რონდოს გუნდმა სამ მატჩში ორ გამარჯვებას მიაღწია. რაჟონმა ჯამში 50-ზე მეტ შედეგიან პასს მოუყარა თავი - სამ სასტარტო შეხვედრაში ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 1989-90 წლების სეზონში "იუტას" ლეგენდარულ გამთამაშებელ ჯონ სტოქსონს ჰქონდა. რონდო საშუალოდ 10.7 ქულას, 16.7 პასსა და 6.3 მოხსნას აგროვებდა, "ნიუ იორკთან" მატჩში კი პირადი რეკორდი დაამყარა - 24
დასავლეთის ლაურეატმა პაუ გასოლმა "ლეიკერსს" სამიდან სამჯერ მოაგებინა. ამ წარმატებაში ესპანელის წვლილი ასეთი იყო - 25.3 ქულა (ტყორცნების რეალიზაციის 52.5 პროცენტი), 10.3 მოხსნა და 5.0 პასი. კვირას "ჰიუსტონთან" მატჩში პაუმ პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა სეზონში - 26 ქულა და 12 მოხსნა.
რონდოს კვირა
26 ოქტომბერი. ბოსტონი-მაიამი 88:80. 4 ქულა, 6 მოხსნა, 17 პასი
27 ოქტომბერი. კლივლენდი-ბოსტონი 95:87. 18 ქულა, 9 პასი, 3 ჩაჭრა
29 ოქტომბერი. ბოსტონი-ნიუ იორკი 105:101. 10 ქულა, 24 პასი, 10 მოხსნა.
გასოლის კვირა
26 ოქტომბერი. ლეიკერსი-ჰიუსტონი 112:110. 29 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი
29 ოქტომბერი. ფინიქსი-ლეიკერსი 106:114. 21 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი
31 ოქტომბერი. ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 107:83. 26 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი.
კვირის მოთამაშის ტიტულზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), პოლ პირსი ("ბოსტონი"), მონტა ელისი ("გოლდენ სტეიტი"), ლუის სკოლა ("ჰიუსტონი"), როი ჰიბერტი ("ინდიანა"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), ბრუკ ლოპესი ("ნიუ ჯერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა").