"ლეიკერსმა" შაკილ ო'ნილი დააფასა

AutoSharing Option
"ლეიკერსისა" და "დალასის" მატჩის შესვენებისას მეტად ამაღელვებელი ცერემონია გაიმართა - კალიფორნიული გრანდის ხელმძღვანელობამ ლეგენდარული ცენტრის, შაკილ ო'ნილის ღვაწლის დაფასება გადაწყვიტა და მისი 34-ნომრიანი მაისურა Staples Center-ის არენის თაღზე დაკიდა. სწორედ ამ ნომრით თამაშობდა შაკი რვა სეზონი "ლეიკერსში" და სამჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

ცერემონიის დროს ო'ნილს სიტყვით მიესალმნენ: "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, ყოფილი მწვრთნელი ფილ ჯექსონი, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჯინი ბასი.

შაკილ ო'ნილი მეცხრე კალათბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, რომლის სათამაშო ნომერი სამუდამოდ არის ამოღებული ხმარებიდან. ესენი არიან:

13. უილტ ჩემბერლენი
22. ელჯინ
ბეილორი
25. გეილ გუდრიჩი
32. ირვინ ჯონსონი
33. ქარიმ აბდულ-ჯაბარი
42. ჯეიმს უორთი
44. ჯერი უესტი
52. ჯამაალ უილკსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული