NBA. პლეი ოფი: "მაიამი" გავიდა, "ნიუ იორკი" შინ ბრუნდება

AutoSharing Option
"ნიუ იორკს" კარგი შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ პირველს გაეფორმებინა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება.

სტუმრებმა ბრწყინვალე სტილში შეძლეს 20-ქულიანი ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანა, როცა დაახლოებით სამწუთნახევრიან მონაკვეთში რეიმონდ ფელტონმა 11 ქულა დააგროვა. წინ იყო მთელი მეოთხე მეოთხედი და "ნიუ იორკს" აშკარა ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა.

აღნიშნული სპურტი "ნიქსის" ლიდერის, კარმელო ენტონის გარეშე განხორციელდა, რომელმაც ნაადრევად მიიღო მეოთხე პერსონალური და მოედანზე ბოლო 12-წუთეულის დაწყების შემდეგ დაბრუნდა.

საბოლოოდ, ენტონიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სერია "მედისონ სკვერ გარდენში" დაბრუნებულიყო.

არ უნდა დაგვაბნიოს ფორვარდის 36
-მა ქულამ - მან თამაშიდან 35-ჯერ ისროლა და 25 (!) ტყორცნა ააცილა, თან შვიდიდან ვერც ერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა, ძირითადი დროის ბოლოს კი ოთხიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო გამოიყენა.

ბოსტონი-ნიუ იორკი 97:90 (ო)
22:17, 32:18, 14:30, 16:19, 13:6
ბ: პირსი (29+8 მოხსნა+6 პასი), გრინი (26+6 მოხსნა), ტერი (18+4 პასი), გარნეტი (13+17 მოხსნა+6 პასი).
ნ-ი: ენტონი (36+7 მოხსნა), ფელტონი (27+3 ჩაჭრა), შამპერტი (12+12 მოხსნა), ჩენდლერი (5+11 მოხსნა).
სერია: 1-3

"მაიამი" პირველი გავიდა
"ნიუ იორკის" წაფორხილებით ისარგებლა "მაიამიმ" და სწორედ ის გახდა "აღმოსავლეთიდან" პირველი მეოთხედფინალისტი.

გასაკვირია, მაგრამ "ჰიტმა" "მშრალი" ანგარიშით სერია 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ანუ ფლორიდელთა "დიდი ტრიოსთვის" ეს პირველი 4:0-ია.

სერიის ნაადრევად დასრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დუეინ უეიდისთვის, რომელიც მუხლის ტრავმის გამო ტოვებდა ამ შეხვედრას და ახლა, მეორე რაუნდამდე დრო ექნება ამ მცირე დაზიანების სამკურნალოდ. სხვათა შორის, დუეინმა თავის კარიერაში მხოლოდ მეორედ გამოტოვა პლეი ოფის მატჩი.

უეიდის არყოფნაში კი გაიბრწყინა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც მისთვის "სტანდარტული" სტატისტიკა დააფიქსირა: თამაშიდან ტყორცნების ორი მესამედი ჩააგდო, 30 ქულა დააგროვა და ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან.

"მაიამი" მეორე რაუნდში "ჩიკაგოსა" და "ბრუკლინის" სერიაში გამარჯვებულს ელოდება.

მილუოკი-მაიამი 77:88
17:24, 24:21, 21:22, 15:21
მილ: ელისი (21+8 პასი+5 მოხსნა), დანლივი (17+5 მოხსნა), რედიკი (10), სანდერსი (7+11 მოხსნა+3 დაფარება).
მაი: ჯეიმსი (30+8 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (16+7 მოხსნა), ჰასლემი (13+5 მოხსნა), ბოში (10+5 მოხსნა+4 დაფარება).
სერია: 0-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული