ობერტო სულ წავიდა

AutoSharing Option
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისა" და არგენტინის ნაკრების ცენტრმა ფაბრისიო ობერტომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერა დაასრულა. 35 წლის კალათბურთელს არ სურს დიდი სპორტის გამო რისკზე წასვლა.

რამდენიმე დღის წინ "მილუოკისთან" მატჩის დროს ობერტომ მოედანზე ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო. კალათბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გულის ავადმყოფობა დაადგინეს, რომელიც გულის ცემას ზრდის. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა არგენტინელმა კარიერის დასრულება.

"პირველ ადგილზე საკუთარი ჯანმრთელობა და ოჯახი დავაყენე. ამდენი წელი გამოსვლის შემდეგ რთული იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი", - მოჰყავს ობერტოს
სიტყვები სააგენტო AP-ის.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ობერტომ 2004 წელს ოლიმპიადა მოიგო, 2007 წელს "სან ანტონიოსთან" ერთად NBA-ის ჩემპიონი გახდა. ბოლო ექვსი წელი არგენტინელმა NBA-ში გაატარა, მანამდე კი ევროპაში "ოლიმპიაკოსის", "ტაუგრესისა" და "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.

ობერტომ ამ ზაფხულს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "პორტლენდთან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული