NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტონი პარკერი ერთი თვე თამშგარეთ

AutoSharing Option
არც ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში დასავლეთი კონცერენციის ლიდერი "სან ანტონიო". ამ გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა "საკრამენტოსთან" მატჩის (130:102) მესამე მეოთხედში მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

"საკრამენტოსთან" შეხვედრაში ფრანგმა კალათბურთელმა 25 წუთი გაატარა მოედანზე და 13 ქულა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა.

პოპოვიჩი აშშ-ს გაწვრთნას დათანხმადა
ამასობაში, "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა თანხმობა განაცხადა აშშ-ის ნაკრების გაწვრთნაზე.

"ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი პატივი იქნება ნაკრების თავკაცობა. მე არ ვარ გამონაკლისი საერთო წესიდან", - ამბობს პოპოვიჩი ამერიკული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ კატეგორიული უარი განაცხადა ეროვნულ გუნდში მუშაობის გაგრძელებაზე.

10-დღიანი კონტრაქტი ჰოვარდისთვის
"მაიამი ჰიტმა" გადაწყვიტა 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმის ვეტერან ფორვარდ ჯუვან ჰოვარდთან, - წერს სააგენტო AP.

ჰოვარდმა ბოლო ორი სეზონი სწორედ ფლორიდული კლუბის შემადგენლობაში გაატარა, მაგრამ გასულ ზაფხულს ვერ შეძლო ჩემპიონთა შემადგენლობაში მოხვედრა. მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას, 40 წლის კალათბურთელი ინდივიდუალური ვარჯიშებით ინარჩუნებდა სპორტულ ფორმას.

ჰოვარდს 18 სეზონი აქვს გატარებული ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მისი საშუალო კარიერული მონაგარი 13.4 ქულასა და 6.2 მოხსნას შეადგენს.

გარნეტმა ოლაჯუონს გაუსწრო
გასულ უქმეებზე "ბოსტონ სელტიქსის" მძიმე ფორვარდმა კევინ გარნეტმა 13 მოხსნა მიითვალა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში, რითაც მოხსნების ყველა დროის სიაში გაუსწრო ლეგენდარულ ცენტრს ჰაკიმ ოლაჯუვონს, რომლის მონაგარი 13 748 მოხსნა იყო. ახლა, გარნეტის მაჩვენებელი 13 756 მოხსნას უტოლდება.

"ბოსტონის" ფორვარდი შესაბამის სიაში მე-11 ადგილზე იმყოფება. სავარაუდოდ, გარნეტი მალე შეაბიჯებს ათეულში, რადგან მეათე ადგილზე მყოფ უეს ანსელდს კარიერაში 13 769 მოხსნა აქვს დაგროვებული.

მილიონი ლებრონს მეჯიქ ჯონსონისგან
ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი მზად არის ჩატენვების კონკურსის საპრიზო ფონდს ერთი მილიონი დოლარი დაამატოს, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს "მაიამის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი.

"ლებრონს უმორჩილესად ვთხოვ, მონაწილეობა მიიღოს ჩატენვების კონკურსში. მზად ვარ, ამისთვის მილიონ დოლარს შეველიო. სწორედ ეს თანხა შეხვდება კონკურსში გამარჯვებულს", - განაცხადა მეჯიქმა ESPN-ის ეთერში.

დღევანდელი წესებით, ამ კონკურესის გამარჯვებული 100 ათას დოლარს იღებს.

ლებრონ ჯეიმსს არასოდეს მიუღია მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ჩატენვების კონკურსში. არადა, რეგულარული ჩემპიონატის მატჩების წინ, მოთელვებისას ლებრონი ისეთ დანკებს ასრულებს, რომ თავისუფლად განაცხადებდა პრეტენზიას კონკურსში გამარჯვებაზე.

1 მარტი
ტორონტო-ინდიანა 81:93
13:17, 21:22, 17:25, 30:29
ტ: გეი (21), ანდერსონი (14), ლუკასი (10).
ი: ჯორჯი (22+10 მოხსნა), ჰიბერტი (18), უესტი (15+11 მოხსნა).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 88:96
23:26, 25:28, 29:19, 11:23
ვ: ბილი (29+11 მოხსნა), უოლი (16+6 პასი+3 ჩაჭრა), არიზა (15), ოკაფორი (11+10 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (30), ფელტონი (23), სმიტი (13+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (12), ჩენდლერი (6+10 მოხსნა).

ორლანდო-ჰიუსტონი 110:118
32:31, 29:33, 26:22, 23:32
ო: ჰარისი (27+10 მოხსნა), აფლალო (19), ვუჩევიჩი (18+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნიკოლსონი (17), ჰარკლესი (13), მური(9+11 პასი).
ჰ: ჰარდენი (24+7 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (21), დელფინო (21), მოტეიუნასი (17), ბევერლი (13+6 პასი+3 ჩაჭრა), ლინი (11), აშიქი (9+12 მოხსნა).

ბოსტონი-გ. სტეიტი 94:86
31:20, 19:26, 19:16, 25:24
ბ: პირსი (26+8 მოხსნა), გრინი (18+3 დაფარება), გარნეტი (7+13 მოხსნა).
გ-ს: კარი (25+6 პასი), ჰ. ბარნსი (16+3 ჩაჭრა), ტომპსონი (15+9 მოხსნა), ლენდრი (11), ლი (10+19 მოხსნა).

მაიამი-მემფისი 98:91
16:20, 26:21, 25:25, 31:25
მაი: უეიდი (22+8 პასი), ჯეიმსი (18+8 მოხსნა+10 პასი), ბატიე (14), ბოში (13), ალენი (10).
მემ: გასოლი (24+9 მოხსნა), რენდოლფი (14+9 მოხსნა), კონლი (14+8 პასი), პონდექსტერი (10).

კლივლენდი-კლიპერსი 89:105
23:31, 22:23, 23:23, 21:28
კლივ: უეიტერსი (17+6 პასი), მაილზი (16+3 ჩაჭრა), ტომპსონი (15+12 მოხსნა), ლივინგსტონი (10), სპეიტსი (10).
კლიპ: კროუფორდი (24), გრიფინი (16+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ბატლერი (13), პოლი (11+15 პასი), ოდომი (10+7 მოხსნა), ჯორდანი (10).

ბრუკლინი-დალასი 90:98
21:22, 28:26, 14:29, 27:21
ბ: უილიამსი (24+4 ჩაჭრა), ლოპესი (19+9 მოხსნა), ჯონსონი (11+6 პასი), უოტსონი (11), ევანსი (0+11 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (20+8 მოხსნა), კარტერი (20), მაიო (17).

ნიუ ორლეანი-დეტროიტი 100:95
23:27, 24:22, 27:20, 26:26
ნ-ო: ვასკესი (25+9 პასი), გორდონი (21), ანდერსონი (19+13 მოხსნა), ლოპესი (10+5 დაფარება), ამინუ (8+14 მოხსნა).
დ: მონრო (27+10 მოხსნა), ნაითი (22), მაქსიელი (10), სინგლერი (10), კალდერონი (7+11 პასი).

სან ანტონიო-საკრამენტო 130:102
34:21, 29:28, 34:20, 33:33
ს-ა: ბლეირი (16), გშრინი (15), სპლიტერი (14+11 მოხსნა), ლეონარდი (14), დანკანი (13+10 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), პარკერი (13+7 პასი), ბონერი (13), მილზი (12), ჯინობილი (9+15 პასი+3 ჩაჭრა).
ს: ტორნტონი (25), ტომასი (18), ტ. ევანსი (10).

იუტა-შარლოტი 98:68
21:9, 26:15, 21:24, 30:20
ი: კანტერი (23+22 მოხსნა), კეროლი (19+3 ჩაჭრა), ჯ. ევანსი (14+9 მოხსნა), ჰეივორდი (14), ბერქსი (10+7 მოხსნა).
შ: მალენსი (12+7 მოხსნა), სეშენსი (11).

ფინიქსი-ატლანტა 92:87
21:19, 23:20, 28:22, 20:26
ფ: დრაგიჩი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), მორისი (16), ჯონსონი (15), ო'ნილი (12).
ა: ჰორფორდი (20+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კორვერი (17+8 მოხსნა), ჰარისი (12+6 პასი), ტოლივერი (11), სმიტი (5+10 მოხსნა).

დენვერი-ოკლაჰომა 105:103
26:29, 30:18, 29:28, 20:28
დ: ჩენდლერი (35), მილერი (14+7 პასი), ბრიუერი (14+5 ჩაჭრა), ლოუსონი (11+7 პასი), კუფოსი (8+13 მოხსნა+3 დაფარება).
ო: უესტბრუკი (38), დურანტი (25+14 მოხსნა+3 დაფარება), იბაკა (17+8 მოხსნა), სეფოლოშა (8+12 მოხსნა).

2 მარტი
ფილადელფია-გ. სტეიტი 104:97
20:31, 31:23, 31:27, 22:16
ფ: ჰოლიდეი (27+7 პასი+4 ჩაჭრა), ტერნერი (22+10 მოხსნა+9 პასი), აივი (17), ტ. იანგი (14+16 მოხსნა), რაიტი (13+7 მოხსნა).
გ-ს: კარი (30+8 პასი+3 ჩაჭრა), ტომპსონი (29+3 ჩაჭრა), ლი (13+16 მოხსნა+7 პასი), ლენდრი (12).

ჩიკაგო-ბრუკლინი 96:85
27:27, 26:12, 24:20, 19:26
ჩ: ნოა (21+10 მოხსნა), ბუზერი (20+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბატლერი (13), რობინსონი (12), ჰაინრიხი (12).
ბ: ლოპესი (22+3 დაფარება), უილიამსი (14+6 პასი), ბლეტჩი (13+4 ჩაჭრა), ჯონსონი (11+5 არიეპტ), ევანსი (0+10 მოხსნა).

მილუოკი-ტორონტო 122:114 (ო)
23:32, 31:23, 28:19, 22:30, 18:10
მ: ილიასოვა (29+11 მოხსნა), ელისი (23+3 ჩაჭრა), რედიკი (16), სანდერსი (13+12 მოხსნა+5 დაფარება), ჯენინგსი (11+19 პასი), მბა ა მუტე (10).
ტ: ანდერსონი (21), ჯონსონი (19+9 მოხსნა), დეროზანი (18+9 პასი), ლუკასი (16), ფილდსი (15+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბარნიანი (11+7 მოხსნა), ლოური (10+10 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა).

პორტლენდი-მინესოტა 109:94
31:19, 20:25, 32:27, 26:23
პ: ლილარდი (24), ჰიქსონი (18+16 მოხსნა), ოლდრიჯი (17+8 მოხსნა), ლეონარდი (12+8 მოხსნა), ბატუმი (12+7 მოხსნა+3 დაფარება), კლავერი (10), მეინორი (7+12 პასი).
მ: უილიამსი (23+8 მოხსნა+3 დაფარება), რიდნური (18+6 პასი), კანინგემი (16+8 მოხსნა), ბარეა (14), რუბიო (12+9 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა).


თვის ლაურეატები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული თვის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელა: აღმოსავლეთში "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და დასავლეთში - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი.

თებერვალში ჯეიმსი თავის გუნდს 13-დან 12 მატჩის მოგებაში დაეხმარა, თანაც ეს 12 შეხვედრა ფლორიდულმა კლუბმა ზედიზედ მოიგო და სერია ახლაც გრძელდება. ჯეიმსი საშუალოდ მატჩში 29.8 ქულას, 7.8 შედეგიან გადაცემას, 7.5 მოხსნასა და 1.85 ჩაჭრას აგროვებდა.

"ლეიკერსმა" გასულ თვეში ასევე 13 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ მოიგო. თებერვალში ბრაიანტის საშუალო სტატისტიკა 23.9 ქულას, 6.7 მოხსნასა და 6.6 შედეგიან გადაცემას უდრიდა.
* * *

ტრადიციულად, გამოვლინდნენ თვის საუკეთესო დებიუტანტებიც. დასავლეთში ზედიზედ მეოთხედ დასახელდა თვის ახალბედად "პორტლენდის" გამთამაშებელი დამიენ ლილარდი. ეს კალათბურთელი ლიდერია ყველა დებიუტანტს შორის ქულებისა (18.4) და შედეგიანი გადაცემების რაოდენობით (6.4). შეგახსენებთ, რომ ლილარდმა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" მოიგო ოსტატობის კონკურსი.

აღმოსავლეთ კონფერენციაში თებერვლის საუკეთესო დებიუტანტი გახდა "კლივლენდის" მცველი დიონ უეიტერსი. გასულ თვეში მისი სტატისტიკა ასეთი იყო - 15.8 ქულა, 3.1 შედეგიანი პასი და 1.1 ჩაჭრა. სხვათა შორის, უეიტერსი აღმოსავლეთის ყველა დებიუტანტს შორის საუკეთესოა შედეგიანობისა და პასების რაოდენობით.

რაც შეეხებათ გასული თვის მწვრთნელებს, საუკეთესოებად დასახელდნენ "მაიამის" დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა (აღმოსავლეთი) და "მემფისის" თავკაცი ლიონელ ჰოლინზი (დასავლეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სასწაული ნოასგან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული