნა+5 პასი), პონდექსტერი (12), დეი (10).
დ: მერიონი (16+8 მოხსნა), ბრენდი (12), მაიო (11), ნოვიცკი (10).
ჰიუსტონი-მილუოკი 107:110
36:33, 19:22, 25:26, 27:29
ჰ: ჰარდენი (25+7 პასი+4 ჩაჭრა), პარსონსი (20), აშიქი (16+22 მოხსნა), მოტეიუნასი (13+7 მოხსნა+5 პასი), დელფინო (12), ლინი (10+7 პასი+3 ჩაჭრა).
მ: ელისი (27+13 პასი+6 ჩაჭრა), ილიასოვა (20+10 მოხსნა), დანლივი (16), რედიკი (14), ჰენსონი (12), სანდერსი (10+9 მოხსნა).
ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 119:74
30:21, 32:24, 34:15, 23:14
ო: უესტბრუკი (29), დურანტი (18+11 მოხსნა+10 პასი), იბაკა (18+7 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (14), მარტინი (14).
ნ-ო: ანდერსონი (14).
სან ანტონიო-ფინიქსი 101:105 (ო)
27:25, 25:20, 25:22, 23:33, 1:5
ს-ა: პარკერი (22+8 პასი), დანკანი (19+11 მოხსნა), ბლეირი (15), ლეონარდი (15+3 ჩაჭრა), ჯინობილი (10).
ფ: ო'ნილი (22+13 მოხსნა), სკოლა (15), დრაგიჩი (13+13 პასი), მორისი (11), გორტატი (7+15 მოხსნა).
იუტა-ატლანტა 91:102
25:30, 23:26, 18:26, 25:20
ი: ჯეფერსონი (26+11 მოხსნა), ფეივორსი (17+15 მოხსნა+3 დაფარება), ფოიე (11), ჰეივორდი (11).
ა: ჰორფორდი (34+15 მოხსნა+5 დაფარება), სმიტი (24+14 მოხსნა+7 პასი), ტიგი (19+7 პასი+3 ჩაჭრა), ჰარისი (12+3 ჩაჭრა).
პორტლენდი-დენვერი 109:111
25:31, 25:27, 32:21, 27:32
პ: ლილარდი (26), ოლდრიჯი (22), ჰიქსონი (18+14 მოხსნა), მეტიუზი (16), ლეონარდი (13), ბატუმი (10+9 პასი+5 ჩაჭრა+3 დაფარება).
დ: ლოუსონი (30+6 პასი), იგუოდალა (29+7 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), კუფოსი (11+8 მოხსნა), ფარიდი (10+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მილერი (5+10 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" დაცვა უნდა ისწავლოს