ჯეისონ კოლინზი: მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მე გეი ვარ!

AutoSharing Option
კალათბურთელი ჯეისონ კოლინზი, რომელიც 12 წელი გამოდიოდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, პირველი მამაკაცი ათლეტი გახდა აშშ-ის პროფესიული სპორტის ისტორიაში, ვინც ღიად განაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

"მე 34 წლის ვარ და ვთამაშობ NBA-ში. მე ზანგი ვარ და მე გეი ვარ, - მოჰყავს კოლინზის სიტყვები Sports Illustrated-ს. - მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ არ ვთქვი, მაგალითად, 2003 წელს, მაგრამ ახლა ხელსაყრელი მომენტი დადგა და მე გადავდგი ეს ნაბიჯი.

ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო. მესმის, რომ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს იმ დღის
ლოდინი, როცა სპორტსმენები ღიად ილაპარაკებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე",
- განაცხადა კოლინზმა.

ჯეისონი NBA-ში 2001 წელს მივიდა. ის დრაფტზე მე-18 ნომრად "ნიუ ჯერსიმ" აირჩია. კოლინზს ასევე უთამაშია "მემფისის", "მინესოტას", "ატლანტას", "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" რიგებში. მან გასული სეზონი სწორედ დედაქალაქურ კლუბში დაასრულა და ახლა თავისუფალი აგენტი გახლავთ.

ჯეისონ კოლინზს ორჯერ უთამაშია NBA-ს ფინალებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეეეეეეეეეჰ სად მივდივართ ხალხოოოოოოოოოოოო
giorgi
02:50 01-05-2013
0
გუშინდელ და დღევანდელ ვითარებას ამ ამბის გარშემო აშშ-ში, თავისუფლად შეიძლება მისცე დასათაურება: დღეს ყველანი ჯეისონ კოლინზები ვართ. შედეს რა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
odala
01:02 01-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული