ამარე ნიუიორკელია

AutoSharing Option
თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასული ტოპვარსკვლავებიდან ამარე სტაუდმაიერია პირველი, ვინც თავისი მომავალი კარიერის გარშემო ჩამოყალიბდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ფინიქსის" აწ უკვე ყოფილი მძიმე ფორვარდი "ნიუ იორკ ნიქსში" გააგრძელებს კარიერას.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, სტაუდმაიერი ნიუიორკულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 100 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ გარიგების შემდეგ "ნიქსის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი მაღალი დონის თავისუფალ აგენტს გაიფორმებს. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსია, რომელიც გუშინდელი ტრანსფერის შემდეგ უნდა დარწმუნებულიყო, რომ "ნიუ იორკს" სერიოზული მიზნები გააჩნია და მართლაც საჩემპიონო გუნდს
აშენებს.

28 წლის სტაუდმაიერი ბოლო რვა სეზონია "ფინიქსში" თამაშობდა. 2002 წელს სწორედ ამ კლუბმა აირჩია ფორვარდი დრაფტის მეცხრე ნომრად. ბოლო სეზონში ამარე საშუალოდ 23.1 ქულას, 8.9 მოხსნასა და 1.0 დაფარებას აგროვებდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული