"როცა კუპჩაკმა დამირეკა და მითხრა, რომ არჩევანი დ’ენტონიზე გააკეთეს, სიცილი დავიწყე. მეცინებოდა იმის გამო, რომ კუპჩაკმა მითხრა – მაიკის დანიშვნა ოპტიმალური ვარიანტი იყო გუნდში არსებული მოთამაშეების პირობებშიო.
მე მათთვის საბოლოო პასუხი ორშაბათს უნდა მეთქვა, მაგრამ კვირას დამირეკა კუპჩაკმა: "არჩევანი გავაკეთეთ. დ’ენტონის დავნიშნავთ. მივიჩნევთ, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია ჩვენი შემადგენლობისთვის". მე ვუპასუხე:
* * *
ამასობაში, ფილ ჯექსონის მიერ ნახსენებმა დუაიტ ჰოვარდმა, შესაძლოა, "გოლდენ სტეიტთან" კონტრაქტს მოაწეროს ხელი, - ამტკიცებს "ლოს ანჯელეს დეილი ნიუსი".
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰოვარდი, რომელიც ივლისში შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის უფლებებს მიიღებს, "ლეიკერსის", "ჰიუსტონის", "დალასისა" და "ატლანტას" ვარიანტებს განიხილავდა.
ლიგის საუკეთესო ცენტრს სურს გადავიდეს გუნდში, რომელსაც ჩემპიონატში გამარჯვების დიდი შანსი აქვს და რომლის შემადგენლობა ყველაზე მეტად მოსახერხებელია "ლეიკერსის" ცენტრისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"კლიპერსმა" ვინი დელ ნეგრო გაუშვა