ბოსტონი კოვბოებმა შეაჩერეს

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზი" ფორმაში შედის და თანდათან სატურნირო ცხრილში იმ ადგილზე მკვიდრდება, რომელსაც ამ გუნდს სეზონის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. მორიგ მატჩში "ხარები" საკუთარ მოედანზე იღებდნენ "დენვერ ნაგეტს" და ეს გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გამოდგა.

ამ მატჩის მთავარი გმირი "დენვერის" ლიდერი კარმელო ენტონი გახდა. მელომ ყველაფერი გააკეთა თავისი გუნდის გასამარჯვებლად: თამაშიდან 22-ჯერ ისროლა და აქედან 11 ტყორცნა ზუსტი იყო, ცხრიდან ცხრა საჯარიმო გამოიყენა, ფარქვეშ თვით ჟოაკიმ ნოას ებრძოდა და თავისი გუნდის მთავარ მომხსნელზე - ნენე ილარიოზე მეტი მოხსნა (8) დააგროვა, 4
ჩაჭრაც მიითვალა... მესამე მეოთხედის ბოლოს "ჩიკაგო" რვა ქულით იყო წინ (68:60), როცა ენტონიმ თავისი გუნდის ფანტასტიკური გაქცევა მოაწყო - 17:2 (აქედან მელოს ანგარიშზე 12 ქულა მოდიოდა) და დასასვენებლად გაემართა. ასეთი სოლიდური უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, სტუმრებმა თავიდან ვერ აიცილეს ნერვიული დასასრული, რაც მათივე შეცდომებისა და რონი ბრიუერისა და დერიკ როუზის ბრწყინვალე თამაშის ბრალი იყო. ამ დუეტმა არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ გამარჯვება მოუტანა "ჩიკაგოს". არადა, "დენვერს" შეეძლო დამარცხების თავიდან აცილება. ენტონიმ მორიგი გმირობა ჩაიდინა, როცა 4 წამში 4 (!) ქულა მოუტანა თავის გუნდს, მაგრამ ბოლო წამზე "ნაგეტსის" გადამრჩენი სამქულიანი არონ აფლალომ ააცილა.

ცენტრალური მატჩი დალასში გაიმართა, სადაც "მავერიქსმა" დასავლურ ტურნეში მყოფი "ბოსტონი" მიიღო. მოტივაცია ორივე გუნდს დიდი ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში "დალასმა" საკუთარი მაყურებლების მხარდაჭერით იძალა და დიდი შესვენებისთვის 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა. მაგრამ "კოვბოებმა" "კელტების" ბოლომდე დამორჩილება ვერ შეძლეს. სტუმრებმა თავიანთი საფირმო

დაცვით გარკვეული დროის განმავლობაში თამაშიდან გამოთიშეს დირკ ნოვიცკი და საქმე უფრო იოლად წავიდა.

ბოლო მეოთხედის წინ დალასელთა უპირატესობა ერთ ქულამდე დავიდა, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე შეუძლებელი იყო რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება. "ბოსტონის" უპირატესობა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე გამოიკვეთა, როცა პოლ პირსმა საშუალო დისტანციიდან ჩააგდო და თავისიანები ხუთი ქულით დააწინაურა. ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ "მავერიქსი" შეძლებდა მატჩის გადარჩენას, მაგრამ ახლა მასპინძლებს გამოუვიდათ დაცვაში თამაში. დირკის ზუსტმა ტყორცნამ და ჯეისონ ტერის მოუმზადებელმა სამქულიანმა წუთით ადრე თანაფარდობა აღადგინა.

ამას მოჰყვა უზუსტო ტყორცნების სერია და ორმხრივი ტაიმაუტები, რის შემდეგაც ბოლო შეტევაზე გაეშურა "დალასი"... რთული სათქმელია რატომ მიანდო დოკ რივერსმა ნოვიცკის მეურვეობა გლენ დევისს და არა კევინ გარნეტს. ასეა თუ ისე, გერმანელმა ეს მომენტი კარგად გამოიყენა და იოლად გაუსწორდა მეურვეს. "ბოსტონის" გადარჩენა რაჟონ რონდომ იკისრა, მით უმეტეს, რომ "კელტების" გამთამაშებელი სრულიად თავისუფალი იდგა სამქულიანის ხაზთან. ტყორცნა მაინც არაზუსტი გამოდგა და მართალია, სტუმრებმა მოხსნა აიღეს, "დალასმა" მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

რონდომ გამარჯვების ტყორცნა ვერ ჩააგდო, მაგრამ მორიგი სტატისტიკური მიღწევის გარეშე მოედანი არ დაუტოვებია. თუმცა ეს უკვე აღარავის უკვირს. გამთამაშებელმა "დალასთან" მატჩში 15 შედეგიანი პასი მიითვალა, რითაც ამ სეზონში გადაცემების რაოდენობა 118-მდე აიყვანა. ეს კი ისტორიაში ჩემპიონატის სასტარტო რვა შეხვედრისთვის მეორე მაჩვენებელია. უფრო მეტი გადაცემა 1989-90 წლების სეზონის სტარტზე დიად ჯონ სტოქტონს ჰქონდა - 135. სხვათა შორის, სწორედ იმ წელს "იუტას" მცველმა დაამყარა ლიგის რეკორდი - საშუალოდ მატჩში 14.5 შედეგიანი პასი.

რაც შეეხება რონდოს, ის უკვე მეხუთე მატჩია მინიმუმ 10 პასსა და 3 ჩაჭრას აგროვებს, რაც ბოლო 19 წლის განმავლობაში არც ერთ მოთამაშეს არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ზედიზედ მეშვიდე მატჩია 5 ჩაჭრის გარეშე არ ტოვებს მოედანს. ასეთი შედეგი მანამდე მხოლოდ მონტა ელისს ჰქონდა.

ამ ტურში "ვაშინგტონ უიზარდსი" ისვენებდა, მაგრამ ეს კლუბი მაინც მოექცა ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში. მთავარმა მწვრთნელმა ფლიპ სონდერსმა ბოლო ვარჯიში იმის გამო შეწყვიტა, რომ მოთამაშეები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ და ერთმანეთში გაუთავებლად კამათობდნენ. თანაც ეს კონფლიქტი უამრავი ჟურნალისტის თანდასწრებით ხდებოდა. სონდერსმა ვარჯიშის დაწყებიდან ხუთი ხუთი შემდეგ ხელი ჩაიქნია და მოედანი დატოვა. "მოთმინების ზღვარზე ვიმყოფებით, - შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს "ვაშინგტონის" ფორვარდი ანდრე ბლეტჩი. - ყველანი განაწყენებული ვართ იმის გამო, რომ თამაში არ გამოგვდის და შედეგს ვერ ვაღწევთ. ამიტომაც მესმის მწვრთნელების საქციელი. ჩვენ ვაგებთ, ე. ი. საჭიროა ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად".


კვირის მოთამაშეები
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" გამთამაშებელი კრის პოლი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა ჰოვარდმა თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, დუიატი კი საშუალოდ თამაშში 23.3 ქულას, 13.4 მოხსნას აგროვებდა. გარდა ამისა, სამ შეხვედრაში მან 11 დაფარება მიითვალა. ჰოვარდმა ერთი საკლუბო რეკორდიც დაამყარა - "მინესოტასთან" მატჩში ერთ მეოთხედში ექვსი დაფარება მიითვალა.
დასავლეთში საუკეთესო კრის პოლმა თავის გუნდს ასევე სამ მატჩი გაამარჯვებინა. მის ანგარიშზე 17.3 ქულა (თამაშიდან ტყორცნების 51-პროცენტიანი რეალიზაცია), 11 შედეგიანი პასი და 3.7 ჩაჭრა მოდის.

ჰოვარდის კვირა
3 ნოემბერი. ორლანდო-მინესოტა 128:86. 18 ქულა, 16 მოხსნა, 8 დაფარება.
5 ნოემბერი. ორლანდო-ნიუ ჯერსი 105:90. 30 ქულა, 16 მოხსნა.
6 ნოემბერი. შარლოტი-ორლანდო 88:91. 22 ქულა, 8 მოხსნა.
პოლის კვირა
3 ნოემბერი. ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 99:107. 25 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა.
5 ნოემბერი. ნიუ ორლეანი-მაიამი 96:93. 13 ქულა, 19 პასი, 5 ჩაჭრა.
6 ნოემბერი. მილუოკი-ნიუ ორლეანი 81:87. 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ელტონ ბრენდი ("ფილადელფია"), ტონი დაგლასი ("ნიუ იორკი"), ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), ჯოშ სმიტი ("ატლანტა"), რიჩარდ ჯეფერსონი ("სან ანტონიო"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ემეკა ოკაფორი ("ნიუ ორლეანი"), ჯეისონ რიჩარდსონი ("ფინიქსი"), ლუის სკოლა ("ჰიუსტონი"), ჯერალდ უოლასი ("შარლოტი").

ორლანდო-ატლანტა 93:89
21:23, 30:24, 21:23, 21:19
ო: ჰოვარდი (27+11 მოხსნა), კარტერი (19), რედიკი (11).
ა: ჯონსონი (23+5 მოხსნა), ჰორფორდი (16+5 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (14), სმიტი (13+12 მოხსნა+6 პასი).

ტორონტო-გ. სტეიტი 102:109
19:26, 22:29, 31:29, 30:25
ტ: ჯეკი (24+8 მოხსნა), კლეიზა (20), უიმსი (12+6 მოხსნა), ჯონსონი (12+5 მოხსნა), ბარნიანი (11).
გ-ს: კარი (34+5 მოხსნა), ელისი (28), ლი (14+12 მოხსნა).

შარლოტი-სან ანტონიო 91:95
26:19, 22:25, 21:27, 22:24
შ: ტომასი (16+8 მოხსნა), დიაო (15+6 მოხსნა+5 პასი), ჯექსონი (15+5 მოხსნა).
ს-ა: ჯინობილი (26+5 მოხსნა), ნოა (15), დანკანი (14+10 მოხსნა), პარკერი (12+8 პასი).

ჩიკაგო-დენვერი 94:92
23:28, 27:15, 18:27, 26:22
ჩ: როუზი (18+6 პასი), დენგი (17+7 მოხსნა), გიბსონი (16+6 მოხსნა), ნოა (13+19 მოხსნა+4 დაფარება), ბოგანსი (10).
დ: ენტონი (32+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), აფლალო (15), ბილაპსი (14), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა), სმიტი (10).

მემფისი-ფინიქსი 109:99
28:26, 27:26, 33:23, 21:24
მ: რენდოლფი (23+20 მოხსნა), გეი (22+8 მოხსნა), კონლი (16+6 პასი), მაიო (16), ჰენრი (14), გაასოლი (10+8 მოხსნა).
ფ: ჰილი (19+12 მოხსნა), რიჩარდსონი (17), ნეში (16+11 პასი), უორიკი (16).

დალასი-ბოსტონი 89:87
23:19, 27:21, 20:29, 19:18
დ: ნოვიცკი (25+7 მოხსნა), ტერი (17), ჩენდლერი (12+13 მოხსნა), ბატლერი (11), ბარეა (11), კიდი (0+10 პასი).
ბ: პირსი (24+7 მოხსნა), გარნეტი (18+15 მოხსნა), რონდო (11+15 პასი+6 მოხსნა+5 ჩაჭრა).

აღმოსავლეთი
 თ მ წ %
1. ორლანდო* 6 5 1 83.3
2. ბოსტონი* 8 6 2 75.0
3. ატლანტა 8 6 2 75.0
4. ჩიკაგო* 6 3 3 50.0
5. მაიამი 7 5 2 71.4
6. კლივლენდი 6 3 3 50.0
7. ნიუ იორკი 6 3 3 50.0
8. ინდიანა 5 2 3 40.0
9. ნიუ ჯერსი 6 2 4 33.3
10. მილუოკი 7 2 5 28.6
11. ფილადელფია 7 2 5 28.6
12. დეტროიტი 7 2 5 28.6
13. ვაშინგტონი 5 1 4 20.0
14. ტორონტო 7 1 6 14.3
15. შარლოტი 7 1 6 14.3

დასავლეთი
 თ მ წ %
1. ლეიკერსი* 7 7 0 100
2. ნიუ ორლეანი* 6 6 0 100
3. სან ანტონიო 6 5 1 83.3
4. პორტლენდი* 8 5 3 62.5
5. გ. სტეიტი 7 5 2 71.4
6. დალასი 6 4 2 66.7
7. დენვერი 7 4 3 57.1
8. მემფისი 8 4 4 50.0
9. იუტა 6 3 3 50.0
10. ოკლაჰომა 6 3 3 50.0
11. საკრამენტო 6 3 3 50.0
12. ფინიქსი 7 3 4 42.9
13. ჰიუსტონი 6 1 5 16.7
14. კლიპერსი 7 1 6 14.3
15. მინესოტა 7 1 6 14.3
* - დიზიონის ლიდერი

ქულა
მონტა ელისი (გ-სტ) 27.9
კევინ დურანტი (ოკლ) 27.7
რუდი გეი (მემ) 26.5
დირკ ნოვიცკი (დალ) 25.7
კარმელო ენტონი (დენ) 25.7
დუეინ უეიდი (მაი) 24.1
პაუ გასოლი (ლეი) 24.1
დერიკ როუზი (ჩიკ) 23.8
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 23.2
კევინ მარტინი (ჰიუ) 23.0

მოხსნა
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 15.0
ლუის სკოლა (ჰიუ) 12.3
რეჯი ევანსი (ტორ) 12.0
კევინ ლავი (მინ) 11.7
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 11.5
დევიდ ლი (ნ-იორ) 11.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 11.3
პოლ მილსეპი (იუტ) 11.2
ლამარ ოდომი (ლეი) 11.1

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 14.8
ჯეისონ კიდი (დალ) 10.7
კრის პოლი (ნ-ორლ) 10.2
ჯონ უოლი (ვაშ) 9.6
დერიკ როუზი (ჩიკ) 9.2
დერონ უილიამსი (იუტ) 9.0
სტივ ნეში (ფინ) 8.9
ანდრე მილერი (მილ) 8.3
ტონი პარკერი (ს-ანტ) 8.3
მაიკ კონლი (მემ) 8.0

ჩაჭრა
მაიკ კონლი (მემ) 3.4
რაჟონ რონდო (ბოს) 3.1
მონტა ელისი (გ-სტ) 2.7
ჯონ უოლი (ვაშ) 2.6
ტონი დაგლასი (ნ-იორ) 2.5
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.3
ტონი პარკერი (ს-ანტ) 2.3
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.3
ელტონ ბრენდი (ფილ) 2.3
ჯეისონ კიდი (დალ) 2.2

დაფარება
ჯოშ სმიტი (ატლ) 3.4
როი ჰიბერტი (ინდ) 3.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.7
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.7
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6
სამუელ დალემბერი (ფილ) 2.4
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 2.2
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.2
რონი ტურიაფი (ნ-იორ) 2.2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული