NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
"ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებელი ჯონ უოლი და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი უოლი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა, თავად კი საშუალოდ მატჩში 24.0 ქულას (მეოთხე ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში), 5.5 მოხსნას, 11.0 შედეგიან პასსა (მეორე კონფერენციაში) და 2.5 ჩაჭრას (მესამე კონფერენციაში) აგროვებდა. თან უოლი თამაშიდან 61.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამ მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი.

ოლდრიჯის კარგი თამაშის წყალობით, “პორტლენდმა” გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო. ლამარკუსი პირველი იყო ლიგაში ქულების
საშუალო რაოდენობით - 27.0, რასაც 10.7 მოხსნა (მეშვიდე კონფერენციაში), 3.0 შედეგიანი პასი და 3.0 დაფარება დაუმატა. გასულ კვირას, ოლდრიჯმა ყველა შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.

უოლის კვირა
12 მარტი. კლივლენდი-ვაშინგტონი 95:90. 27 ქულა, 14 პასი.
13 მარტი. ვაშინგტონი-მილუოკი 106:93. 23 ქულა, 6 მოხსნა, 10 პასი, 4 ჩაჭრა.
15 მარტი. ვაშინგტონი-ნიუ ორლეანი 96:87. 29 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

ბრაიანტის კვირა
12 მარტი. პორტლენდი-მემფისი 97:102. 28 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება.
14 მარტი. პორტლენდი-ნიუ იორკი 105:90. 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 დაფარება.
16 მარტი. პორტლენდი-დეტროიტი 112:101. 31 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), კოსტას კუფოსი ("დენვერი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), რიკი რუბიო ("მინესოტა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა") და ტიმ დანკანი ("სან ანტონიო").

ფილადელფია-პორტლენდი 101:100
32:28, 26:22, 20:22, 23:28
ფ: ჰოლიდეი (27+8 მოხსნა+6 პასი), ტ. იანგი (19+5 პასი+4 ჩაჭრა), ჰოიესი (18+13 მოხსნა+4 პასი), რაიტი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), უილკინსი (12+6 პასი).
პ: ოლდრიჯი (32+14 მოხსნა), ლილარდი (27+7 მოხსნა+7 პასი).

შარლოტი-ვაშინგტონი 119:114
32:29, 31:30, 31:30, 25:25
შ: ჰენდერსონი (27+8 პასი), გორდონი (19), უოკერი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), მაკრობერტსი (17+7 მოხსნა), მალენსი (12), კიდ-გილკრისტი (11+7 მოხსნა), პარგო (11+6 პასი).
ვ: უოლი (25), ნენე (21+7 მოხსნა+7 პასი), ოკაფორი (17+9 მოხსნა), ტემპლი (17), უებსტერი (12).

კლივლენდი-ინდიანა 90:111
24:27, 21:33, 17:27, 28:24
კ: მაილზი (21), ტომპსონი (20+11 მოხსნა).
ი: გრინი (20+6 მოხსნა), ჰენსბრო (18+11 მოხსნა), ჯორჯი (14), ჰიბერტი (12+9 მოხსნა+5 დაფარება), პენდეგრაფი (11+7 მოხსნა).

ატლანტა-დალასი 113:127
25:34, 30:34, 30:30, 28:29
ა: ტიგი (19+7 პასი), ჰორფორდი (16+11 მოხსნა), სმიტი (13+6 პასი), ტოლივერი (12), კორვერი (11), ჰარისი (10), ჯონსონი (10), ჯენკინსი (10).
დ: კოლისონი (24), ნოვიცკი (22+6 მოხსნა), მაიო (17), კამანი (14+7 მოხსნა), კარტერი (13), რაიტი (12+8 მოხსნა).

დეტროიტი-ბრუკლინი 82:119
23:36, 22:23, 14:31, 23:29
დ: ბაინუმი (18+6 პასი), მონრო (17+7 მოხსნა), ინგლიში (10), სტაკი (10).
ბ: უილიამსი (31), ლოპესი (18+7 მოხსნა), ბლეტჩი (15+8 მოხსნა), ჯონსონი (13), სტეკჰაუსი (10), ბრუქსი (10), ევანსი (6+11 მოხსნა).

ბოსტონი-მაიამი 103:105
31:19, 28:34, 23:25, 21:27
ბ: გრინი (43+7 მოხსნა+4 დაფარება), პირსი (17+8 მოხსნა+8 პასი), ლი (13).
მ: ჯეიმსი (37+7 მოხსნა+12 პასი), ჩელმერსი (21), უეიდი (16+7 მოხსნა+6 პასი), ბოში (13).

ჩიკაგო-დენვერი 118:119 (ო)
20:21, 25:32, 28:26, 32:26, 13:14
ჩ: რობინსონი (34+7 პასი), დენგი (21), ბელინელი (18+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბატლერი (15+7 მოხსნა+3 დაფარება), ნოა (14+12 მოხსნა+6 პასი+7 დაფარება), ბუზერი (14+9 მოხსნა).
დ: ჩენდლერი (35+9 მოხსნა), ბრიუერი (16+3 ჩაჭრა), ლოუსონი (13), იგუოდალა (12+10 მოხსნა+3 დაფარება), მაკგი (12), გალინარი (11+7 მოხსნა).

მემფისი-მინესოტა 92:77
22:20, 23:19, 29:14, 18:24
მემ: კონლი (20+6 პასი), გასოლი (16+8 მოხსნა+4 დაფარება), ბეილესი (15), რენდოლფი (14+10 მოხსნა), პრინსი (12+14 მოხსნა).
მინ: შვედი (12), ჟელაბალი (11+7 მოხსნა), ბარეა (11).

ნიუ ორლეანი-გ. სტეიტი 72:93
22:19, 14:26, 25:24, 11:24
ნ-ო: ანდერსონი (21+9 მოხსნა), დევისი (16+7 მოხსნა), ვასკესი (14+9 პასი).
გ-ს: კარი (30+7 მოხსნა), ლი (20+11 მოხსნა), ტომპსონი (13).

ფინიქსი-ლეიკერსი 99:76
21:25, 26:19, 24:22, 28:10
ფ: ჯონსონი (14+9 მოხსნა), სკოლა (14+9 მოხსნა), დადლი (13+6 მოხსნა), დრაგიჩი (12+10 პასი), მარშალი (11), ბიზლი (10+6 მოხსნა).
ლ: ნეში (19), ჰოვარდი (16+11 მოხსნა), ბლეიკი (13), უორლდ პისი (12+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), კლარკი (4+10 მოხსნა).

იუტა-ნიუ იორკი 83:90
21:23, 23:19, 19:24, 20:24
ი: ჰეივორდი (17+4 დაფარება), მილსეპი (12), ჯეფერსონი (10+11 მოხსნა), მარვ. უილიამსი (10+6 მოხსნა), ფეივორსი (7+13 მოხსნა).
ნ-ი: სმიტი (20), ფელტონი (19+3 ჩაჭრა), კოუპლენდი (14+6 მოხსნა).

ბაინუმს თამაში არ დასცალდა
უიღბლო გამოდგა 2012-13 წლების სეზონი "ფილადელფია სიქსერზის" ცენტრ ენდრიუ ბაინუმისთვის. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ტონი დილეომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კალათბურთელი ორივე მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გადაიტანს, რის გამოც "ლეიკერსის" ყოფილი ცენტრი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

"მრავალთვიანი რეაბილიტაციისა და ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ოპერაცია შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება", - განაცხადა დილეომ.
შეგახსენებთ, რომ მუხლების ტრავმის გამო, ბაინუმს წლევანდელ სეზონში არც ერთი მატჩი არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამი" 22-მდე ავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული