კობის სამმაგი და რეკორდების დღე

AutoSharing Option
კობი ბრაიანტის სამმაგი დუბლის წყალობით ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა". ჩემპიონების ლიდერმა "საკრამენტოს" წინააღმდეგ 30 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. კობისთვის ეს იყო მე-17 ტრიპლ-დაბლი კარიერაში, თუმცა ბოლო წლებში ის არ გვანებივრებდა ასეთი შედეგით. ბრაიანტმა 2009 წლის 21 იანვრის შემდეგ პირველი, ბოლო ხუთ სეზონში კი მხოლოდ მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა.

"ლეიკერსი" "მეფეებთან" უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა "საკრამენტომ" მეტნაკლები წინააღმდგობის გაწევა მაინც შეძლო და შორს არ გაუშვა მეტოქე. მასპინძლებმა თამაშის გადარჩენის შანსი მაშინ დაკარგეს, როცა ფილ
ჯექსონის გუნდში ვეტერანი დერეკ ფიშერი გააქტიურდა. მცველმა ჯერ გარღვევისას ჩააგდო ბურთი, რასაც კუთხიდან სამქულიანიც დაუმატა და ამის შემდეგ "კინგზმა" წინააღმდეგობა შეწყვიტა.

გაცილებით მძიმე შეხვედრა ჰქონდა "ბოსტონს" "მილუოკის" წინააღმდეგ, თანაც "კელტები" საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. "ირმებს" აქამდე სტუმრად მოგება არ ჰქონიათ და სწორედ "სელტიქსთან" მატჩში მოისურვეს ამ ხარვეზის გამოსწორება. სტუმრებზე თავიდან არც რონდოს, ალენისა და პირსის ტრიოს ბრწყინვალე თამაშს უმოქმედია. ორივე ფართან ენდრიუ ბოგუტის ბრწყინვალე მოქმედებით სტუმრებმა მდგომარეობა ჯერ კიდევ დიდ შესვენებამდე გამოასწორეს.

თანაბარი თამაში ფინალურ სირენამდე გაგრძელდა და ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 20 წამით ადრე "ბოსტონი" სამი ქულით იგებდა და შეტევაში იყო, მაგრამ ბრენდონ ჯენინგსმა უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა შეასრულა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. ამას მოჰყვა შეგნებული ჯარიმა რეი ალენზე, რომელმაც ერთი საჯარიმო ააცილა. "მილუოკიმ" გადამრჩენი ტყორცნის შესრულება არგენტინელ კარლოს დელფინოს მიანდო, რომელმაც "სელტიქსის" დაცვა გაარღვია და მაინც შეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა. თუმცა დამატებით დროში მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო. მართალია, ანგარიშში მხოლოდ სამქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ ოვერტაიმის მსვლელობისას ეჭვი არავის შეპარვია "ბოსტონის" ფავორიტობაში. აღსანიშნავია "სელტიქსის" ვეტერანი ლიდერის პოლ პირსის მიღწევა - ის გახდა 37-ე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერაში 20 ათასი ქულის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ "ბოსტონში" ასეთი შედეგის მქონე კიდევ სამი კალათბურთელი თამაშობს - გარნეტი, ალენი და შაკილ ო'ნილი.

ამავე მატჩში NBA-ის რეკორდსმენი გახდა "ბოსტონის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო. ამჯერად მან 15 შედეგიანი პასი მითვალა და 5 მატჩში 82 გადაცემა დაუგროვდა. ასეთი შედეგით რეგულარული ჩემპიონატი არც მოთამაშეს არ დაუწყია.

საერთოდ გუშინ ინდივიდუალური მიღწევების ტური იყო. თავი გამოიჩინეს "ორლანდომ" და მისმა ლიდერმა დუაიტ ჰოვარდმა. "მეჯიქმა" "მინესოტას" წინააღმდეგ პირველ ტაიმში 78 (!) ქულა დააგროვა, რაც გუნდის რეკორდია. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც "სუპერმენმა ჩაიდინა - 25 წუთში დუაიტმა 18 ქულა, 16 მოხსნა, 8 დაფარება, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა. ESPN-ის ინფორმაციით, ასეთი რამ რამ აქამდე არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია.

არიზონაში ძველი ნაცნობები - "ფინიქსი" და "სან ანტონიო" ხვდებოდნენ ერთმანეთს და როგორც ყოველთვის, პრინციპული დაპირისპირება ვიხილეთ. მართალია, ამ სეზონში "სანზს" განსაკუთრებით უჭირს, მაგრამ მაინც გაუწია წინააღმდეგობა გრეგ პოპოვიჩის გუნდს. ორივე ფარზე ტიმ დანკანის დომინირებას "ფინიქსმა" "ძველი გვარდიის" - ნეშის, ჰილისა და რიჩარდსონის ტრიო დაუპირისპირა.

მაგრამ მასპინძლებს ცუდი სამსახური გაუწია ძველმა პრობლემამ - დაცვაში ცუდმა თამაშმა. "სპურსის" გამარჯვების მთავარი ფაქტორი გახდა რიჩარდ ჯეფერსონი. ფორვარდმა 28 ქულა დააგროვა და თამაშიდან ნასროლი 13 ტყორცნიდან 9 ზუსტად შეასრულა. სწორედ მისმა ერთ-ერთმა ტყორცნამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. წუთნახევრით ადრე ანგარიში 106:105 იყო და ჯეფერსონის მორიგი სამქულიანი დამღუპველი აღმოჩნდა არიზონელებისთვის.

მოსაწყენად არ ეცალათ დენვერელ გულშემატკივრებს - მათი საყვარელი "ნაგეტსი" "დალასს" მასპინძლობდა. ბოლო წლებში ეს გუნდები ერთმანეთში თამაშისას ნამდვილ სპექტაკლებს დგამენ. გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. მესამე მეოთხედში დირკ ნოვიცკის მონდომებით სტუმრებმა თითქოს კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ 12-ქულიანი სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ "კოვბოებს" მატჩის ბოლოს საკუთარი გულშემატკვირები რომ არ აენერვიულებინათ.

"დენვერმა" იმდენი მოახერხა, რომ არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინაც გავიდა. ბევრი გუნდისთვის ასეთი შემობრუნება უმძიმესი დარტყმა იქნებოდა, მაგრამ შეუდარებელი იყო ნოვიცკი, რომელმაც საბოლოოდ 35 ქულას მოუყარა თავი. გერმანელმა თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა ბოლო სიტყვის უფლება მაინც მასპინძლებს დაუტოვა. ერთი ქულით ჩამორჩენილ "ნაგეტსს" უკანასკნელ წამს შეეძლო მოგება. ბუნებრივია, გადამწყვეტი ტყორცნა კარმელო ენტონის მიანდეს, მაგრამ თითქმის ჩავარდნილი ბურთი ფარიდან ამოვარდა და შეხვედრაც აქ დასრულდა.

ატლანტა-დეტროიტი 94:85
24:22, 20:26, 26:18, 24:19
ა: სმიტი (22+11 მოხსნა), ჰორფორდი (18+8 მოხსნა), ჯონსონი (14+8 პასი), ფაჩულია (12), უილიამსი (11+8 მოხსნა).
დ: გორდონი (22), პრინსი (17+5 მოხსნა), ვილანუევა (14).

ნიუ ჯერსი-შარლოტი 83:85
19:23, 21:18, 21:21, 22:23
ნ-ჯ: ჰარისი (19), ლოპესი (17+6 მოხსნა+5 დაფარება), ფეივორსი (11+8 მოხსნა), მოროუ (11).
შ: დიაო (24), უოლასი (20+11 მოხსნა), ჯექსონი (12+6 პასი+5 მოხსნა), მუჰამედი (12+6 მოხსნა).

ორლანდო-მინესოტა 128:86
37:18, 41:27, 24:18, 26:23
ო: კარტერი (20+7 პასი), ბასი (19+8 მოხსნა), ანდერსონი (19), ჰოვარდი (18+16 მოხსნა+8 დაფარება), გორტატი (12+7 მოხსნა), ლუისი (11+6 მოხსნა), რედიკი (10).
მ: ლავი (22+9 მოხსნა), ბრიუერი (12+5 მოხსნა).

ფილადელფია-ინდიანა 101:75
31:16, 26:15, 21:27, 23:17
ფ: ბრენდი (25+12 მოხსნა), იანგი (16+5 მოხსნა), ტერნერი (12+6 მოხსნა), იგუოდალა (11+9 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (11+5 პასი), უილიამსი (11).
ი: კილისონი (11), მაკრობერსი (10).

ბოსტონი-მილუოკი 105:102 (ო)
25:16, 22:31, 15:16, 29:28, 14:11
ბ: პირსი (28+5 მოხსნა), ალენი (23+6 მოხსნა), რონდო (17+15 პასი+8 მოხსნა), დევისი (14), გარნეტი (13+8 მოხსნა).
მ: ბოგუტი (21+13 მოხსნა), დელფინო (15+7 პასი), ილიასოვა (15+7 მოხსნა), ჯენინგსი (13), მაგეტი (11), დულინგი (10).

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 99:107
28:28, 21:15, 22:30, 28:34
ჰ: მარტინი (18), ბრუქსი (18), იაო (15+5 მოხსნა), ბადინგერი (15), სკოლა (9+16 მოხსნა+5 პასი).
ნ-ო: პოლი (25+8 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბელინელი (18), ოკაფორი (15+9 მოხსნა+5 დაფარება), სმიტი (14+9 მოხსნა), უესტი (13+9 მოხსნა).

დენვერი-დალასი 101:102
27:23, 25:27, 28:34, 21:18
დენ: ენტონი (20+15 მოხსნა), აფლალო (17+5 მოხსნა), ბილაპსი (16), ჰარინგტონი (16), ფორბსი (12).
დალ: ნოვიცკი (35+12 მოხსნა), ტერი (20), ბატლერი (16+7 მოხსნა), კიდი (3+12 პასი).

იუტა-ტორონტო 125:108
41:22, 25:25, 25:37, 34:24
ი: ჯეფერსონი (27+6 მოხსნა), უილიამსი (22+14 პასი+8 მოხსნა), მილსეპი (21+6 მოხსნა+5 პასი), მაილზი (19), პრაისი (11), კირილენკო (10).

ფინიქსი-სან ანტონიო 110:112
22:23, 28:27, 29:31, 31:31
ფ: რიჩარდსონი (21), ნეში (19+7 პასი+6 მოხსნა), უორიკი (19+5 მოხსნა), ჰილი (15+8 მოხსნა).
ს-ა: ჯეფერსონი (28), დანკანი (25+17 მოხსნა), ჯინობილი (18+5 პასი), პარკერი (11+6 პასი).

გ. სტეიტი-მემფისი 115:109
27:26, 37:26, 24:31, 27:26
გ-ს: ელისი (39+9 მოხსნა+8 პასი), რაიტი (25+6 მოხსნა), უილიამსი (16+8 პასი), ლი (15+16 მოხსნა).
მ: გეი (35+7 მოხსნა), მაიო (23+5 პასი), კონლი (18+13 პასი+7 მოხსნა), გასოლი (10+8 მოხსნა), არტური (10).

კლიპერსი-ოკლაჰომა 107:92
27:21, 26:22, 27:23, 27:26
კ: გორდონი (27+5 მოხსნა), გრიფინი (18+9 მოხსნა), ბლედსოუ (17+8 პასი), გომესი (12+7 მოხსნა).
ო: გრინი (19+9 მოხსნა), დურანტი (16+6 მოხსნა), უესტბრუკი (16+6 პასი), იბაკა (14+6 მოხსნა), კუკი (13).

საკრამენტო-ლეიკერსი 100:112
33:35, 20:27, 25:30, 22:20
ს: ევანსი (21), უდრიხი (17+8 პასი+5 მოხსნა), ლენდრი (17+5 მოხსნა), გარსია (17+5 მოხსნა), კაზინსი (11+6 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (30+12 პასი+10 მოხსნა), გასოლი (22+11 მოხსნა), ოდომი (18+8 მოხსნა), არტესტი (17), ფიშერი (11).



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული