სტუმრების დღე

AutoSharing Option
ორი მატჩი გაიმართა გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში და ორივეში მოულოდნელი გასვლითი მოგებები დაფიქსირდა. სენსაციური იყო "ნიუ იორკ ნიქსის" გამარჯვება ჩიკაგოში, საიდანაც ბევრ გუნდს უჭირს წარმატების მიღწევა. მაიკ დ'ანტონის შეგირდების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეფექტურად ჩატარებულმა პირველმა ტაიმმა. ამ წარმატებული მონაკვეთის გმირი აღმოჩნდა იტალიელი დანილო გალინარი. პირველ ორ მეოთხედში მოპოვებული 21 ქულით "ნიქსის" ფორვარდმა კომფორტული უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს - დიდი შესვენებისთვის სტუმრები 18 ქულით იყვნენ წინ.

მეორე ტაიმში "ბულსმა" მაქსიმალურად სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ დერიკ როუზის ბრწყინვალე მოქმედებაც (ხარების მცველმა 14
შედეგიანი პასით კარიერის რეკორდი დაამყარა) არ აღმოჩნდა საკმარისი აღმავლობით მოთამაშე "ნიუ იორკის" შესაჩერებლად. გალინარის დროულად წამოეხმარა მატჩის მეორე გმირი ტონი დაგლასი. სტუმრების მცველის შეჩერება ჩიკაგოელთა მთავარი პრობლემა აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე ვერ მოაგვარეს. 30 ქულით ტონიმ პირადი რეკორდის დამყარება შეძლო. ასე რომ, გუშინდელი მატჩის შემდეგ ორივე გუნდს მოგებებისა და წაგებების ერთნაირი რაოდენობა აქვთ და როგორც ჩანს, მათ შორის მთელი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში დაძაბული ბრძოლა იქნება.

როგორც იქნა, გაიმარჯვა "ოკლაჰომამ". ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გუნდის ლიდერმა კევინ დურანტმა მკაცრად გააკრიტიკა თავისიანების მოქმედება დაცვაში. რთული სათქმელია რა კორექტივები შეიტანა ამ მხრივ გუნდის თამაშში სკოტ ბრუქსმა, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე მეოთხედში მწვრთნელის მუშაობის შედეგი არ ჩანდა. ლამარკუს ოლდრიჯმა და ბრენდონ როიმ ბრწყინვალე 12 წუთი ჩაატარეს და დროის ეს მონაკვეთი "პორტლენდმა" 13 ქულის სხვაობით მოიგო.

სტუმრები მხოლოდ მეორე ტაიმში მოვიდნენ გონს. საკუთარი შეცდომების გაანალიზების შემდეგ, "ოკლაჰომა" სულ სხვა შემართებით ათამაშდა. "თანდერმა" მესამე მეოთხედში გაათანაბრა თამაში, ბოლო 12-წუთეულში კი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა. სტუმრებმა პირველ რიგში, საკუთან ნახევარზე თამაში გააუმჯობესეს. გარდა ამისა, დურანტმა და უესტბრუკმა შეტევაში თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე "პორტლენდი" იგებდა, მაგრამ სერჟ იბაკას ზუსტი ტყორცნის შემდეგ ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით ხუთ წუთში სცენარი არ შეცვლილა. ისევ ქულა ქულაში თამაში გაგრძელდა და საბოლოოდ, "ოკლაჰომამ" მეტოქეზე ერთი ქულით მეტი ჩააგდო.

ჩიკაგო-ნიუ იორკი 112:120
30:34, 22:36, 31:23, 29:27
ჩ: როუზი (24+14 პასი), გიბსონი (18+10 მოხსნა), კორვერი (18), დენგი (17), ნოა (12+13 მოხსნა).
ნ-ი: დაგლასი (30), გალინარი (24+6 მოხსნა), ფელტონი (20+10 პასი+5 მოხსნა), სტაუდმაიერი (14+8 მოხსნა), ჩენდლერი (10+5 მოხსნა).

პორტლენდი-ოკლაჰომა 106:107 (ო)
23:29, 35:22, 23:24, 19:25, 6:7
პ: ოლდრიჯი (22), როი (19+5 მოხსნა+5 პასი), მილერი (16+11 პასი+6 მოხსნა), ბატუმი (16+5 მოხსნა), კემბი (13+12 მოხსნა), მეტიუზი (13).
ო: უესტბრუკი (28+11 მოხსნა+5 პასი), დურანტი (28+11 მოხსნა), გრინი (19+9 მოხსნა).


ლონდონზე ლებრონიც თანახმაა
კობი ბრაიანტის და დუაიტ ჰოვარდის შემდეგ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი დაადასტურა "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა.
"სიამოვნებით გავხდები ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრი, - განაცხადა ESPN-თან კომენტარისას პეკინის თამაშების ჩემპიონმა. - თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩემს გამოძახებას საჭიროდ ჩათვლის, აუცილებლად მივიღებ ამ წინადადებას. იმედი მაქვს, ჯანმრთელობა ლონდონში თამაშის საშუალებას მომცემს".

ჯეიმსისგან განსხვავებით, მისი მაიამელი პარტნიორები - კრის ბოში და დუეინ უეიდი ჯერ მზად არ არიან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. "ამ მომენტისთვის მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვფიქრობ. ამ თემაზე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავილაპარაკოთ", - აღნიშნა კრის ბოშმა.

"ოლიმპიადამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ, თანაც ოჯახის წევრებსაც უნდა მოველაპარაკო", - აღნიშნა უეიდმა.



ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური

A ჯგუფი
ხიმკი-კ. ლაბორალი 64:60
11:17, 18:14, 24:16, 11:13
ხ: ლენგფორდი (19+4 პასი), ეზე (14+7 მოხსნა), პლანიჩიჩი (13).
კ-ლ: სან ემეტერიო (18), ოლესონი (12), ბარაცი (12+12 მოხსნა+3 დაფარება).

ჟალგირისი-პროკომი 74:68 (ო)
27:14, 14:16, 5:17, 15:14, 13:7
ჟ: პოჩიუსი (18+6 მოხსნა), დელინინკაიტისი (16), ბეგიჩი (11+3 დაფარება), იუნკუნასი (9+9 მოხსნა)
პ: იუინგი (14), ვარდა (12), უილკინსი (11), გიდენსი (11+9 მოხსნა).

პარტიზანი-მაკაბი 54:67
10:23, 12:8, 15:20, 17:16
პ: ლაფაიეტი (11).
მ: პარგო (17), ელიაჰუ (13), პნინი (11).

 თ მ წ ბ ქ
1. კახა ლაბორალი 3 2 1 234-215 4
2. მაკაბი 3 2 1 231-218 4
3. ხიმკი 3 2 1 214-208 4
4. ჟალგირისი 3 2 1 217-216 4
5. პარტიზანი 3 1 2 188-208 2
6. პროკომი 3 0 3 217-236 0

B ჯგუფი
ბამბერგი-შარლერუა 79:69
13:18, 25:20, 20:20, 21:11
ბ: ტერი (15), სუპუტი (13), იაკობსენი (12+8 მოხსნა+4 პასი).
შ: რიდიკი (13), გომისი (12+6 მოხსნა), ჰილი (11+6 მოხსნა), რაიტი (10+4 პასი), მალეტი (10).

ოლიმპიაკოსი-უნიკახა 93:66
27:11, 20:14, 21:20, 25:21
ო: ბურუსისი (17+7 მოხსნა), პაპანიკოლაუ (17+6 მოხსნა), სპანულისი (16+7 პასი), ტეოდოშიჩი (11+9 პასი), ნესტეროვიჩი (11).
უ: ფრილენდი (14+9 მოხსნა), მაკინტაირი (14+3 ჩაჭრა), პრინტეცისი (13), ხიმენესი (9).

რომა-რეალი 56:74
15:13, 6:26, 12:21, 23:14
რომ: ჯედოვიჩი (13), ტრაორე (12+8 მოხსნა), დაშიჩი (9).
რეალ: ტაკერი (12), ტომიჩი (12+7 მოხსნა), როდრიგესი (9+7 მოხსნა+7 პასი).

 თ მ წ ბ ქ
1. ოლიმპიაკოსი 3 2 1 236-205 4
2. რეალი 3 2 1 208-194 4
3. რომა 3 2 1 203-194 4
4. ბამბერგი 3 2 1 217-213 4
5. უნიკახა 3 1 2 206-234 2
6. შარლერუა 3 0 3 197-227 0


C ჯგუფი
შოლე-ლ. რიტასი 73:69
16:18, 21:15, 16:16, 20:20
შ: კოზე (20), ავდალოვიჩი (15), ფალკერი (11+14 მოხსნა), მეჰია (8).
ლ-რ: გეჩევიჩუსი (19), ბირამოვიჩი (16), ელ ამინი (8), ბიელიცა (8+7 მოხსნა).

მონტეპასკი-ციბონა 80:57
21:13, 19:22, 17:9, 23:13
მ: კაუკენასი (16+3 ჩაჭრა), მაკალები (14+4 ჩაჭრა), მოსი (12), ლავრინოვიჩი (12+6 მოხსნა), რაკოვიჩი (12).
ც: პასალიჩი (17+7 მოხსნა), დელასი (13+6 მოხსნა), ზუბჩიჩი (11).

ბარსელონა-ფენერბაჰჩე 61:69
13:14, 15:18, 17:12, 16:25
ბ: მაიკელი (17), ნავარო (12), ლაკოვიჩი (11), ლორბეკი (10).
ფ: უკიჩი (13+6 მოხსნა), ტომასი (12+6 მოხსნა), პრელიჯიჩი (8).

 თ მ წ ბ ქ
1. მონტეპასკი 3 3 0 235-176 6
2. ფენერბაჰჩე 3 3 0 228-198 6
3. ბარსელონა 3 2 1 225-212 4
4. შოლე 3 1 2 194-229 3
5. ლეტუვოს რიტასი 3 0 3 213-238 0
6. ციბონა 3 0 3 191-233 0


D ჯგუფი
ეფესი-მილანი 82:74
22:10, 21:23, 26:22, 13:19
ე: რაკოჩევიჩი (17), თუნჩერი (15), გიონლუმი (13), ნახბარი (11), რობერტსი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
მ: ჯააბერი (19), ჰოუკინსი (18+6 მოხსნა+6 პასი), ფინლი (11+7 პასი).

ვალენსია-ცსკა 82:57
30:18, 12:11, 23:10, 17:18
ვ: იავტოკასი (15+7 მოხსნა), კუკი (14+3 ჩაჭრა), კლავერი (11+3 ჩაჭრა), სავანოვიჩი (10), პიეტრუსი (7+10 მოხსნა).
ც: ლენგდონი (16), ვორონცევიჩი (11+9 მოხსნა).

ოლიმპია-პანათინაიკოსი 85:84 (ო)
16:22, 23:6, 9:20, 24:24, 13:12
ო: პინკნი (16), გრეგორი (13), ილიევსკი (11), მარკოტა (10+6 მოხსნა), ვრკიჩი (9+7 მოხსნა).
პ: დიამანტიდისი (20+7 მოხსნა+5 პასი), ბატისტი (16+6 მოხსნა), ფოცისი (13).

 თ მ წ ბ ქ
1. ოლიმპია 3 3 0 256-246 6
2. პანათინაიკოსი 3 2 1 230-201 4
3. ეფესი 3 2 1 251-232 4
4. მილანი 3 1 2 234-231 2
5. ვალენსია 3 1 2 201-208 2
6. ცსკა 3 0 3 190-244 0


ტურის მოთამაშე
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ "პანათინაიკოსის" მცველი დიმიტრის დიამანტიდისი დასახელდა.

სლოვენიის "ოლიმპიასთან" წაგებულ მატჩში (84:85 ო) ბერძენმა ვეტერანმა 20 ქულა, შვიდი მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა, რითაც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 ქულა შეადგინა. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კიტ ლენგფორდი ("ხიმკი") და რენდალ ფალკერი ("შოლე").

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული