NBA-ის გეოგრაფია იზრდება

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, შესაძლოა, იორდანიელი კალათბურთელი გამოჩნდეს

USA Today-ის მიმომხილველმა სემ ერიკმა "ტვიტერზე" თავის მიკრობლოგში დაწერა იმის შესახებ, რომ NBA-ის მომავალი რეგულარული ჩემპიონატის წინ, ასოციაციის ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელ ბანაკში შეიძლება გამოჩნდეს იორდანიის ნაკრების მძიმე ფორვარდი ზაიდ აბასი.

ჩინეთის CBA-ლიგის ვარსკვლავმა გადადო მოლაპარაკებები რამდენიმე ჩინურ კლუბთან და ახალ დონეზე გასვლის იმედი აქვს. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმაზე, NBA-ის რომელ კლუბთან ექნება კონტაქტი აბასს, მაგრამ ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ ლაპარაკია "დეტროიტ პინსტონზე". ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაზ თრაქს ზაიდთან თანამშრომლობის გამოცდილება
აქვს და მზად არის იორდანიელს რეკომენდაცია გაუწიოს გუნდის მთავარ მწვრთნელთან მორის ჩიქსთან.

გასული სეზონი აბასისთვის ძალიან წარმატებული იყო - ჩინეთის ჩემპიონატის 39 მატჩში ის საშუალოდ 17.9 ქულას, 11.4 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, თავად ზაიდის გუნდი - "შანდონგ ლაიონსი" კი პლეი ოფის ფინალში გავიდა.

აბასმა საერთაშორისო დონეზე პირველად თავი 2010 წელს წარმოაჩინა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი ორმაგი დუბლი შეასრულა, თან თამაშიდან ტყორცნების ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა: საშუალო სროლები - 71.9 პროცენტი და სამქულიანები - 40 პროცენტი.

ელისმა "დალასი" გააძლიერა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა წამყვანმა მცველმა მონტა ელისმა კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია "დალას მავერიქსთან". კლუბი და მოთამაშე გააფორმებენ სამწლიან კონტრაქტს, რომლის საერთო ღირებულება 25 მილიონი დოლარი იქნება. თუმცა ეს თანხა შეიძლება 30 მილიონამდე გაიზარდოს იმის მიხედვით, რამდენი თავისუფალი თანხა ექნება სახელფასო ბიუჯეტში "დალასს".

ელისი "მავერიქსის" უკანა ხაზზე ხოსე კალდერონსა და დევინ ჰარისს გაუწევს პარტნიორობას.

მონტა ელისმა ამ ზაფხულს უარი თქვა "მილუოკისთან" კონტრაქტის ბოლო წელზე და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში ეს მცველი საშუალოდ 19.2 ქულას აგროვებდა.

უორდ პისი: "კლიპერსი", ჩინეთი, ფეხბურთი თუ ჰოკეი?
როგორც უკვე ვწერდით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ამნისტიის წესი გამოიყენა და შემადგენლობიდან დაითხოვა ვეტერანი ფორვარდი მეტა უორლდ პისი.

ამის შემდეგ, კალათბურთელმა თავისი გეგმების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს: ეს შეიძლება იყოს ჩინეთის ლიგაში თამაში, სამწვრთნელო კარიერის დაწყება, ფეხბურთში ან ჰოკეიში გადასვლა.

თუმცა 33 წლის კალათბურთელთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ უორლდ პისს "კლიპერსში" გადასვლის ვარიანტი ხიბლავს, რადგან ეს კლუბი ამ ზაფხულს ძალიან წარმატებულ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს.

NBA-ის წესების თანახმად, უორლდ პისზე პრეტენზიის გამოცხადება შეუძლიათ კლუბებს, რომლებსაც არ დაურღვევიათ სახელფასო ბიუჯეტზე ლიმიტი. თუ არც ერთი გუნდი არ მოისურვებს მის გაფორმებას, მაშინ კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სკოტი პიპენს 4 მილიონს სთხოვენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული