რეგულარული ჩემპიონატი: ამბები "ლეიკერსიდან"

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი მწვრთნელი ფილ ჯექსონი არ ივიწყებს კალიფორნიულ კლუბს და პენსიაში მყოფიც ცდილობს ყოფილი შეგირდების დახმარებას.

როგორც იტყობინებიან, ფილი ეხმარება "ლეიკერსის" ცენტრს დუაიტ ჰოვარდს რჩევებით, რის შესახებაც პრესას "ლეიკერსის" ცენტრმა აცნობა.

"დიახ, ფილი მხარს მიჭერს, მაძლევს სასარგებლო რჩევებს. მან კარგად იცის, რა მდგომარეობაშია კალათბურთელი, რომელსაც ზურგზე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯექსონმა მითხრა, რომ სრულად აღდგენისთვის დაახლოებით ერთი წელი მჭირდება. ასე რომ, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს", - განაცხადა ჰოვარდმა.

თავად ფილმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა დაახლოებით ორი წლის წინ დაასრულა, Sports Illustrated-ისთვის
მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ სეზონში დუაიტის სუსტი თამაში უკავშირდება არა გადატანილი ტრავმის შედეგებს, არამედ ამჟამინდელი მწვრთნელის, მაიკ დ’ენტონის სათამაშო სისტემასთან შეუთავსებლობას.

* * *
ამასობაში "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ იდაყვის ტრავმა არ შეუშლის ხელს რეგულარული ჩემპიონატის გაგრძელებაში.

ბრაიანტმა დაზიანება ორი დღის წინ, "ოკლაჰომასთან" მატჩში მიიღო, რომელშიც კალიფორნიელთა ლიდერმა 30 ქულა დააგროვა, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო - 105:122.

"ყოველ ჯერზე, როცა იდაყვში ხელის მოხრას ან გაშლას ვცდილობ, ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ გავაგრძელებ თამაშს, რადგან მოვიდა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დრო", - თქვა ბრაიანტმა. სხვათა შორის, 7 მარტს კობიმ "ნიუ ორლეანს" 42 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს სეზონში 31-ე მატჩი მოაგებინა.

* * *
"ლეიკერსის" ბანაკიდან გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია გუნდის ესპანელ ლეგიონერს, პაუ გასოლს უკავშირდება. კალათბურთელს იმედი აქვს, რომ სულ მალე მიიღებს ექიმებისგან მოედანზე გასვლის ნებართვას. შეგახსენებთ, რომ პაუმ კუნთის ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო. თავდაპირველად, ექიმებს კუნთის გაწყვეტაზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ გასოლი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

ამ სეზონში ესპანელი საშუალოდ 13.3 ქულასა და 8.1 მოხსნას აგროვებს.

მალე დაიწყებს
"ჩიკაგო ბულზმა" ტრავმირებულთა სიიდან გამოიყვანა თავისი ლიდერი დერიკ როუზი და შარშანწინდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ყოველდღე ელიან მოედანზე.

"ის ძალიან მალე დაბრუნდება. როცა დერიკი მზად იქნება, მე მას სათამაშო დროს მივცემ, - ამბობს "ჩიკაგო" დამრიგებელი ტომ ტიბოდო. - ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ მან გაიუმჯობესოს თავისი კონდიციები და მაქსიმალური კონცენტრაცია რეაბილიტაციის პროცესზე გააკეთოს. ახლა, უბრალოდ, მცირედი მოთმინება გვჭირდება".

აქამდე NBA-ს თამაშების ოქმებში როუზის სტატუსი იყო - "თამაშგარეთ გაურკვეველი ვადით". შეგახსენებთ, რომ როუზი შარშანდელი პლეი ოფის შემდეგ არ გასულა მოედანზე.

რეგულარული ჩემპიონატი

შარლოტი-ბრუკლინი 78:99
29:26, 24:17, 9:28, 16:28
შ: კიდ-გილკრისტი (17), გორდონი (16), ჰენდერსონი (11), უოკერი (10+8 პასი+3 ჩაჭრა).
ბ: ჯონსონი (22), უილიამსი (20+8 პასი), ლოპესი (16+3 დაფარება), ევანსი (6+16 მოხსნა).

კლივლენდი-იუტა 104:101
23:19, 26:32, 19:25, 36:25
კ: ირვინგი (20+7 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (16+12 მოხსნა+3 დაფარება), ელინგტონი (16+6 მოხსნა), გი (15), სპეიტსი (14+7 მოხსნა), მაილზი (12).
ი: ჰეივორდი (25+7 პასი+3 ჩაჭრა), კანტერი (17+7 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა), ბერქსი (14), ფოიე (11), ფეივორსი (6+12 მოხსნა+4 დაფარება).

ინდიანა-ბოსტონი 81:83
27:19, 22:23, 19:16, 13:25
ი: ჯორჯი (16+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰილი (14), ჰიბერტი (12+12 მოხსნა+6 დაფარება), სტივენსონი (12+5 ჩაჭრა), უესტი (11+16 მოხსნა).
ბ: გარნეტი (18+10 მოხსნა), პირსი (13+8 მოხსნა), ბრედლი (13), გრინი (11+7 მოხსნა), ტერი (10).

ატლანტა-ფილადელფია 107:96
26:19, 33:28, 32:23, 16:26
ა: ტიგი (27+11 პასი), ჰორფორდი (21+12 მოხსნა+6 პასი), ტოლივერი (21+8 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა).
ფ: უილკინსი (21+6 მოხსნა), რაიტი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტ. იანგი (16+6 მოხსნა), ჰოლიდეი (11+12 პასი), ჰოიესი (8+11 მოხსნა).

მაიამი-ორლანდო 97:96
25:18, 30:22, 22:34, 20:22
მ: ჯეიმსი (26), უეიდი (24+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბოში (17+10 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (25+21 მოხსნა), ნელსონი (16+14 პასი+3 ჩაჭრა), ჰარისი (16+7 მოხსნა), აფლალო (13+5 პასი), ჰარკლესი (12+3 ჩაჭრა).

დეტროიტი-ნიუ იორკი 77:87
19:24, 19:20, 27:21, 12:22
დ: ნაითი (17), მაქსიელი (14+9 მოხსნა), სინგლერი (13+8 მოხსნა), ჟერებკო (12), კალდერონი (10+16 პასი).
ნ-ი: ფელტონი (26+6 მოხსნა), სტაუდმაიერი (22+9 მოხსნა), სმიტი (20+5 პასი+4 ჩაჭრა), ჩენდლერი (2+11 მოხსნა).

მემფისი-პორტლენდი 91:85
18:26, 20:24, 27:17, 26:18
მ: გასოლი (23+12 მოხსნა), კონლი (20+6 პასი), ბეილესი (13), ალენი (10+7 მოხსნა).
პ: ლილარდი (20), ჰიქსონი (12+13 მოხსნა), მეინორი (12), მეტიუზი (11), ოლდრიჯი (10+10 მოხსნა+6 პასი), ბატუმი (10).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 102:108
28:28, 39:20, 26:27, 9:33
ნ-ო: გორდონი (18+5 პასი), ვასკესი (15+12 პასი), ანდერსონი (14+6 მოხსნა), ლოპესი (13+11 მოხსნა), დევისი (13+6 მოხსნა), ამინუ (12+16 მოხსნა+3 დაფარება), რივერსი (10).
ლ: ბრაიანტი (42+7 მოხსნა+12 პასი), ჰოვარდი (20+15 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება), მიქსი (19), უორლდ პისი (11).

მინესოტა-ვაშინგტონი 87:82
24:29, 24:14, 17:20, 22:19
მ: უილიამსი (16+8 მოხსნა), რუბიო (15+7 მოხსნა+11 პასი+6 ჩაჭრა), რიდნური (15), ბარეა (12), კანინგემი (11).
ვ: უოლი (19+7 პასი+3 ჩაჭრა), არიზა (16+7 მოხსნა+6 პასი), ნენე (12+8 მოხსნა+7 არიეპტ), უებსტერი (11+7 მოხსნა), ოკაფორი (10+14 მოხსნა).

დალასი-ჰიუსტონი 112:108
34:25, 26:31, 27:27, 25:25
დ: ნოვიცკი (22), მერიონი (22), კარტერი (16+7 მოხსნა), მაიო (13+6 მოხსნა+12 პასი), რაიტი (12).
ჰ: ჰარდენი (28+9 პასი), პარსონსი (23), აშიქი (12+15 მოხსნა), ლინი (12), დელფინო (11+6 მოხსნა).

სან ანტონიო-ჩიკაგო 101:83
22:23, 25:29, 25:16, 29:15
ს-ა: დანკანი (18+10 მოხსნა+5 დაფარება), ჯინობილი (18+9 პასი), ლეონარდი (14+7 მოხსნა), სპლიტერი (13+10 მოხსნა), მილზი (13).
ჩ: ბელინელი (21+7 პასი), დენგი (19+7 მოხსნა), ტიგი (11), ბუზერი (10+8 მოხსნა), ნოა (8+13 მოხსნა+4 დაფარება).

ფინიქსი-ტორონტო 71:98
24:28, 16:26, 15:18, 16:26
ფ: მარკუს მორისი (12).
ტ: დეროზანი (15+6 მოხსნა), ჯონსონი (14+6 მოხსნა), ტელფეირი (13+7 პასი+4 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (10), ანდერსონი (10), როსი (10).

კლიპერსი-მილუოკი 117:101
34:32, 32:26, 23:24, 28:19
კ: კროუფორდი (25+3 ჩაჭრა), გრიფინი (23+11 მოხსნა+11 პასი), ბარნსი (20), პოლი (14+9 პასი), ჯორდანი (10+6 მოხსნა).
მ: ელისი (22+6 პასი), ილიასოვა (20), ჯენინგსი (18+12 პასი), სანდერსი (11+7 მოხსნა), დანლივი (10).

გ. სტეიტი-საკრამენტო 87:83
28:21, 13:23, 28:19, 18:20
გ-ს: ტომპსონი (20), ლი (17+10 მოხსნა), ბარნსი (14), კარი (13+8 პასი), ჯეკი (12).
ს: ტომპსონი (17+8 მოხსნა), პატერსონი (15+8 მოხსნა), დაგლასი (10+6 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. მაიამი* 59 45 14 76.3
2. ნიუ იორკი* 58 37 21 63.8
3. ინდიანა* 61 38 23 62.3
4. ბრუკლინი 61 35 26 57.4
5. ატლანტა 60 34 26 56.7
6. ჩიკაგო 61 34 27 55.7
7. ბოსტონი 60 33 27 55.0
8. მილუოკი 59 30 29 50.8
9. ტორონტო 62 24 38 38.7
10. ფილადელფია 60 23 37 38.3
11. დეტროიტი 63 23 40 36.5
12. კლივლენდი 61 21 40 34.4
13. ვაშინგტონი 59 19 40 32.2
14. ორლანდო 62 17 45 27.4
15. შარლოტი 61 13 48 21.3

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 62 48 14 77.4
2. ოკლაჰომა* 60 44 16 73.3
3. კლიპერსი* 63 44 19 69.8
4. მემფისი 59 40 19 67.8
5. დენვერი 62 40 22 64.5
6. გ. სტეიტი 62 35 27 56.5
7. ჰიუსტონი 62 33 29 53.2
8. იუტა 61 32 29 52.5
9. ლეიკერსი 62 31 31 50.0
10. პორტლენდი 60 28 32 46.7
11. დალასი 63 27 33 45.0
12. მინესოტა 58 21 37 36.2
13. ფინიქსი 61 21 40 34.4
14. ნიუ ორლეანი 62 21 41 33.9
15. საკრამენტო 63 21 42 33.3
* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.6
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 28.2
კობი ბრაიანტი (ლეი) 27.6
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 27.0
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.3
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.6
კაირი ირვინგი (კლივ) 23.2
სტივენ კარი (გ-სტ) 22.1
დუეინ უეიდი (მაი) 21.7
ტონი პარკერი (ს-ანტ) 21.0

მოხსნა
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 12.1
ომერ აშიქი (ჰიუ) 11.7
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.6
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.4
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 11.4
დევიდ ლი (გ-სტ) 11.3
ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 11.3
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 10.5
ელ ჰორფორდი (ატლ) 10.0
დემარკუს კაზინსი (საკ) 9.9

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 11.1
კრის პოლი (კლიპ) 9.5
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 9.4
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 8.6
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 7.8
ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.6
ჯამირ ნელსონი (ორლ) 7.5
დერონ უილიამსი (ბრუკ) 7.5
ხოსე კალდერონი (დეტ) 7.5
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.2

ჩაჭრა
კრის პოლი (კლიპ) 2.4
მაიკ კონლი (მემ) 2.2
მონტა ელისი (მილ) 2.0
კემბა უოკერი (შარ) 1.9
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 1.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9
ჯეისონ კიდი (ნ-იორკ) 1.8
ჯერემი ლინი (ჰიუ) 1.8
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 1.8
პოლ ჯორჯი (ინდ) 1.8

დაფარება
ლარი სანდერსი (მილ) 3.2
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.9
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.8
როი ჰიბერტი (ინდ) 2.7
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 2.3
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.3
ბრუკ ლოპესი (ბრუკ) 2.2
ჯავალ მაკგი (დენ) 2.1
ჯოშ სმიტი (ატლ) 2.0
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 1.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსს" ლიდერებთან უჭირს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული