NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" "დალასი" ჩამოიშორა

AutoSharing Option
დღის პრინციპული დაპირისპირება შედგა ლოს ანჯელესში - დასავლეთის პლეი ოფის მერვე საგზურისთვის მებრძოლი "ლეიკერსი" და "დალასი" ხვდებოდნენ ერთმანეთს. "მავერიქსმა" ვერ შეძლო ამ მატჩში თავისი ამბიციების დადასტურება. კობი ბრაიანტის ბრწყინვალე მარათონულმა თამაშმა "დალასი", პრაქტიკულად, არდადეგებზე გაამგზავრა. კობიმ 47 წუთი გაატარა მოედანზე და კარიერაში მე-19 სამმაგი დუბლი მიითვალა.

პირველივე წუთიდან გამოჩნდა "ლეიკერსის" მონდომება. სტუმრები თავიდან ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ, თან ერთი მომენტში მასპინძლები აშკარად მოდუნდნენ, თუმცა იქვე "გაისროლა" ირლ კლარკმა, რომელიც მეორე მეოთხედში თავისიანების გაქცევის (13:2) მთავარი სულისჩამდგმელი გახდა, რამაც სერიოზულად გატეხა სტუმრების
წინააღმდეგობა. პირველი ტაიმის შემდეგ კალიფორნიელთა უპირატესობა 15 ქულას შეადგენდა.

მეორე ნახევარში დალასელებმა დაცვაში მოუმატეს თამაშს, მაგრამ შვიდ ქულაზე ახლოს მეტოქესთან ვერ მივიდნენ. როგორც კი ეს სხვაობა დაფიქსირდა, მაშინვე იმავე კლარკმა და ჯეიმისონმა 9:0 სპურტი მოაწყვეს. სირენამდე ხუთი წუთით ადრე "დალასმა" ისევ შეძლო მეტოქესთან შვიდ ქულამდე მიახლოება.

სწორედ ამ მომენტში დირკ ნოვიცკიმ ტექნიკური ჯარიმა მიიღო მსაჯებთან კამათისთვის. ბრაიანტმა ეს ტექნიკური ფოლი გამოიყენა, რაც ფინალური გაქცევის (16:1) დასაწყისი აღმოჩნდა. საპასუხო შეტევების მხრივ, "დალასს" სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნოვიცკიმ ზედიზედ ოთხი საჯარიმო ააცილა.

"ლეიკერსს" შვიდი დარჩენილი შეხვედრიდან ხუთი საკუთარ მოედანზე აქვს ჩასატარებელი, თუმცა ამ მატჩების უმეტესობა პლეი ოფის გუნდებთან ელის. "ლეიკერსის" მთავარ კონკურენტს "იუტას" რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე შვიდი მატჩი დარჩა, საიდანაც ოთხი საშინაო და სამი - გასვლითია, თუმცა მეტოქეები შედარებით იოლი ჰყავს.

იუტას კალენდარი
03.04 - იუტა-დენვერი
05.04 - იუტა-ნიუ ორლეანი
07.04 - გ. სტეიტი-იუტა
09.04 - იუტა-ოკლაჰომა
12.04 - იუტა-მინესოტა
15.04 - მინესოტა-იუტა
17. 04 - მემფისი-იუტა

ლეიკერსის კალენდარი
05.04 - ლეიკერსი-მემფისი
07.04 - კლიპერსი-ლეიკერსი
09.04 - ლეიკერსი-ნიუ ორლეანი
10.04 - პორტლენდი-ლეიკერსი
12.04 - ლეიკერსი-გ. სტეიტი
14.04 - ლეიკერსი-სან ანტონიო
17.04 - ლეიკერსი-ჰიუსტონი

ლეიკერსი-დალასი 101:81
24:21, 31:19, 17:21, 29:20
ლ: ჰოვარდი (24+12 მოხსნა), ბრაიანტი (23+11 მოხსნა+11 პასი+4 ჩაჭრა), კლარკი (17+12 მოხსნა+5 დაფარება), გასოლი (14+10 მოხსნა+6 პასი), ბლეიკი (11+5 მოხსნა).
დ: კამანი (14+6 მოხსნა), მაიო (12+5 მოხსნა), ნოვიცკი (11+5 მოხსნა+6 პასი), კოლისონი (11+6 პასი+3 ჩაჭრა), კარტერი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლეიკერსმა" შაკილ ო'ნილი დააფასა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული