დენგის 40 ქულა და სპლიტერის დებიუტი

AutoSharing Option
სეზონში პირველი მატჩი წააგო "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა". ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ორეგონელებს უბრალოდ ძალა არ ეყოთ "ჩიკაგოსთვის" წინააღმდეგობის გასაწევად. უკვე პირველ მეოთხედში საკუთარი გულშემატკივრებით გამხნევებულმა "ხარებმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ამაში მთავარი წვლილი ლუოლ დენგს მიუძღვის, რომელმაც საწყის 10 წუთში 16 ქულის დაგროვება მოახერხა.

"პორტლენდის" სასტარტო ხუთეულის წევრებმა (ლამარკუს ოლდრიჯის გამოკლებით) აშკარად ჩააგდეს მატჩი. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი ითამაშა ტომ ტიბოდოს აწყობილმა დაცვამ, თუმცა ეს არ ამართლებს სტუმრების დაბალ პროცენტს თამაშიდან სროლების მხრივ. რაც შეეხება "ჩიკაგოს", მის რიგებში დენგის
გარდა დერიკ როუზის გამოყოფა ღირს. ორივემ კარიერის რეკორდები დაამყარეს - როუზმა 13 შედეგიანი პასი მიითვალა, დენგმა კი 40 ქულას მოუყარა თავი.

რთულ გამარჯვებას მიაღწია შინ "საკრამენტომ". პოლ უესტფალის ახალგაზრდულმა გუნდმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაგრამ მაინც გამონახა ძალები მეორე ტაიმში გადამწყვეტი გარღვევისთვის. დიდ შესვენებამდე "მეფეების" საშინელმა დაცვამ ხელფეხი გაუხსნა სტუმრების ტრიოს - ბარნიანის, კლეიზასა და დეროზანს. ამ უკანასკნელმა შედეგიანობის პირადი რეკორდიც კი გააუმჯობესა.

გადამწყვეტი მომენტი დადგა მესამე მეოთხედში, როცა ტაირიკ ევანსმა თავის თავზე აიღო ინიციატივა, სემ დალემბერმა კი ორივე ფარზე გამოიჩინა თავი. ამის შედეგად, "საკრამენტომ" 15-ქულიანი ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა. მოგვიანებით კი მშობლიური ტრიბუნებისა და მსაჯების დახმარებით საბოლოოდ გატეხა კანადელთა წინააღმდეგობა. ეს "საკრამენტოს" მესამე მოგებაა სეზონში.

დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა "სან ანტონიომ" სტუმრად "კლიპერსის" წინააღმდეგ. სავსებით მოსალოდნელი შედეგი იყო კალიფორნიელთა სათამაშო კლასისა და მათი ლიდერის - ბაირონ დევისის არყოფნის გათვალისწინებით. უფრო საინტერესო არა მატჩის შედეგი, არამედ "სან ანტონიოს" ბრაზილიელი ლეგიონერის - ტიაგო სპლიტერის NBA-ში დებიუტი იყო. თუმცა "კახა ლაბორალის" ექს-ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო, ორიდან ერთი ბურთი ჩააგდო, ორი მოხსნა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

ჩიკაგო-პორტლენდი 110:98
32:21, 24:26, 32:26, 22:25
ჩ: დენგი (40), როუზი (16+13 პასი+5 მოხსნა), გიბსონი (12), კორვერი (11), ნოა (10+10 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (33+9 მოხსნა), როი (17), ჯონსონი (10).

საკრამენტო-ტორონტო 111:108
16:33, 35:29, 27:24, 33:22
ს: ევანსი (23+7 მოხსნა+5 პასი), უდრიხი (17), კაზინსი (16), კასპი (14), დალემბერი (4 + 14 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (28), დეროზანი (24), კლეიზა (18), კალდერონი (13+5 პასი), ევანსი (6 + 19 მოხსნა).

კლიპერსი-სან ანტონიო 88:97
26:26, 18:24, 21:25, 23:22
კ: გორდონი (23+11 პასი), კამანი (18+8 მოხსნა+5 პასი), გრიფინი (17+8 მოხსნა), გომესი (14).
ს-ა: პარკერი (19+9 პასი), ჯეფერსონი (18), ნოა (16+6 მოხსნა), დანკანი (14+7 მოხსნა), ჯინობილი (14+7 პასი), მაკდაესი (6+10 მოხსნა).

აღმოსავლეთი
 თ მ წ %
1. ატლანტა 3 3 0 100
2. მაიამი 4 3 1 75.0
3. ჩიკაგო 3 2 1 66.7
4. ბოსტონი 3 2 1 66.7
5. ინდიანა 3 2 1 66.7
6. ნიუ ჯერსი 3 2 1 66.7
7. ორლანდო 2 1 1 50.0
8. ნიუ იორკი 3 1 2 33.3
9. ტორონტო 3 1 2 33.3
10. მილუოკი 3 1 2 33.3
11. კლივლენდი 3 1 2 33.3
12. ვაშინგტონი 2 0 2 00.0
13. შარლოტი 3 0 3 00.0
14. ფილადელფია 3 0 3 00.0
15. დეტროიტი 3 0 3 00.0

დასავლეთი
 თ მ წ %
1. ნიუ ორლეანი 3 3 0 100
2. ლეიკერს 3 3 0 100
3. პორტლენდი 4 3 1 75.0
4. საკრამენტო 4 3 1 75.0
5. მემფისი 3 2 1 66.7
6. დენვერი 3 2 1 66.7
7. გ. სტეიტი 3 2 1 66.7
8. დალასი 3 2 1 66.7
9. სან ანტონიო 3 2 1 66.7
10. ოკლაჰომა 3 2 1 66.7
11. ფინიქსი 3 1 2 33.3
12. იუტა 3 1 2 33.3
13. მინესოტა 3 1 2 33.3
14. ჰიუსტონი 3 0 3 00.0
15. კლიპერსი 4 0 4 00.0

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 29.3
დერიკ როუზი (ჩიკ) 27.7
ლუის სკოლა (ჰიუ) 27.3
მონტა ელისი (გ-სტ) 27.0
დენი გრეინჯერი (ინდ) 27.0
პაუ გასოლი (ლეი) 25.3
კევინ მარტინი (ჰიუ) 25.0
ბრუკ ლოპესი (ნ-ჯ) 24.7
კობი ბრაიანტი (ლეი) 24.0

მოხსნა
რეჯი ევანსი (ტორ) 16.3
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 15.3
ლუის სკოლა (ჰიუ) 14.0
ლამარ ოდომი (ლეი) 13.7
კევინ ლავი (მინ) 13.0
პოლ მილსეპი (იუტ) 12.3
შელდენ უილიამსი (დენ) 12.3
კევინ გარნეტი (ბოს) 11.7
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 11.0

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 16.7
ჯეისონ კიდი (დალ) 11.7
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.3
დერონ უილიამსი (იუტ) 9.0
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 9.0
ჯონ უოლი (ვაშ) 9.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.7
სტივენ კარი (გ-ს) 8.5
მაიკ კონლი (მემ) 8.3
დევინ ჰარისი (ნ-ჯერ) 8.3

ჩაჭრა
მაიკ კონლი (მემ) 3.7
რონ არტესტი (ლეი) 3.0
ტრევორ არიზა (ჰიუ) 2.7
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 2.7
რუდი გეი (მემ) 2.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.7
ელტონ ბრენდი (ფილ) 2.7

დაფარება
ჯოშ სმიტი (ატლ) 4.3
ჯავალ მაკგი (ვაშ) 4.0
დარკო მილიჩიჩი (მინ) 3.3
სერდ იბაკა (ოკლ) 3.0
უილსონ ჩენდლერი (ნ-ორლ) 3.0
როი ჰიბერტი (ინდ) 2.7
რონი ტურიაფი (ნ-იორ) 2.7
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული