"მწვანეების" ანგარიშზე 34 შედეგიანი გადაცემა და თამაშიდან ჩაგდებული 42 ბურთი იყო.
* * *
"ოკლაჰომამ" "ლეიკერსის" წინააღმდეგ თითქმის იდეალური თამაში ჩაატარა შეცდომების მხრივ - "თანდერს" მხოლოდ ორი დაკარგვა ჰქონდა. ამით გუნდმა გაიმეორა "მილუოკისა" (2006) და "კლივლენდის" (2009) რეკორდი, როცა მათ ასევე ორი შეცდომა დაუშვეს. მიუხედავად შეცდომებში ასეთი განსხვავებისა, "ლეიკერსი" მთელი მატჩი დაძაბულობაში ამყოფებდა მასპინძლებს, რომლებიც, "ბოსტონის" მსგავსად, თითქმის მთელი შეხვედრა 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ.
მაგრამ მეოთხე მეოთხედში სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. თუმცა იბაკას სამქულიანმა და რასელ უესტბრუკის ბრწყინვალე თამაშმა (ბოლო 28 წლის განმავლობაში ის გახდა მეორე გამთამაშებელი, რომელმაც ერთი შეცდომის ფონზე 37 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა) გამარჯვებულის საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან. ამასთან, მატჩის დიდი ნაწილი იდაყვის ტრავმით თამაშობდა კობი ბრაიანტი, რომელმაც დაზიანება პირველ მეოთხედში მიიღო. მან ნეშის გარდა, პარტნიორებისგან დახმარება ვერ მიიღო. ჰოვარდი მხოლოდ მოხსნების აღებით იყო დაკავებული, შეტევაში კი თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, თან ექვსი პერსონალურის მიღება მოსწრო.
კალიფორნიელებმა მთლიანად ჩააგდეს სამწამიანიდან შეტევა (22-52) და მხოლოდ 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. ასეთი თამაშით შეუძლებელია ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება. სხვათა შორის, "ლეიკერსმა" ამ სეზონში 13-დან 12 მატჩი წააგო დასავლეთის იმ გუნდებთან, რომლებიც ცხრილში მის ზემოთ იმყოფებიან.
* * *
"დენვერმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, "ნაგეტსს" ვერ გაუძლო "საკრამენტომ", რომელმაც ბოლო დროს, ღირსეული თამაშის ჩვენება დაიწყო. "მეფეები" ამ მატჩშიც ეწინააღმდეგებოდნენ მეტოქეს, მაგრამ მესამე მეოთხედში "ნაგეტსის" ზეწოლას ვერ გაუძლეს, ბოლო მეოთხედში კი დაწევის შანსი აღარ ჰქონიათ. კვლავ გამოაჟღავნა სნაიპერის თვისებები მარკუს ტორნტონმა, მაგრამ მას კარგად უპასუხეს ტაი ლოუსონმა და დანილო გალინარიმ, რომლებმაც ერთად 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდეს. ტრადიციულად, ჯორჯ კარლის გუნდმა მეტოქეს სწრაფი გარღვევებით და სამწამიანში ბრძოლით აჯობა. "დენვერი" აშკარად ფორმაში შევიდა, თანაც საუკეთესო კონდიციებშია არა ერთი ან ორი მოთამაშე, არამედ ხუთი კაცი, გარდა ამისა, სათადარიგოთა სკამიდან სარგებლობა პრაქტიკულად ყველა მატჩში ჩანს.
ფილადელფია-ბოსტონი 101:109
23:26, 23:27, 28:26, 27:30
ფ: ტ. იანგი (19+10 მოხსნა), ჰოლიდეი (18+5 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), ტერნერი (18+9 მოხსნა+7 პასი), ჰოიესი (14+6 მოხსნა), რაიტი (10+7 მოხსნა), აივი (10+3 ჩაჭრა), მოლტრი (10).
ბ: ბრედლი (22+7 მოხსნა+5 პასი), პირსი (18+11 მოხსნა+7 პასი), გარნეტი (18+6 მოხსნა), გრინი (16+5 პასი), ჯორ. კროუფორდი (12).
ოკლაჰომა-ლეიკერსი 122:105
37:28, 34:27, 26:34, 25:16
ო: უესტბრუკი (37+10 მოხსნა+5 პასი), დურანტი (26+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), იბაკა (13+6 მოხსნა), მარტინი (11+5 პასი), ფიშერი (10), ჯექსონი (10).
ლ: ბრაიანტი (30), ნეში (20), კლარკი (13+11 მოხსნა), ჰოვარდი (6+16 მოხსნა).
საკრამენტო-დენვერი 113:120
22:24, 28:26, 29:36, 34:34
ს: ტორნტონი (32), ტომასი (23+8 პასი), ტომპსონი (18+6 მოხსნა), სალმონსი (11), კაზინსი (8+13 მოხსნა+5 დაფარება).
დ: ლოუსონი (24+7 პასი), გალინარი (23), ფარიდი (19+12 მოხსნა), მილერი (16+7 პასი), კუფოსი (15+8 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები მონტა ელისი და ტაი ლოუსონი არიან