ჯეიმსის პოპულარობა მას შემდეგ დაეცა, რაც მან "კლივლენდის" დატოვება და "მაიამიში გადასვლა გადაწყვიტა. თუმცა ამის შემდეგ მოპოვებულმა ორმა ტიტულმა და ორჯერ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებამ "მეფეს" ისევ დაუბრუნა ფანების სიყვარული.
საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ: კევინ დურანტი (3.6),
სკოლა "ფინიქსში" წავიდა
33 წლის არგენტინელი ცენტრი ლუის სკოლა "ფინიქს სანზიდან" "ინდიანა პეისერსში" გადადის სათამაშოდ. გუნდები მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე არიან. ტრანსფერი ტრეიდის მეშვეობით შედგება და "ფინიქსი" არგენტინელის სანაცვლოდ ორ უმნიშვნელო მოთამაშეს მიიღებს. ოფიციალურად გარიგებას უახლოეს დღეებში დაადასტურებენ.
"ძალიან მიხარია "ინდიანაში" გადასვლა. დღეს, "პეისერსი" ლიგის სამ საუკეთესო გუნდს შორის შედის და ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ეს არის ბრწყინვალე გუნდი შესანიშნავი შესაძლებლობებით. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს", - განაცხადა სკოლამ "ინდიანას" ოფიციალურ ვებგვერდზე.
გასულ სეზონში ლუისი "ფინიქსის" რიგებში საშუალოდ 12.8 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებდა.
* * *
გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ელიას ჰარისმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან".
კალიფორნიული კლუბის 24 წლის ახალბედა 2009-13 წლებში გონზაგას კოლეჯის გუნდში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ლას ვეგასის საწვრთნელ ბანაკში, სადაც საშუალოდ 10.2 ქულასა და 5.6 მოხსნას დააგროვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰარისს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2009 წლის ევრობასკეტზე ჰქონდა 20 წლის ასაკში.
* * *
"დალას მავერიქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა შემტევ მცველთან უეინ ელინგტონთან კონტრაქტის გაფორმება. გასული სეზონის მეორე ნახევარში უეინი "კლივლენდის" ღირსებას იცავდა, მაგრამ პირველი ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდა.
25 წლის ელინგტონმა "კავალიერზის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.4 ქულა და 3.0 მოხსნა მიითვალა. მანამდე მცველი "მემფისის" რიგებში თამაშობდა, კარიერას კი "მინესოტაში" იწყებდა.
* * *
დრაფტის ყოფილი პირველი ნომერი, თავისუფალი აგენტი გრეგ ოდენი, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებს თავის ახალ კლუბს, - იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი მოთამაშის აგენტზე დაყრდნობით.
ოდენს კარიერის განახლებისთვის რამდენიმე ვარიანტი აქვს - "მაიამი", "ნიუ ორლეანი", "საკრამენტო", "ატლანტა" და "დალასი".
ტეოდოშიჩი თურქეთში წავიდა
მოსკოვის ცსკა-ში გატარებული ორი სეზონის შემედგ, სერბული კალათბურთის ერთ-ერთი ლიდერი მილოშ ტეოდოშიჩი თურქეთში მიემგზავრება კარიერის გასაგრძელებლად.
ვარსკვლავი გამთამაშებელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" და იქ თავისი თანამემამულის ჟელკო ობრადოვიჩის შეგირდი გახდება. სავარაუდოდ, თურქული კლუბი გარიგების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს. 26 წლის მცველს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩებოდა რუსულ გრანდთან, მაგრამ კლუბებს შორის გარიგების დეტალები უცნობი დარჩა.
ტეოდოშიჩის ცსკა-დან წასვლის შესახებ ლაპარაკი 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყო, მაგრამ, როცა არმიელებმა ვერ შეძლეს ვასილის სპანულისისა და ზორან პლანიჩიჩის ხელში ჩაგდება, ასეთი ჭორების გავრცელება შეწყდა.
გასულ ევროლიგაზე ტეოდოშიჩი საშუალოდ 12.7 ქულასა და 4.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
"ფენერბაჰჩე" ძალიან აქტიურობს ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. ცოტა ხნის წინ, კლუბმა სამი მაღალი დონის კალათბურთელი გაიფორმა - ლინას კლეიზა, ლუკა ზორიჩი და ნემანია ბიელიცა.
* * *
30 წლის ხორვატი კალათბურთელი ზორან პლანიჩიჩი მომავალი სეზონიდან თურქული "ეფესის" ღირსებას დაიცავს. სავარაუდოდ, კონტრაქტი ორწლიანი იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა წლებში პლანიჩიჩი ორი რუსული კლუბის - ცსკა-სა და "ხიმკის" ღირსებას იცავდა.
"ზორან პლანიჩიჩი დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია ევროპაში. ვფიქრობ. ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანეს ჩვენი გუნდის მომავალ წარმატებებში. მას უდიდესი გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენთვის", - ამბობს "ეფესის" გენერალური მენეჯერი ენგინ ოზერჰუნი.
* * *
ფრანგი ფორვარდი მიკაელ ჟელაბალი რუსულ კლუბ "ხიმკისთან" გააფორმებს კონტრაქტს. 2012-13 წლების სეზონს ეს კალათბურთელი ევროპაში იწყებდა, მაგრამ 2013 წლის დასაწყისში "მინესოტაში" გადავიდა. "მგლების" რიგებში ის საშუალოდ 17 წუთს თამაშობდა და 5.0 ქულასა და 2.8 მოხსნას აგროვებდა.
ჟელაბალი ერთხელ უკვე გამოდიოდა "ხიმკის" რიგებში 2011-12 წლების სეზონში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსი ნაკრებიდან წავიდა