იუტამ ისევ წაგებული მოიგო

AutoSharing Option
მოულოდნელ შედეგებს აჩვენებს ბოლო დღეებში “იუტა ჯაზი”. შინ არც ისე დამაჯერებელი თამაშების შემდეგ, ჯერი სლოუნის გუნდი ერთი მეორის მიყოლებით ამარცხებს აღმოსავლეთის ლიდერებს. “მაიამიში” ფანტასტიკური გამარჯვების შემდეგ (29-ქულიანი ჩამორჩენა გააბთილეს), “ჯაზმენებმა” არანაკლებ გმირული მატჩი მოიგეს ორლანდოში. ეს თამაშები ერთი და იგივე სცენარით ვითარდებოდა. აქაც პირველი სამი მეოთხედი მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და სხვაობამ სოლიდურ ნიშნულს მიაღწია. სტენ ვან განდის შეგირდები ყველა კომპონენტში სჯობდნენ მეტოქეს: უკანა ხაზი ვინს კარტერისა და მწყობრში ჩამდგარი ჯამირ ნელსონის შემადგენლობით პერიმეტრიდან ბომბავდა "ჯაზს", დუაიტ ჰოვარდი კი ჩვეული
დამაჯერებლობით დომინირებდა სამწამიანში. საბოლოოდ, მესამე მეოთხედის შუაში “მეჯიქის” უპირატესობა 18 ქულას უდრიდა.

მაგრამ “იუტა” არც ამჯერად გატყდა. ჯერი სლოუნმა კვლავ განაწყო საბრძოლველად თავისიანები და მათაც არ დააღალატეს მწვრთნელი. “იუტას” წინ გაუძღვა დერონ უილიამსი. გარდა იმისა, რომ დი-უილი ტრადიციულად ბევრს შედეგიან პასს არიგებდა, ამჯერად სროლის პროცენტიც გამოასწორა. მილსეპისა და ჯეფერსონის აქტიური მხარდაჭერით სტუმრებმა უკვე მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილისთვის გააბათილეს ჩამორჩენა. დაბნეულმა მასპინძლებმა, მათი მწვრთნელის გაუთავებელი ტაიმ-აუტების მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს ბრძოლაში ჩაბმა და უბრალოდ ჩააგდეს მატჩის ბოლო ნაწილი.

ისევ მოიგო “ვაშინგტონმა”. ამჯერად “უიზარდსმა” მასსავით მაჩანჩალა “ჰიუსტონი” დაამარცხა. დედაქალაქელებმა უკვე პირველ მეოთხედში დააწესეს თამაშზე კონტროლი და პირველი ნახევარი მთლიანად მათი კარნახით წარიმართა. მართალია, ”ჰიუსტონმა” მესამე მეოთხედში გაბრძოლები სცადა, მაგრამ კევინ მარტინისა და ლუის სკოლას მონდომება ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ამ დუეტს ვერ დაეხმარა იაო მინი. ჩინელ ცენტრს ამჯერადაც არ გაუმართლა - ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მაგრამ მეექვსე წუთზე ჯავალ მაკგის შეეჯახა და მარცხენა ფეხის ტრავმის გამო თამაშის მიტოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, რა ხარისხისაა ჩინელის მორიგი დაზიანება.

უკვე აღარ გვიკვირს, რომ “ვაშინგტონის” თამაშის განხილვისას ჯონ უოლის ფანტასტიკურ გამოსვლებზე გვიწევს ლაპარაკი. დრაფტის პირველმა ნომერმა მორიგ სტატისტიკურ წარმატებას მიაღწია - კერძოდ, კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა: 19 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა. თანაც დებიუტანტს ოთხი ჩაჭრა არ ეყო იშვიათი ოთხმაგი დუბლის შესასრულებლად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ უოლი NBA-ში მხოლოდ მეექვსე შეხვედრას ატარებდა. ისტორიაში მხოლოდ ოთხი კალათბურთელმა შეძლო უოლზე სწრაფად კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლის შესრულება - ოსკარ რობერტსონმა (1960-61) პირველ მატჩში, ჰემბონ უილიამსმა (1967-68) - მეოთხეში, კონი ჰოუკინსმა (1969-70) და მეჯიქ ჯონსონმა (1979-80) - მეხუთეში. რაც შეეხება ასაკს, ამ მხრივ რეკორდსმენია ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც სამმაგი დუბლი 20 წლისა და 20 დღის ასაკში შეასრულა. შემდეგ მოდის ლამარ ოდომი (20 წელი, 54 დღე) და მესამეა უოლი - გუშინდელი მატჩის დროს 20 წლისა და 65 დღის იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - კენტუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ექვს მატჩში 61 შედეგიანი პასი აქვს, რაც აბსოლუტური რეკორდია დებიუტანტებისთვის - წინა რეკორდის მფლობელი რობერტსონი იყო, რომელმაც 6 მატჩში 60 პასი მიითვალა.

კვლავაც ახარებს თავის გულშემატკვირებს “გოლდენ სტეიტი”. “მეომრებმა” სეზონში მეექვსე გამარჯვებას “მედისონ სკვერ გარდენში” მიაღწიეს. შეხვედრის დებიუტი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და რთული იყო რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება. სტუმრების რიგებში დევიდ ლი გამოირჩეოდა, რომელიც ზაფხულის ტრეიდის შემდეგ პირველად დაბრუნდა ნიუ იორკში. სხვათა შორის, ნიუიორკული პუბლიკა ფეხზე ამდგარი, ოვაციებით შეხვდა “ნიქსის” ყოფილ კალათბურთელს.

“გოლდენ სტეიტის” უპირატესობა მეორე ტაიმში გამოიკვეთა და მაიკ დ’ანტონის არაერთი ტაიმ-აუტის აღება მოუწია სიტუაციის გამოსასწორებლად. მატჩის გადარჩენა ამარე სტაუდმაიერმა და უილსონ ჩენდლერმა იტვირთეს. ამ უკანასკნელს არ გაუმართლა - ერთ-ერთ ეპიზოდში დევიდ ლის შეეჯახა და მართალია სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მაგრამ წინა რამდენიმე კბილი დაკარგა. “ნიქსს” შეეძლო მატჩის გადარჩენა - სტაუდმაიერის სამქულიანმა იმედი ჩაუსახა მასპინძლებს, მაგრამ იმავე ჩენდლერის არაზუსტმა ტყორცნამ "მეომრების" სასარგებლოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

მეორე გამარჯვებას მიაღწია “მინესოტამ”. “მგლები” არნახულად მოტივირებული იყვნენ “საკრამენტოს” წინააღმდეგ, უფრო სწორედ, ეს სიტყვები, პირველ რიგში, მაიკლ ბიზლის ეხება. “მაიამის” ყოფილი კალათბურთელი მიხვდა, რომ მის გუნდს თამაში არ მისდიოდა და თავად იზრუნა შედეგზე. ციფრები თავისთავად მეტყველებენ ყველაფერზე: 42 ქულა (31-დან 17 ზუსტი ტყორხნა, ორიდან ერთი სამქულიანი და ათიდან შვიდი საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა 41 წუთის განმავლობაში. ბიზლისთვის ეს კარიერაში შედეგიანობის რეკორდი იყო.

“მინესოტას” იმ მხრივაც გაუმართლა, რომ მატჩი ჩააგდო “საკრამენტოს” ახალგაზრდა ლიდერმა ტაირიკ ევანსმა - შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალბედამ თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, ხუთჯერ დაკარგა ბურთი და ექვსი პერსონალურის გამო ნაადრევად დატოვა შეხვედრა.

ატლანტა-მილუოკი 91:108
26:21, 14:33, 19:34, 32:20
ა: ფაჩულია (16+5 მოხსნა), ჰორფორდი (14+6 მოხსნა), ჯონსონი (13), ჯორდან კროუფორდი (11), ტიგი (10+6 პასი).
მ: მაგეტი (20), ჯენინგსი (19+6 პასი+5 მოხსნა), ილიასოვა (17+10 მოხსნა), სალმონსი (16).

ორლანდო-იუტა 94:104
23:22, 22:13, 29:30, 20:39
ო: კარტერი (20), ნელსონი (19+7 პასი), ლუისი (16+7 მოხსნა), ჰოვარდი (14+9 მოხსნა), ბასი (14), გორტატი (6+10).
ი: უილიამსი (30+14 პასი+5 მოხსნა), მილსეპი (23+5 მოხსნა), ჯეფერსონი (21+8 მოხსნა), კირილენკო (12+6 მოხსნა).

ვაშინგტონი-ჰიუსტონი 98:91
30:21, 23:25, 20:26, 25:19
ვ: ბლეტჩი (20+11 მოხსნა), ტორნტონი (20+6 მოხსნა), უოლი (19+13 პასი+10 მოხსნა+6 ჩაჭრა), იი იანლიანი (13+7 მოხსნა), ჰაინრიხი (10).
ჰ: მარტნი (31+7 მოხსნა+6 პასი), სკოლა (24+6 მოხსნა), სმიტი (12+5 მოხსნა).

ტორონტო-შარლოტი 96:101
24:26, 24:22, 26:21, 22:32
ტ: ჯექსონი (23+9 მოხსნა), უიმსი (20), ჯონსონი (16+9 მოხსნა), ჯეკი (14+5 პასი).
შ: ჯექსონი (20), უოლასი (19+14 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ოგუსტინი (16+9 პასი), ტომასი (14), ჰენდერსონი (10+5 მოხსნა), დიაო (10).

კლივლენდი-ნიუ ჯერსი 87:95
25:18, 27:24, 17:25, 18:28
კ: ჰიქსონი (15+6 მოხსნა), ჯეიმისონი (14+9 მოხსნა), სეშენსი (14), ჰოლინზი (11).
ნ-ჯ: ჰარისი (31+ 9 პასი), მოროუ (21+6 მოხსნა), ჰემფრიზი (13+18 მოხსნა), ფარმარი (12+6 მოხსნა+6 პასი).

ნიუ იორკი-გ. სტეიტი 117:122
32:34, 24:26, 25:29, 36:33
ნ-ი: სტაუდმაიერი (33+10 მოხსნა), ჩენდლერი (27+6 მოხსნა), ფელტონი (20+6 პასი+6 მოხსნა), გალინარი (15+7 მოხსნა), ფიოლდსი (11+6 მოხსნა).
გ-ს: ლი (28+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), კარი (25+8 პასი+6 მოხსნა), ელისი (22+6 პასი+4 ჩაჭრა), რაიტი (15+7 მოხსნა), უილიამსი (12), ბიედრინში (10+9 მოხსნა).

ოკლაჰომა-ფილადელფია 109:103
32:28, 27:23, 26:23, 24:29
ო: უესტბრუკი (31+12 პასი+5 მოხსნა), დურანტი (31+7 მოხსნა), იბაკა (12+7 მოხსნა), სეფოლოშა (10).
ფ: ჰოლიდეი (17+11 პასი), ბრენდი (17+9 მოხსნა+5 პასი), მიქსი (17), ტერნერი (15+8 მოხსნა), ნიჩიონი (12).

მემფისი-დალასი 91:106
21:27, 29:28, 19:31, 22:20
მ: რენდოლფი (23+9 მოხსნა), გეი (18+9 მოხსნა), გასოლი (10+5 მოხსნა).
დ: ტერი (25), მერიონი (20+7 მოხსნა), ნოვიცკი (12+10 მოხსნა), ჩენდლერი (11+8 მოხსნა), სტივენსონი (11), ბარეა (10+7 პასი+5 მოხსნა).

სან ანტონიო-კლიპერსი 107:95
24:20, 27:24, 28:21, 28:30
ს-ა: ჯეფერსონი (22), ჯინობილი (22), პარკერი (21+9 პასი), ჰილი (10).
კ: ბატლერი (18+5 მოხსნა), სმიტი (15), გრიფინი (11+8 მოხსნა), ბლედსოუ (11+7 პასი), ამინუ (10).

საკრამენტო-მინესოტა 89:98
22:27, 23:24, 27:23, 17:24
ს: კასპი (17), უდრიხი (16+9 პასი+7 მოხსნა), დალემბერი (14+9 მოხსნა), ჯექსონი (11), გარსია (10).
მ: ბიზლი (42+9 მოხსნა), ტელფეირი (16), ჯონსონი (12+7 მოხსნა).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული