გაცვლა sign-and-trade-ის სისტემით განხორციელდა. ჯენინგსმა სამწლიანი და 24-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა "მილუოკისთან", რის შემდეგაც ამ გუნდმა ის "დეტროიტში" გაუშვა. ამის სანაცვლოდ, "ბაქსმა" სამი კალათბურთელი მიიღო: მცველი ბრენდონ ნაითი, ფორვარდი კრის მიდლტონი და უკრაინელი ცენტრი ვიაჩესლავ კრავცოვი.
"მილუოკიმ" ბრენდონ ჯენინიგსი 2009 წლის დრაფტზე მეათე
"დეტროიტისთვის" ბრენდონ ჯენინგსი მეხუთე შენაძენია. მანამდე ამ გუნდის შემადგენლობა შეავსეს ჯოშ სმიტმა, ჩონსი ბილაპსმა, უილ ბაინუმმა და იტალიელმა ლუიჯი დატომემ. გარდა ამისა, "პისტონზმა" კონტრაქტი გააფორმა დრაფტზე აყვანილ კენტავიუს კოლდუელ-პოპთან.
"მილუოკი" კი პირიქით, აშკარად სუსტდება 2013-14 წლების სეზონისთვის, რადგან გუნდი უკვე სამმა ლიდერმა დატოვა - მონტა ელისმა, ბრენდონ ჯენინგსმა და ჯეი ჯეი რედიკმა.
NBA-მ ისტორია დაკარგა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი კალათბურთელი ოსკარ შეკტმანი. ის გახლავთ NBA-ის ისტორიაში პირველი ზუსტი ტყორცნის ავტორი.
შეკტმანი, რომელიც "ნიუ იორკ ნიქსში" მცველის პოზიციაზე თამაშობდა, პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) სადებიუტო მატჩში ქულები დააგროვა. ეს 1946 წლის პირველ ნოემბერს მოხდა. იმ მატჩში "ნიქსმა" 68:66 დაამარცხა "ტორონტო ჰასკისი".
ამერიკის საკალათბურთო ასოციაციამ სამი წელი იარსება, 1949 წელს, კონკურენტი ეროვნული საკალათბურთო ლიგა (NBL) შეიერთა და ასე ჩამოყალიბდა NBA, რომელსაც თავის ისტორიაში ოფიციალურად აქვს შეტანილი BAA-ის სეზონები.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი სპეციალური განცხადებით გამოვიდა შეკტმანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მას "NBA-ის ნამდვილი პიონერი" უწოდა. "შეკტმანის პირველმა ქულებმა სამუდამოდ შეიყვანა ეს კალათბურთელი ლიგის ისტორიაში", - განაცხადა სტერნმა.
1946-47 წლების სეზონი ერთადერთი აღმოჩნდა შეკტმანისთვის "ნიუ იორკ ნიქსის" რიგებში. ამის შემდეგ მან დატოვა BAA და დაბალ ლიგებში თამაშობდა.
მეჯიქი სირთულეებს წინასწარმეტყველებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდა მეჯიკ ჯონსონი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ კალიფორნიული გრანდი მოახერხებს 2013-14 წლების სეზონში პლეი ოფში მოხვედრას.
"ეს ძალიან რთული სეზონი იქნება, განსაკუთრებით კობი ბრაიანტის ტრავმის გათვალისწინებით. ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული და მომზადებული უნდა დაუბრუნდეს მოედანს. ეს გადამწყვეტი ფაქტორია. მაგრამ საკითხავია - იქნება თუ არა გუნდი ტიტულის სრულფასოვანი პრეტენდენტი ჯანმრთელი ბრაიანტის შემთხვევაშიც? მე ასე არ ვფიქრობ. პლეი ოფი? მიმაჩნია, რომ გუნდს შეუძლია იქ მოხვედრა, თუ ბრაიანტი სრულფასოვან რეგულარულ ჩემპიონატს ჩაატარებს. მოკლედ, ყველაფერი კობისა და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს მაიკ დ'ენტონის, მას ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული აქვს. პირველად "ლეიკერსს" აღარ მიიჩნევენ ფავორიტად და ამ გუნდის თამაშს ყურადღებით არ დააკვირდებიან. ვნახოთ, ამას გუნდი როგორ უპასუხებს. ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ისინი პლეი ოფის მიღმა დარჩებიან. საინტერესოა ასეთ პროგნოზზე კალათბურთელების რეაქცია", - ამბობს ჯონსონი "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"დალასმა" ბლერი დაიმატა
"დალას მავერიქსის" ხელმძღვანელობა კონტრაქტზე მოელაპარაკა თავისუფალ აგენტს დეხუან ბლერს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მხარეები ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და ბლერი ვეტერანის მინიმულურ ხელფასს მიიღებს.
ფორვარდს NBA-ში მხოლოდ ოთხი სეზონი აქვს გატარებული და ოთხივეში "სან ანტონიოს" ღირსებას იცავდა. გასულ რეგულარულში მის ანგარიშზე 5.4 ქულა და 3.8 მოხსნა იყო.
ნილი "სპურსიდან" "მილუოკიში" გადავიდა
"სან ანტონიოს" რიგები კიდევ ერთმა კალათბურთელმა დატოვა, კერძოდ, "მილუოკი ბაქსმა" ორი წლით გაიფორმა "სპურსის" ექს-მცველი გერი ნილი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. კალათბურთელის ჯამური ხელფასი 6 მილიონი დოლარი იქნება.
28 წლის ნილი "სან ანტონიოში" 2010 წლიდან თამაშობდა. შარშანდელ რეგულარულში მან 68 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.5 ქულა, 2.1 მოხსნა და 1.9 შედეგიანი პასი დააგროვა.
გასოლმა ერაყი მოიარა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსისა" და ესპანეთის ნაკრების ცენტრი პაუ გასოლი ერაყიდან დაბრუნდა, სადაც იუნისეფის კეთილი ნების ელჩის სტატუსით იმყოფებოდა.
უსაფრთხოების მოსაზრებებით, კალათბურთელის ერაყში მოგზაურობის დეტალები არ გახმაურებულა. ამასთან, ცნობილია, რომ ესპანელის ვიზიტი ჰუმანიტარული მისიის ხასიათს ატარებდა.
ადრე, პაუ გასოლი იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში (2005 წელს), ანგოლაში (2007), ეთიოპიაში (2010) და ჩადში (2012), სადაც საკვებსა და მედიკამენტებს არიგებდა.
"მონტეპასკიმ" NCAA-ის სნაიპერი მიიღო
იტალიური და ამერიკული წყაროების ინფორმაციით, სიენას "მონტეპასკის" ახალწვეული გახდება ამერიკელი მცველი ერიკ გრინი. ის იტალიის ჩემპიონთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გრინი ვირჯინიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის NCCA-ის შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო - საშუალოდ მატჩში 25.0 ქულას აგროვებდა. ერიკის წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და კალათბურთელი დრაფტზე 46-ე ნომრად აირჩია "დენვერმა", თუმცა მცველი ჯერ არ გამოადგებოდა "ნაგეტს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯერ ნუ ჩამოწერთ დირკ ნოვიცკის