24 პასი და ორი სამმაგი დუბლი

AutoSharing Option
გასული უქმეების ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ფლორიდული დერბი იყო - "მაიამი" "ორლანდოს" წინააღმდეგ. აღმოსავლეთი კონფერენციის ორი ლიდერის შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას თვით NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი სტუმრობდა. თუმცა შეხვედრამ არ გაამართლა მოლოდინი, რადგან "ჰიტს" არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია დუაიტ ჰოვარდის გუნდისგან. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძელთა "დიდმა ტრიომ" მესამე მეოთხედის დასაწყისში 14:0 გაქცევა მოაწყო და ამის შემდეგ მატჩი სპოელსტრას შეგირდების კარნახით მიდიოდა. საუკეთესო მოთამაშედ დუეინ უეიდი დასახელდა, რომელიც "ჰიტის" გადამწყვეტი სპურტის სულისჩამდგმელი იყო.

"ორლანდომ" თავისი მთავარი კოზირიც ვერ
გამოიყენა და მოხსნებში წააგო "მაიამისთან" - 40:51. სტუმართა რიგებში მხოლოდ დუაიტ ჰოვარდის გამორჩევა შეიძლება (19 ქულა და 7 მოხსნა), მაგრამ მან ექვსი პერსონალურის გამო ნაადრევად დაასრულა შეხვედრა. ძირითადის სხვა მოთამაშეები საშინლად გამოიყურებოდნენ. ლუისმა და რიჩარდსონმა თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდეს, კარტერმა და ნელსონმა კი ჯამში 14 ქულას მოუყარეს თავი. "ორლანდომ" მხოლოდ 70 ქულა ჩააგდო, რაც ამ გუნდის ყველაზე დაბალი შედეგიანობაა 2005 წლის დეკემბრის შემდეგ.

შაბათი რაჟონ რონდოს გმირობითაც იყო გამორჩეული. "ბოსტონის" გამთამაშებელმა სეზონში პირველი სამმაგი დუბლითა და 24 (!) შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი. ეს მაჩვენებელი რონდოს პირადი რეკორდი გახლავთ, საკლუბო რეკორდამდე კი სულ ცოტა - 4 გადაცემა დააკლდა ("ბოსტონის" აბსოლუტური რეკორდსმენია ლეგენდარული ბობ კოუზი, რომელმაც 1959 წელს ერთ-ერთი მატჩში 28 პასი დაურიგა პარტნიორებს). რონდომდე სამმაგი დუბლი 24 გადაცემით "დეტროიტის" ლეგენდამ აიზია ტომასმა შეასრულა - ეს 25 წლის წინ მოხდა.

"ბოსტონისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრას მეორე გმირიც ჰყავდა. აქამდე NBA-ის 32 კალათბურთელს ჰქონდა დაგროვებული კარიერაში 21 ათასი ქულა, მათ შორის მოქმედ მოთამაშეებს - შაკილ ო'ნილს, კობი ბრაიანტს, კევინ გარნეტსა და დირკ ნოვიცკის. ახლა მათ რიგებს რეი ალენი დაემატა. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა მეორე მეოთხედის მეხუთე წუთზე მოხდა, როცა 35 წლის სნაიპერმა უილსონ ჩენდლერის ტექნიკური პერსონალურისთვის დანიშნული საჯარიმო გამოიყენა. თავად შეხვედრა დიდი ხანი ქულა ქულაში მიდიოდა, მაგრამ საჭირო მომენტში მასპინძლები მობილიზება შეძლეს და სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწიეს.

მოულოდნელად დასრულდა მატჩი დალასში. ვერავინ იფიქრებდა, რომ ზაკ რენდოლფის გარეშე დარჩენილი "მემფისი" ადგილობრივ "მავერიქსს" წინააღმდეგობას გაუწევდა. შეხვედრის სტარტმაც დაადასტურა, რომ "დათვებს" არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის სურათი კარდინალურად შეიცვალა. სტუმრების პროგრესი ო ჯეი მაიოს დამსახურება იყო, რომელიც ტყორცნისას თითქმის არ ცდებოდა. როცა საქმე გადაწყვეტ მომენტამდე მივიდა, "მემფისმა" დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. თამაშის ბედის გადაწყვეტა რუდი გეის დაევალა, მაგრამ მისი ტყორცნა მიზანს აცდა. თუმცა მოხსნაზე მარკ გასოლმა ივარგა, რომელზეც რატომღაც ტაისონ ჩენდლერი დაჯარიმდა. საბოლოოდ, სტუმრებს ერთი ჯარიმაც ეყოთ  სენსაციური გამარჯვების მოსაპოვებლად.

კვირადღესაც ჰყავდა თავისი გმირები. პირველ რიგში "ჩიკაგოს" გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელმაც "დეტროიტთან" ნათამაშებ 38 წუთში 39 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო 7 შედეგიანი პასი, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. "მეტოქე თავის გამოჩენის საშუალებას მაძლევდა და მეც გამოვიყენე ეს შანსი", - განაცხადა მატჩის შემდეგ მცველმა.
როუზის მთავარი დამსახურება ის არის, ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის წყალობით მან წაგებული მატჩი მოაგებინა თავის გუნდს - მეორე ნახევრის დასაწყისში "დეტროიტი" 21 ქულით იგებდა.
რონდოს მიბაძა და სამმაგი დუბლი შეასრულა "მილუოკის" ახალგაზრდა ფორვარდმა ბრენდონ ჯენინგსმა - 20 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი. ეს ამ კალათბურთელის პირველი ამგვარი მიღწევაა კარიერაში. "ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო NBA-ში ჩემი საუკეთესო შეხვედრა. დღეს პრაქტიკულად ყველაფერი გამომდიოდა", - განაცხადა ტრიუმფატორმა, რომელსაც შარშან ჰქონდა ლიგაში დებიუტი და რიგით მეშვიდე შეხვედრაში 55 ქულა დააგროვა.

რეგულარულში რამდენიმე გუნდია, რომლებმაც სტარტზე სამიდან სამი მატჩი მოიგეს. ერთ-ერთი გახლავთ "ნიუ ორლეანი", რომელმაც მოულოდნელი შედეგი შემოგვთავაზა სტუმრად "სან ანტონიოს" წინააღმდეგ. აქაც ყველაფერი მეორე ტაიმში გაირკვა და ამჯერადაც ბევრი რამ ერთი კალათბურთელის თამაშზე იყო დამოკიდებული. კერძოდ, ლუიზაინელთა ლიდერმა კრის პოლმა მესამე მეოთხედში ათი ქულა მოიპოვა და თავისი გუნდის სპურტს დაუდო სათავე.

რაც შეეხება "სან ანტონიოს", ეს გუნდი ორმა კალათბურთელმა დააღალატა. ტიმ დანკანმა და დეჟუან ბლეირმა 20 ტყორცნიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენეს და არც არის გასაკვირი, რომ ბოლო მეოთხედის წინ სტუმართა უპირატესობა 16 ქულას შეადგენდა. ამ ჩამორჩენის გაბათილება გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

29 ოქტომბერი
შარლოტი-ინდიანა 101:104
31:27, 27:23, 22:23, 21:31
შ: უოლასი (29), ოგუსტინი (17+6 პასი), დიაო (13+8 მოხსნა), ტომასი (11), ჯექსონი (10+6 პასი).
ი: გრეინჯერი (33), ჰიბერტი (13+8 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), ჰენსბრო (12), დანლივი (10).

ნიუ ჯერსი-საკრამენტო 106:100
29:21, 32:32, 15:24, 30:23
ნ-ჯ: ლოპესი (29), ჰარისი (21+10 პასი), აუთლო (18), ფარმარი (14), ფეივორსი (10+7 მოხსნა).
ს: ევანსი (18+7 პასი), გარსია (18), უდრიხი (14), ლენდრი (14), ჯექსონი (12), კაზინსი (12).

ფილადელფია-ატლანტა 101:104
30:33, 22:29, 22:22, 27:20
ფ: იგუოდალა (27+10 პასი), ბრენდი (20+8 მოხსნა), უილიამსი (16), ნოჩიონი (15).
ა: ჯონსონი (22), ჰორფორდი (20+12 მოხსნა), კროუფორდი (19+5 პასი), სმიტი (12+9 მოხსნა+6 დაფარება).

ტორონტო-კლივლენდი 101:81
24:20, 22:18, 31:17, 24:26
ტ: ბარნიანი (20), კლეიზა (19), დეროზანი (14), ბარბოზა (13), უიმსი (13).
კ: ჯეიმისონი (13), პარკერი (10).
ბოსტონი-ნიუ იორკი 105:101
27:20, 23:26, 29:26, 26:29
ბ: პირსი (25+14 მოხსნა+5 პასი), გარნეტი (24+10 მოხსნა), დევისი (16), ალენი (12), რონდო (10+24 პასი+10 მოხსნა), შ. ო'ნილი (10+7 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (27+8 მოხსნა), ჩენდლერი (19), ფელტონი (17+6 პასი), დაგლასი (12), ფილდსი (11+10 მოხსნა).

დეტროიტი-ოკლაჰომა 104:105
21:26, 30:30, 28:27, 25:22
დ: გორდონი (32), სტაკი (24+9 პასი), ჰემილტონი (14), ვილანუევა (12+7 მოხსნა), პრინსი (12).
ო: დურანტი (30+8 მოხსნა), გრინი (21), უესტბრუკი (17+11 პასი), იბაკა (16+10 მოხსნა), კრსტიჩი (14+7 მოხსნა).

მაიამი-ორლანდო 96:70
24:24, 27:21, 28:10, 17:15
მ: უეიდი (26), ჯეიმსი (15+7 პასი), ჰასლემი (11+11 მოხსნა), ბოში (11+10 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (19+7 მოხსნა), ანდერსონი (12), ნელსონი (10).

მინესოტა-მილუოკი 96:85
27:28, 28:18, 19:18, 22:21
მინ: ბიზლი (21+10 მოხსნა), ლავი (17+16 მოხსნა), რიდნური (13+7 პასი), ჯონსონი (12).
მილ: მაგეტი (23), ჯენინგსი (14+7 პასი), გუდენი (12), ბოგუტი (8+10 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-დენვერი 101:95
27:25, 32:25, 13:21, 29:24
ნ-ო: პოლი (18+7 პასი+7 მოხსნა), უესტი (17+7 მოხსნა), ოკაფორი (13+8 მოხსნა+4 დაფარება), არიზა (11+4 ჩაჭრა), ტორნტონი (10).
დ: ენტონი (24+10 მოხსნა), ბილაპსი (20+5 პასი), სმიტი (12), ჰარინგტონი (11), აფლალო (10).

დალასი-მემფისი 90:91
29:24, 21:17, 25:28, 15:22
დ: ნოვიცკი (27+7 მოხსნა), ბატლერი (18), ტერი (13+5 პასი), მერიონი (12+7 მოხსნა), კიდი (9+10 პასი).
მ: გეი (21+8 მოხსნა), მაიო (20), არტური (14), მ. გასოლი (10+15 მოხსნა), ალენი (10).

გ. სტეიტი-კლიპერსი 109:91
27:28, 31:26, 32:13, 19:24
გ-ს: რაიტი (24+8 მოხსნა), კარი (16+6 პასი), ლი (15+12 მოხსნა), ელისი (15+11 პასი), კარნი (12).
კ: გორდონი (19), დევისი (16+8 პასი), გრიფინი (14+10 მოხსნა), კამანი (13+7 მოხსნა).

ფინიქსი-ლეიკერსი 106:114
27:28, 23:29, 29:30, 27:27
ფ: ჰილი (21), ლოპესი (18+14 მოხსნა), რიჩარდსონი (17), დრაგიჩი (15), დადლი (10).
ლ: ბრაიანტი (25+7 მოხსნა), პ. გასოლი (21+9 პასი+8 მოხსნა), ოდომი (18+17 მოხსნა+5 პასი), არტესტი (14), ბარნსი (11), ფიშერი (11).


30 ოქტომბერი
ატლანტა-ვაშინგტონი 99:95
18:27, 26:13, 26:30, 29:25
ა: ჯონსონი (25), ჰორფორდი (21+10 მოხსნა), კროუფორდი (15), სმიტი (12+10 მოხსნა), ბიბი (12).
ვ: უოლი (28+9 პასი), ტორნტონი (24+7 მოხსნა), ბლეტჩი (18+7 მოხსნა), იი იანლიანი (10).

კლივლენდი-საკრამენტო 104:107
34:34, 33:19, 15:31, 22:23
კ: სეშენსი (21), გიბსონი (20+7 პასი), ჰიქსონი (15), ჯავად უილიამსი (13), პარკერი (12).
ს: ევანსი (21+7 მოხსნა+6 პასი), კასპი (20), ლენდრი (17), კაზინსი (14+10 მოხსნა), უდრიხი (12+11 პასი).

ნიუ იორკი-პორტლენდი 95:100
19:26, 25:18, 30:30, 21:26
ნ-ი: ჩენდლერი (22+16 მოხსნა), სტაუდმაიერი (18), ფელტონი (16+5 პასი), ფილდსი (11+8 მოხსნა), დაგლასი (11).
პ: როი (29), ოლდრიჯი (20+10 მოხსნა), მილერი (19+10 პასი), მეტიუზი (13), ბატუმი (10).

ჩიკაგო-დეტროიტი 101:91
21:24, 23:39, 23:19, 34:9
ჩ: როუზი (39+7 პასი), ნოა (15+17 მოხსნა), გიბსონი (11).
დ: გორდონი (21), სტაკი (18+7 პასი), პრინსი (15), ვილანუევა (15).

ინდიანა-ფილადელფია 99:86
21:26, 30:25, 27:15, 21:20
ი: გრეინჯერი (22), დანლივი (16+9 მოხსნა), კოლისონი (15), ჰიბერტი (14+13 მოხსნა+5 პასი).
ფ: უილიამსი (18), ბრენდი (12+10 მოხსნა), იგუოდალა (12), ჰოლიდეი (12).

მემფისი-მინესოტა 109:89
34:19, 25:27, 28:29, 22:14
მემ: მაიო (29+7 მოხსნა+5 პასი), გეი (25+5 პასი+4 ჩაჭრა), არტური (18), კონლი (14+11 პასი+7 ჩაჭრა), მ. გასოლი (11+8 მოხსნა), ალენი (10).
მინ: ელინგტონი (15), ლავი (14+13 მოხსნა), ტელფეირი (12).

ჰიუსტონი-დენვერი 94:107
27:24, 24:24, 18:24, 25:35
ჰ: სკოლა (28+10 მოხსნა), მარტინი (21), იაო მინი (14).
დ: ჰარინგტონი (28+10 მოხსნა), ენტონი (24), ბილაპსი (13), ნენე (12+12 მოხსნა), აფლალო (10), სმიტი (10).

მილუოკი-შარლოტი 98:88
27:18, 21:22, 25:22, 25:26
მ: დელფინო (23), ჯენინგსი (20+10 მოხსნა+10 პასი), ბოგუტი (14+8 მოხსნა+4 დაფარება), სელმონსი (14).
შ: ოგუსტინი (26+5 პასი), ჯექსონი (23), უოლასი (11).

ს. ანტონიო-ნ. ორლეანი 90:99
24:17, 18:26, 18:33, 30:23
ს-ა: ჯინობილი (23+6 პასი), ჯეფერსონი (18), პარკერი (13), ბლეირი (4+11 მოხსნა).
ნ-ო: პოლი (25+7 პასი), უესტი (18), ტორნტონი (17+7 მოხსნა), გრინი (12).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული